ბადრიჯნის მოყვანა ვედროში

ავტორები

  • მაკა ყუბანეიშვილი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი https://orcid.org/0009-0000-8073-5864
  • ნატალია სანთელაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი https://orcid.org/0009-0000-1189-3703

საკვანძო სიტყვები:

ბადრიჯანი, ვედრო, აივანი, „ვიოლეტ ლუნგა“, „ვიკარი“

ანოტაცია

სტატიაში განხილულია ბადრიჯნის კულტურის მოყვანა ვედროებში, რაც საშუალებას იძლევა მცირე  ნაკვეთი ან აივანიც კი ნაყოფიერ ოაზისად ვაქციოთ. აღებული იყო 2 ჯიში: ჯიში „ვიოლეტ ლუნგა“და „ვიკარი“. დარგვა ვაწარმოეთ პირველ წელს 25 აპრილს, ხოლო მეორე წელს  4 მაისს 10-15 ლიტრიანი ტევადობის ვედროები. პირველი ორი კვირის განმავლობაში ზომიერად ვრწყავდით,  შემდეგ დავამონტაჟეთ წვეთოვანი სარწყავი სისტემა, რომლის მეშვეობითაც წყალი პირდაპირ ფესვებს მიეწოდებოდა. ვუზრუნველყოფდით ოპტიმალური ტემპერატურის პირობებს 25-30°C  დღე-ღამის განმავლობაში. ყოველ 10 დღეში ერთხელ წყალში ვამატებდით  ნაცრის ნაყენს და კალიუმის სულფატს, ასევე  2-3 ჯერ ვკვებავდით ქათმის წუნწუხით.

ნიადაგის გაფხვიერებას ვაწარმოებდით  5-6 სმ-ის სიღრმეზე. ვსხლავდით ყოველ მე-10 დღეს. მოსავალი  „ვიოლეტ ლუნგა“-მ საშუალოდ  4-5კგ, ხოლო „ვიკარ“- მა 5-6 კგ.  მოგვცა ვედროზე. ცდებმა გვიჩვენა, რომ ბადრიჯნის კულტურის ჯიშების „ვიოლეტ ლუნგა“და „ვიკარი“-ს. მოყვანა ვედროში საკმაოდ ეფექტურია და იმ ადამიანებს, ვისაც აქვს სურვილი ამ კულტურის მოყვანის   თავისუფლად შეუძლია ეს გააკეთოს მცირე  ნაკვეთზე ან აივანზე.       

ავტორის ბიოგრაფიები

  • მაკა ყუბანეიშვილი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

    სმმკ, ასოცირებული პროფესორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო

  • ნატალია სანთელაძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

    აგრარულ  მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი; ასოცირებული პროფესორი; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო

წყაროები

1. ლ. ებრალიძე, შ. ლომინაძე – მებოსტნეობა- „ ბათუმის შ. რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი“ ბათუმი- 2016წ.

2. ნ. ჩაჩხიანი-ანასაშვილი, მ. ყუბანეიშვილი, ზ. ხიდააშელი - ბადრიჯნის გავრცელებული ჯიშები და სახეობები - ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“. 2022წ.

გამოქვეყნებული

2026-10-23

გამოცემა

სექცია

Articles

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები