ზოგიერთი თურქული ნასესხობა ქართულ სალიტერატურა ენასა და მეგრულში

ავტორები

  • მაგდა ჭიქაბერიძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავტორი https://orcid.org/0009-0008-7406-1304
  • მანანა ხვინგია საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი ავტორი https://orcid.org/0009-0008-5660-1928

DOI:

https://doi.org/10.52340/PUTK.2026.30.27

საკვანძო სიტყვები:

სიტყვათა სესხება, თურქიზმები ქართულში, ნასესხობები მეგრულში

ანოტაცია

ქართულ სალიტერატურო ენაში მრავლად არის თურქული ნასესხობები, რაც საქართველოსა და თურქეთს შორის მრავალსაუკუნოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობის შედეგია. ამასთან, ბევრი თურქული სიტყვა დამკვიდრდა საქართველოს იმ კუთხეთა მეტყველებაში, რომლებიც თურქეთს ესაზღვრება ან მის შემადგენლობაში შედის და თურქეთის პირდაპირ გავლენას განიცდის. მაგალითად: აჭარულში, გურულში, მესხურში (სამცხურ-ჯავახურში), იმერხეულში...
ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ (1453) საქართველო და თურქეთი დამეზობლდნენ. თურქეთის გავლენა საქართველოზე გაიზარდა და ცხოვრების ყველა სფეროს შეეხო. მათ შორის ენებსაც. XVI-XVIII საუკუნეების ქართულ დოკუმენტურ წყაროებში ბევრი თურქული სოციალურ-ეკონომიკური შინაარსის ტერმინი დასტურდება. ამავე დროს არაერთი თურქული სიტყვა ზეპირი გზით გავრცელდა ქართულ დიალექტებში.
ჩვენ დავინტერესდით და გავეცანით თურქულ ნასესხობებს ქართულ სალიტერატურო ენასა და მეგრულში. კვლევამ ცხადყო, რომ ქართულმა სალიტერატურო ენამ გაცილებით მეტი თურქული სიტყვა შეითვისა, ვიდრე მეგრულმა. ამის მიზეზია ქართულ-თურქული სახელმწიფოებრივი ურთიერთობა, რომელიც, უპირველესად, სალიტერატურო ენაზე აისახა და შემდეგ მის დიალექტებზე.
ქართულ სალიტერატურო ენასა და მეგრულში გვხვდება ზომა-წონის, ფულის ერთეულის, საბრძოლო და სამუშაო იარაღის, პროფესიის / თანამდებობის / სოციალური სტატუსის, სამოსელისა და სხვათა აღმნიშვნელი ტერმინები. არაერთი თურქული სიტყვა სამუდამოდ დამკვიდრდა ქართულში, გაქართულდა. მათ გარეშე თანამედროვე ქართული ენა წარმოუდგენელია.

წყაროები

Chikobava 1986: Explanatory Dictionary of the Georgian Language, single-volume edition. Chief Editor: Arn. Chikobava. Tbilisi, 1986.

Kajaia 2002: Kajaia O., Mingrelian–Georgian Dictionary, Tbilisi, Vol. I – 2001, Vol. II-III – 2002, Vol. IV – 2009. Publishing Houze “Nekeri“, „Inovacia”.

Kobalia 2010: Kobalia A., Mingrelian Dictionary. Tbilisi, 2010. Publishing Houze “Artanuji“.

Kobalia 2020: Kobalia A., Georgian–Mingrelian Dictionary. Tbilisi, 2020. Publishing Houze “Artanuji“.

Rukhadze 1988: Rukhadze L. On Some Turkish Loanwords in Georgian. Matsne, Series of Language and Literature, №4. Tbilisi, 1988.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-11-01

როგორ უნდა ციტირება

ჭიქაბერიძე მ., & ხვინგია მ. (2026). ზოგიერთი თურქული ნასესხობა ქართულ სალიტერატურა ენასა და მეგრულში. ქართველური მემკვიდრეობა, XXX, 285-291. https://doi.org/10.52340/PUTK.2026.30.27

მსგავსი სტატიები

1-10 — 125

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.