„სადაც ოდესღაც ტროა იყო“ (ოვიდიუსი. „ჰეროიდები“. 1.1.53)

ავტორები

  • ნინო ჩიხლაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი https://orcid.org/0000-0003-3238-2624
  • ვახტანგ ენდელაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი https://orcid.org/0009-0007-5630-335X

DOI:

https://doi.org/10.52340/PUTK.2025.29.23

საკვანძო სიტყვები:

ჰომეროსი, შლიმანი, ტროა, კულტურული იდენტობა, აია-კოლხეთი

ანოტაცია

ძველად არავინ დავობდა იმის შესახებ, რომ ჰომეროსი თავის პოემებში „ილიადა“ და „ოდისეა“ მხოლოდ გამოგონილ ამბებს ჰყვებოდა, მაგრამ XIX საუკუნეში, 1873 წლის 5 აგვისტოს, გერმანელმა მოყვარულმა არქეოლოგმა, ჰაინრიხ შლიმანმა, განცხა­დება გააკეთა თურქეთის ტერიოტორიაზე ტროას აღმოჩენის შესახებ და ჰომეროლო­გიაში ბევრი საკითხი თავდაყირა დადგა. გაჩნდა იმის ალბათობა, რომ თუ არსებობდა ტროა, არ იყო გამორიცხული, ჰომეროსის ეპოსში, გარკვეულწილად, რეალური ამბები ყოფილიყო მოთხრობილი. თითქმის 40 წლის წინ ეს მოსაზრება გაამყარა ინგლისელი ტიმ სევერინის ექსპედიციამ, რომელმაც განვლო ის მარშრუტი, რომელიც, ჰომეროსის მიხედვით, ტროადან წამოსულმა ოდისევსმა გაიარა მშობლიურ კუნძულ ითაკამდე და გზადაგზა ბევრი საინტერესო თანხვდომა იპოვა ჰომეროსის პოემებთან. წარმოიქმნა მთელი მიმდინარეობაც კი − ჰომეროსის არქეოლოგია.

სტატიაში შევეცდებით ვისაუბროთ, როგორ იქცა ჰომეროსი და ტროა, ძველი ბერძნული ცივილიზაციის პირველი ლიტერატურული ძეგლი და ევროპული ერების კოლექტიური იდენტობის ფუნდამენტური ელემენტი, თურქული კულტურული მეხსიერების ნაწილად; შესაბამისად, თურქეთში სახელმწიფოცა და ხალხიც როგორ თვლის მოვალეობად მასზე ზრუნვას და არ არის გასაკვირი, რომ იქ უფრო მეტი თურქი ხვდება ხოლმე ვიზიტორებს, ვიდრე ტურისტები; როგორ შთააგონებს ევროპული კულტურის ისტორია - ჰომეროსის მემკვიდრეობა, თურქულ კულტურულ ტრადიციებს; როგორია ჰომეროსის ეპიკური პოეზიის ფუნქცია ოსმალეთის იმპერიასთან მიმართებით და ტროას არქეოლოგიური კვლევების და კულტურული მემკვიდრეობის პერსპექტივები თურქეთში; როგორ დადგინდა რეგულაციები ტროას შემდგომი შესწავლის მიზნით გასული საუკუნის დასაწყისში. შევეხებით „ილიადას“ თურქულენოვან თარგმანებს და სხვა.

განსაკუთრებით აღვნიშნავთ, რომ ჰომეროსი „ილიადაში“, ტროას ომში, ტროელთა მოკავშირეებს შორის, მოიხსენიებს ჰალიძონებს ალიბეს ქვეყნიდან, რომელთაც უკვე ძველები ერთ-ერთ ქართველურ ტომთან, ხალიბებთან აიგივებდნენ. ასევე, პრიამოსი, ელენესთან დიალოგში, ახსენებს კოლხ მებრძოლ ასულებს, ამაძონებს, რომელთა მოკავშირეობითაც წარსულში ბევრი ომი მოუგია. აქედან გამომდინარე, თამამად შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ ჰომეროსის თვალსაწიერში, გარკვეულწილად, მოექცა ქართველური სამყაროც. შესაბამისად, ჰომეროსი პირველი ევროპელი მწერალია, რომელიც უძველესი კოლხეთის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას დიადი მიკენური წარსულისა და ტროას ომის კონტექსტში.

წყაროები

Croally, Neil; Hyde, Roy (2011). Classical Literature: An Introduction. Routledge. p. 26. ISBN 978-1136736629. Retrieved 23 November 2016.

Daisy Dunn (22 January 2020). "Who was Homer?". British Museum. Retrieved 7 March 2024.

Foley, John Miles (1988). The Theory of Oral Composition: History and Methodology. Indiana University Press. ISBN 978-0253342607.

Graziosi, Barbara; Haubold, Johannes (2005). Homer: The Resonance of Epic. A & C Black. pp. 24–26. ISBN 978-0715632826.

Hunter, Richard L. (2018). The Measure of Homer: The Ancient Reception of the Iliad and the Odyssey. Cambridge, England: Cambridge University Press. pp. 4–7. ISBN 978-1-108-42831-6.

Lamberton, Robert (2010). "Homer". In Grafton, Anthony; Most, Glenn W.; Settis, Salvatore (eds.). The Classical Tradition. Cambridge, Massachusetts and London, England: Belknap Press. pp. 449–452. ISBN 978-0-674-03572-0.

Latacz, Joachim (1996). Homer, His Art and His World. University of Michigan Press. ISBN 978-0472083534. Retrieved 22 November 2016.

Ovid (1989). Heroides. Amores. Loeb Classical Library. Harvard University Press; Cambridge, London.

West, Martin Litchfield (1997). The East Face of Helicon: West Asiatic Elements in Greek Poetry and Myth. Oxford: Clarendon Press. p. 622.

West, Martin Litchfield (December 2011). "The Homeric Question Today". Proceedings of the American Philosophical Society. 155 (4): 383–393. JSTOR 23208780.

Wilson, Nigel (2013). Encyclopedia of Ancient Greece. Routledge. p. 366. ISBN 978-1136788000. Retrieved 22 November 2016. Romilly, Jacqueline de (1985). A Short History of Greek Literature. University of Chicago Press. p. 1. ISBN 978-0226143125. Retrieved 22 November 2016.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-11-01

როგორ უნდა ციტირება

„სადაც ოდესღაც ტროა იყო“ (ოვიდიუსი. „ჰეროიდები“. 1.1.53). (2025). ქართველური მემკვიდრეობა, XXIX, 269-278. https://doi.org/10.52340/PUTK.2025.29.23

მსგავსი სტატიები

1-10 — 35

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.