Author Guideline

ავტორთა საყურადღებოდ

ჟურნალი „AgroNews“ (ISSN 2346-8467) წარმოადგენს რეცენზირებად და რეფერირებად პერიოდულ სამეცნიერო გამოცემას, რომელიც აქვეყნებს მაღალი ხარისხის ორიგინალურ კვლევით სტატიებს, მიმოხილვით ნაშრომებსა და პრაქტიკულ-ანალიტიკურ კვლევებს აგრარული მეცნიერებებისა და მასთან დაკავშირებული ინტერდისციპლინური მიმართულებების ფარგლებში.

მთავარი საკონტაქტო პირი - ნატალია სანთელაძე  - natalia.santeladze@atsu.edu.ge;

Tel: 574848282

სამეცნიერო მიმართულებები

ჟურნალი იღებს განსახილველად კვლევებს შემდეგ ძირითად და ინტერდისციპლინურ სფეროებში:

  1. სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა, ვეტერინარია
  2. ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა (ინჟინერია და საინჟინრო საქმე, სურსათის ტექნოლოგია,არქიტექტურა და მშენებლობა);
  3. მომსახურებები (სასტუმრო, რესტორანი და კვება; მოგზაურობა, ტურიზმი და დასვენება; ტურიზმის და  მასპინძლობის მენეჯმენტი) ტრანსპორტის მომსახურებები;
  4. ხელოვნება, ჰუმანიტარული მეცნიერებები;
  5.  საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა (ბიოლოგიური და მასთან დაკავშირებული მეცნიერებები; გარემო; ფიზიკური მეცნიერებები);
  6. განათლება (განათლების მეცნიერებები);

გამოცემის ენა და ავტორები

სტატიები მიიღება ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენებზე (ავტორის არჩევით).

ავტორთა მაქსიმალური რაოდენობა - 5.

  1. ხელნაწერის წარდგენის მოთხოვნები

სტატიის მოცულობა: 3–10 გვერდი (A4 ფორმატი)

ფაილის ფორმატი: Microsoft Word (.doc ან .docx)

სტრიქონებს შორის დაშორება: 1.15

მინდვრები: ზედა – 3 სმ; ქვედა – 2.5 სმ; მარცხენა – 2.5 სმ; მარჯვენა – 2 სმ

შრიფტი ქართული ტექსტი: Sylfaen, 11 pt

ინგლისური/რუსული ტექსტი: Times New Roman, 11 pt

სათაური: 14 pt, Bold

ავტორ(ებ)ი: 12 pt, Bold

  1. სტატიის სტრუქტურა

ყოველი სტატია უნდა მოიცავდეს:

სათაური (ქართულ და ინგლისურ ენაზე)

ავტორ(ებ)ის ინფორმაცია: მიმდინარე სამუშაო ადგილის დასახელება, სამეცნიერო ხარისხი და პოზიცია (დაკავებული თანამდებობა) სამეცნიერო პროფილის „ორქიდის“ კოდები (ასეთი არსებობის შემთხვევაში) - ქართულ და ინგლისურ ენაზე

ანოტაცია (100–200 სიტყვა ქართულ და ინგლისურ ენაზე)

საკვანძო სიტყვები (4–6 სიტყვა, ქართულ და ინგლისურ ენაზე)

ძირითადი ტექსტი

გრაფიკული გამოსახულებები (არსებობის შემთხვევაში) png და jpg ფორმატში ცალკე ფაილად.

დასკვნები

გაფართოებული აბსტრაქტი (ინგლისურად, 150–300 სიტყვა)

გამოყენებული ლიტერატურა (APA სტილი)

ლიტერატურა უნდა გაფორმდეს APA 7th edition სტილის მიხედვით

ძირითადი წესები:

ტექსტში ციტირება: (Author, Year)

ყველა ციტირებული წყარო უნდა იყოს References-ში

ბიბლიოგრაფია იწერება ანბანურად

DOI იწერება სრული URL ფორმით

ვებ-წყაროებს უნდა ჰქონდეთ ავტორი/ორგანიზაცია და წელი

  1. წიგნი (Book)

ფორმატი: ავტორი, ინიციალები. (წელი). წიგნის სათაური. გამომცემლობა.

