თეთრიწყლის იაილები - ქართული იდენტობის ავთენტური ძეგლი თურქეთში

ავტორები

  • როინ მალაყმაძე შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი https://orcid.org/0009-0005-9250-0524
  • თამილა ლომთათიძე შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი https://orcid.org/0000-0001-6163-5876

საკვანძო სიტყვები:

ქართული იდენტობა თურქეთში, მესაქონლეთა სადგომები, თეთრიწყლის იაილები

ანოტაცია

თურქეთში მცხოვრები ქართველებისთვის თვითიდენტიფიკაციის მარკერებს წარმოადგენს საერთო ისტორიული მეხსიერება, კულტურული თვითმყოფადობა, გარკვეულ ისტორიულ ტერიტორიასა და ტრადიციულ ეთნოკულტურულ მემკვიდრეობასთან სულიერი კავშირი, რაც განსაკუთრებით კარგადაა შემონახული ქართველთა კომპაქტურად განსახლების არეალსა და იმ ადგილებში, სადაც მოსახლეობას არ განუცდია ადგილმონაცვლეობა. მართალია, აქ ყველგანაა მეტ-ნაკლებად შენარჩუნებული წინაპართა ტრადიციები, მაგრამ ტრადიციული ეთნოკულტურის ელემენტების შემონახულობით გამოირჩევა იაილები, მესაქონლეთა სეზონური საცხოვრისები. აქ შექმნილია ერთგვარი კულტურული მიკროკოსმი, სადაც კოლექტიურმა მეხსიერებამ თითქმის სრულყოფილად შემოინახა ქართული ეთნოკულტურული ღირებულებები, ქართველთა ეროვნული იდენტობის ყველა ნიშანი. სტატიაში იაილების ტრადიციული ყოფა და საქმიანობა, რომელიც ფაქტიურად ისეთივეა, როგორიც მათ ისტორიულ სამშობლოში, განხილულია თეთრიწყლის იაილების მაგალითზე. თეთრიწყლის იალაღებზე დევსქელის ხეობის სოფლების – არავეთის, დევსქელის, ბაგინის, შუახევის და სხვ. მოსახლეობის საზაფხულო სადგომებია. დევსქელის ხეობა კარჩხლის ქედიდან იღებს სათავეს და ჭოროხს ბორჩხასთან ერთვის. ხეობის ყველა სოფელს თავისი „მთა“, „იაილა“ აქვს, სადაც ზაფხულობით გადაჰყავთ საქონელი. მის მოვლა-პატრონობასა და რძის პროდუქტების დამზადებას მეშორდე // მემთევრი ქალი ხელმძღვანელობს. აქ, ხანგრძლივი დროით უცხო პოლიტიკურ-ეკონომიკურ და სოციალურ-კულტურულ გარემოში ცხოვრების პირობებშიც კი, ძირძველმა ქართველებმა შეინარჩუნეს მშობლიურ ერთან ეთნიკური იდენტობის განცდა და ეროვნული იდენტობის განმსაზღვრელი მარკერები: ენა, წეს-ჩვეულებები, გადმოცემები, ტრადიციები, მატერიალური და სულიერი კულტურის ისეთი ელემენტები, როგორიცაა  საცხოვრებლის სრულიად არქაული ტიპი – ყავრით გადახურული ჯარგვალური სახლი სახურავში გამოჭრილი სარკმლით, მიწური იატაკით, კერით – „ოჯაღით“, „შეშის“ ფიცრული ნაგებობები, საქონლის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებები, ფეიქრობის ტრადიციები, შრომითი ურთიერთდახმარების ტრადიციული ფორმები, ქართული გასტრონომიული კულტურა, ზიარეთობა, მემხლიანობის // მენხლიანობის ჩვეულება, „მარსკლავა გოლთან“ (ვარსკვლავა ტბასთან) დაკავშირებული გადმოცემები და რიტუალები, შუანთობა // მარიობის დღესასწაული თავისი დამახასიათებელი ელემენტებით (ხა­რების ჭედვა // ჭედობა, კარდაკარ ჩამოვლა სანოვაგის შეგროვების მიზნით, თეთრწყალზე განბანვის რიტუალი, ფერ­ხულობა, სიმღერები, ცხენების ჭენება // ხტუნაობა, შაირობა, ცეკვა // სამობა) და სხვ. და, რაც ყველაზე მთავარია, რიტუალების უმეტესობა თითქმის უცვლელი, არქაული ფორმითაა შენარჩუნებული და ქართველთა უძველესი რწმენა-წარმოდგენებისა და რიტუალების ავთენტური ფორმით რეკონსტრუქციის საშუალებას იძლევა.

წყაროები

Chichinadze 2013: Chichinadze Z., Muslim Georgians and their villages in Georgia. Tbilisi, 2013.

Erdemli 2012: Erdemli V., Identifying the Georgians Living in Turkey as a Diasporic Community (Türkiye’de Yaşayan Gürcülerin Diaspora Olarak Tanımlanması), Avrasya İncelemeleri Dergisi (AVİD), I/2 (2012), Posted: 29 Sep 2015, University of Birmingham - Centre for Russian and East European Studies (CREES).

Lomtatidze 2023: Lomtatidze T., Tradition as a Marker of National Identity of the Georgians living in Turkey. Black sea region at the crossroads of civilizations, i, Batumi, 2023.

Loria... 2021: Loria M., Lomtatidze T., Malakmadze R., Prospects for creating an ethno-visual atlas of Turkish Georgians, Herald of Oriental Studies, No II. Tbilisi, 2019.

Magnarella 2005: Magnarella Paul J., Assimilation of Georgians living in Turkey – Situation Study: https://www.chveneburi.net/ka/turqetsi-mcxovrebi-qartvelebis-asimilaciasituaciis-kvleva-makale,39.html

Malakmadze 2008: Malakmadze R., Ligan Valley. Tbilisi, 2008.

Malakmadze... 2024: Malakmadze R., Lomtatidze T., Chichileishvili M., Putkaradze E., Chelebadze N., Aspects of Ethnic Identity in Historical-Cultural Memory of the Devskeli Gorge Population. bulletin of the georgian national academy of sciences, Vol.18, Issue 2, Tbilisi, 2024.

Mgeladze 2022: Mgeladze N., For the History of Agricultural Life-Style in Tao-Klarjeti: Herding and Traditional Culture of Herders. Georgian Source-Studies, XXIV, Tbilisi, 2022.

Smith 2008: Smith A., National Identity, Tbilisi, 2008.

Topchishvili 2017: Topchishvili R., Historic-Ethnographic South Georgia and Georgians in Turkey. Tbilisi, 2017.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-11-01

როგორ უნდა ციტირება

თეთრიწყლის იაილები - ქართული იდენტობის ავთენტური ძეგლი თურქეთში. (2025). ქართველური მემკვიდრეობა, XXIX, 78-89. https://journals.atsu.edu.ge/index.php/Kartvelology/article/view/241

მსგავსი სტატიები

1-10 — 63

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.