ტყეები და პლანტაციები, როგორც ფასიანი ქაღალდების ალტერნატივა საქართველოს საპენსიო ფონდისთვის

ავტორები

  • გიორგი კილაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

საკვანძო სიტყვები:

საპენსიო ფონდი, პავლოვნია, პლანტაცია, თანხა, დაბანდება, მოგება

ანოტაცია

კვლევის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს საპენსიო ფონდისთვის ფასიანი ქაღალდების განთავსების ალტერნატივის ძიება. სტატიაში განხილულია საპენსიო ფონდის ბოლო წლის მოგება, რომელიც შეადგენს: დინამიკური – 14.13%, დაბალანსებული – 12.26% და კონსერვატიული – 10.76% მოგებას. ეს მონაცემები უსწრებს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფასიანი ქაღალდის „S&P 500“-ის საშუალო წლიურ მაჩვენებელს. ბოლო წლების საკანონმდებლო ცვლილებები საპენსიო ფონს აძლევს საშუალებას, არა მხოლოდ ფასიანი ქაღალდების ყიდვის, არამედ სხვა არაფინანსურ აქტივებში ფულის დაბანდების შესაძლებლობასაც.

ფასიანი ქაღალდების ალტერნატივად განვიხილეთ თანხის ლიბანის კედრის ან ჰიმალაის კედრის ტყეში დაბანდება, თუმცა გამოთვლებმა გვაჩვენა, რომ ეს მეთოდი გაცილებით უფრო გრძელვადიანია, ვიდრე 30-40 წელი, ამიტომ ავირჩიეთ, დღეისთვის ყველაზე უფრო სწრაფმზარდი კულტურა პავლოვნია. აღმოჩნდა, რომ სწორი დაგეგმვის შემთხვევაში პავლოვნიას პლანტაციამ შესაძლოა ჩადებული თანხის 50% ყოველწლიური მოგება მოგვცეს, რაც თითქმის ხუთჯერ უსწრებს, ყველაზე პოპულარული ფასიანი ქაღალდის საშუალო მაჩვენებელს.

დასკვნაში ვთავაზობ საქართველოს საპენსიო ფონდს, ალტერნატივად განიხილოს თანხის დაბანდება ამ პერსპექტიული მცენარის პლანტაციების გაშენებაში.

ავტორის ბიოგრაფია

  • გიორგი კილაძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

    სსმკ, აკადემიური დოქტორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასისტენტ პროფესორი, ქუთაისი, საქართველო

წყაროები

გამოქვეყნებული

2026-10-23

გამოცემა

სექცია

Articles