  1. წიგნის თავი

ავტორი, ინიციალები. (წელი). თავის სათაური. In რედაქტორი (რედ.), წიგნის სათაური (გვ. xx–xx). გამომცემლობა.

  1. სამეცნიერო სტატია

ავტორი, ინიციალები. (წელი). სტატიის სათაური. ჟურნალის დასახელება, ტომი(ნომერი), გვერდები. DOI/URL

  1. ონლაინ წყარო

ორგანიზაცია/ავტორი. (წელი). სათაური. URL

  1. კონფერენციის მასალა

ავტორი, ინიციალები. (წელი). ნაშრომის სათაური. In კონფერენციის მასალები (გვ. xx–xx). ორგანიზაცია.

  1. დისერტაცია

ავტორი, ინიციალები. (წელი). ნაშრომის სათაური (დისერტაცია/სამაგისტრო ნაშრომი). უნივერსიტეტი.

ტექსტში ციტირება

ერთი ავტორი: (Smith, 2020)

ორი ავტორი: (Garcia & Lee, 2021)

სამი და მეტი ავტორი: (Brown et al., 2019)

  1. რეცენზირების პროცესი

ჟურნალი იყენებს რეცენზირების სისტემას.

ყველა წარმოდგენილი ხელნაწერი გადის სარედაქციო შეფასებას, რომელიც მოიცავს:

თემატურ შესაბამისობას;

სამეცნიერო ორიგინალურობას;

ფორმატირების მოთხოვნებთან შესაბამისობას;

მოთხოვნებთან შეუსაბამო ხელნაწერები შესაძლოა უარყოფილ იქნეს.

რეცენზენტების ვინაობა კონფიდენციალურია როგორც განხილვის პროცესში, ისე გამოქვეყნების შემდეგ.

  1. ეთიკური სტანდარტები

ჟურნალი ხელმძღვანელობს საერთაშორისო საგამომცემლო ეთიკის სტანდარტებით და COPE-ის (Committee on Publication Ethics) პრინციპებით.

ჟურნალი უზრუნველყოფს, რომ:

მიიღება მხოლოდ ორიგინალური და ადრე გამოუქვეყნებელი ნაშრომები;

ყველა სტატია გადის პლაგიატის შემოწმებას;

დუბლირებული ან პარალელური გამოქვეყნება დაუშვებელია;

ერთ ნომერში ავტორს შეუძლია გამოაქვეყნოს მხოლოდ ერთი სტატია;

ავტორი სრულად არის პასუხისმგებელი ნაშრომის მეცნიერულ, ენობრივ და ეთიკურ სისწორეზე;

  1. ღია წვდომა, DOI და ინდექსაციის პოლიტიკა

ჟურნალი მუშაობს ღია წვდომის (Open Access) პრინციპით, რაც უზრუნველყოფს ყველა გამოქვეყნებული მასალის თავისუფალ და შეუზღუდავ ხელმისაწვდომობას.

ყველა გამოქვეყნებული სტატია:

ხელმისაწვდომია უფასოდ ონლაინ რეჟიმში;

იღებს DOI-ს (Digital Object Identifier) ტექნიკური შესაძლებლობის ფარგლებში;

ინახება გრძელვადიანი არქივირების სისტემაში;

ექვემდებარება საერთაშორისო ინდექსაციის სისტემებში განთავსებას, მათ შორის Google Scholar-ში;

  1. სარედაქციო უფლებები და დამატებითი მოთხოვნები

კვლევის დაფინანსების არსებობის შემთხვევაში აუცილებელია შესაბამისი გრანტის მითითება;

ავტორი ადასტურებს საბოლოო ვერსიის გამოქვეყნებაზე თანხმობას.

სარედაქციო კოლეგია იტოვებს უფლებას მოითხოვოს სტატიის გადამუშავება ან უარი თქვას მის გამოქვეყნებაზე ნებისმიერ ეტაპზე.

სტატიის გაგზავნა ნიშნავს სარედაქციო პოლიტიკის ყველა პირობის სრულ მიღებას.

  1. ხელნაწერის წარდგენა და ტექნიკური მოთხოვნები

ხელნაწერები იგზავნება ელექტრონულად ჟურნალის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე ან პლატფორმის მეშვეობით.

ფაილის ფორმატები:

სტატია: Microsoft Word (.doc / .docx) + PDF

ცხრილები და ნახაზები: JPEG ან BMP

ფორმულები: Equation Editor

ავტორი პასუხისმგებელია ნაშრომის შინაარსობრივ და აკადემიურ სიზუსტეზე

 10. გამოქვეყნების პირობები

რეცენზირების დასრულების შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სარედაქციო კოლეგია.

ჟურნალი მუშაობს ღია აკადემიური გავრცელების მოდელით.

  1. პასუხისმგებლობა

ავტორი სრულად არის პასუხისმგებელი:

სამეცნიერო სიზუსტეზე

მონაცემების სისწორეზე

ეთიკურ შესაბამისობაზე

ენობრივ და ტექნიკურ ხარისხზე

  1. ფინანსური პირობები

ჟურნალის გამოცემა ხორციელდება ავტორთა ხარჯით

სტატიის გამოქვეყნების საფასური: 50 ლარი + 10 ლარი თითოეულ გვერდზე. საფასურში შედის ჟურნალის ერთი ბეჭდური ეგზემპლარი

 13. სარედაქციო დამოუკიდებლობა

ჟურნალის სარედაქციო კოლეგია ფუნქციონირებს სრული აკადემიური და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრინციპით.

გამომცემელი ან სხვა ადმინისტრაციული სტრუქტურა არ ერევა სარედაქციო გადაწყვეტილებებში, მათ შორის:

ხელნაწერის მიღება/უარყოფაში;

რეცენზირების პროცესში;

გამოქვეყნების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებაში.

ყველა სარედაქციო გადაწყვეტილება ეფუძნება მხოლოდ სამეცნიერო ხარისხს, ეთიკურ შესაბამისობას და ჟურნალის თემატურ ჩარჩოს.

  1. ინტერესთა კონფლიქტი (Conflict of Interest)

 ყველა ავტორმა, რეცენზენტმა და რედაქტორმა ვალდებულია განაცხადოს ნებისმიერი შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი, რომელიც შეიძლება გავლენას ახდენდეს ნაშრომის შეფასებასა ან ინტერპრეტაციაზე.

ინტერესთა კონფლიქტი მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება:

ფინანსური მხარდაჭერა;

ინსტიტუციური კავშირები;

პირადი ან პროფესიული ურთიერთობები.

ასეთი ინფორმაცია უნდა მიეთითოს სტატიის ბოლოს ცალკე სექციაში.

  1. საავტორო უფლებები და ლიცენზირება

 ჟურნალში გამოქვეყნებული ყველა სტატია ინარჩუნებს საავტორო უფლებებს ავტორთან, თუმცა ავტორი ჟურნალს ანიჭებს გამოქვეყნების და გავრცელების უფლებას.

სტატიები ქვეყნდება ღია წვდომის ლიცენზიით (Open Access License).

ჟურნალში გამოქვეყნებული ყველა სტატია ქვეყნდება ღია წვდომის (Open Access) რეჟიმში Creative Commons Attribution (CC BY) – ავტორობის მითითების ლიცენზიით. სტატიის გამოყენება, გავრცელება, ასლირებაბა, თარგმნა და ადაპტაცია დასაშვებია ნებისმიერი მიზნისთვის, მათ შორის კომერციულისთვისაც, იმ პირობით, რომ აუცილებლად იქნება მითითებული ორიგინალური ავტორი და წყარო. ეს უზრუნველყოფს:

თავისუფალ წვდომას;

ციტირების ვალდებულებით გამოყენებას;

აკადემიურ გავრცელებას.

  1. არქივირება და გრძელვადიანი შენახვა

ჟურნალი უზრუნველყოფს გამოქვეყნებული მასალების გრძელვადიან ციფრულ არქივირებას.

სტატიები ინახება:

ჟურნალის ოფიციალურ ელექტრონულ პლატფორმაზე,

სარეზერვო ციფრულ საცავებში.

ჟურნალი მიზნად ისახავს მასალების მუდმივ ხელმისაწვდომობას და ინფორმაციის დაკარგვის თავიდან აცილებას.

  1. ეთიკური დარღვევები და გასწორების პოლიტიკა

ეთიკური დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში (მათ შორის პლაგიატი, მონაცემების ფალსიფიკაცია ან დუბლირებული პუბლიკაცია), ჟურნალი იტოვებს უფლებას:

უარი თქვას ხელნაწერის გამოქვეყნებაზე

უკვე გამოქვეყნებული სტატიის რეტრაქცია (Retraction)

ავტორისთვის მომავალი პუბლიკაციების შეზღუდვა

ყველა გადაწყვეტილება მიიღება ეთიკური კომიტეტის რეკომენდაციით.

  1. ავტორის დეკლარაცია

სტატიის წარდგენით ავტორი ადასტურებს, რომ:

ნაშრომი არის ორიგინალური;

არ არის წარდგენილი ან გამოქვეყნებული სხვა ჟურნალში;

ყველა თანაავტორი ეთანხმება გამოქვეყნებას;

ყველა მონაცემი და წყარო სწორად არის წარმოდგენილი.

  

რეცენზენტის შეფასების ფორმა (Peer-Review Form)

ჟურნალი: „AgroNews“ (ISSN 2346-8467)

სტატიის შეფასების ფორმა

 

  1. სტატიის ინფორმაცია

სტატიის სათაური: _____________________________________________

ავტორი(ები): _________________________________________________

მიღების თარიღი: ______________________________________________

რეცენზირების თარიღი: _________________________________________

  1. რეცენზენტის ინფორმაცია

სახელი, გვარი: _______________________________________________

სამეცნიერო ხარისხი: __________________________________________

სამუშაო ადგილი: ______________________________________________

ელ. ფოსტა: _________________________________________________

შეფასების კრიტერიუმები

(შეაფასეთ თითოეული კრიტერიუმი 1-5 ქულით: 1 – დაბალი, 5 – მაღალი)

კრიტერიუმი

შეფასება (1-5)

თემის აქტუალურობა და სამეცნიერო მნიშვნელობა

___

კვლევის მიზნების და ამოცანების მკაფიოობა

___

მეთოდოლოგიის შესაბამისობა

___

მონაცემების სანდოობა და ანალიზი

___

შედეგების მეცნიერული დასაბუთება

___

ლიტერატურის გამოყენების ხარისხი

___

სტრუქტურა და აკადემიური გამართულობა

___

ენობრივი და ტექნიკური გამართულობა

___

საერთო შეფასება

საერთო ქულა (ჯამი / საშუალო): _______________________

  1. რეცენზენტის დასკვნა (მონიშნეთ ერთი)

☐ გამოსაქვეყნებლად მიღება

☐ მცირე გადამუშავების შემდეგ მიღება

☐ მნიშვნელოვანი გადამუშავების შემდეგ ხელახალი რეცენზირება

☐ უარყოფა

  1. კომენტარები და რეკომენდაციები

(სავალდებულო ნაწილი)

  1. კონფიდენციალურობის დადასტურება

ვადასტურებ, რომ აღნიშნული რეცენზირება შესრულებულია დამოუკიდებლად, ობიექტურად და კონფიდენციალურობის დაცვის პირობებში.

რეცენზენტის ხელმოწერა: ___________________________

თარიღი: ___________________________