საბანკო საქმეXIX საუკუნის საქართველოში(საბანკო დაწესებულებები ქუთაისის გუბერნიაში)

ავტორები

  • თეა გაგუა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

DOI:

https://doi.org/10.52340/PUTK.2022.26.02

საკვანძო სიტყვები:

საბანკო საქმე საქართველოში, ქუთაისის გუბერნია, ილია ჭავჭავაძე, ბესარიონ ღოღობერიძე

ანოტაცია

სტატია  საქართველოს  ისტორიის იმ პერიოდს  (XIX  საუკუნის ნახევარი) მონაკვეთს  ასახავს, როცა რუსული იმპერიალიზმის მარწუხებში მოქცეული მრავალჭირნახული ქართული საზოგადოება თვითგადარჩენის გზებსა და გამოსავალს ეძებდა. თავადაზნაურობას წოდებრივი და ქონებრივი უპირატესობის შენარჩუნების ერთადერთ ბურჯად საადგილმამულო ბანკი მიაჩნდა. საბანკო საფინანსო საქმის გამართვას თბილისსა და  ქუთაისში თან ახლდა წინააღმდეგობები, სირთულეები, იდეური და კლასობრივი  შეუთანხმებლობა  თანამოაზრეთა  შორის,  რაც  მეტწილად აფერხებდა ქვეყნისთვის სასიკეთო ფინანსური საქმის სისრულეში მოყვანას. სტატიაში ნათლად ჩანს, რომ ბანკი არ უნდა  ყოფილიყო პრივილეგირებულთა ორგანიზაცია და მათი გამდიდრების წყარო, კლასთა  ინტერესების დამცველი ან დაპირისპირების ადგილი, არამედ დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული, მოგებაზე ორიენტირებული საერთო საზოგადოებრივი დაწესებულება. სტატიაში, ერთის მხრივ, წარმოჩენილია საქართველოს პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრების სხვადასხვა სფერო და კავშირი საბანკო სექტორთან, მეორეს მხრი  ბანკის მიერ სპეციალურად შექმნილი ფონდებიდან გაღებული ქველმოქმედება სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებზე, უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებზე, სკოლებზე, თეატრზე, წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაზე, კერძო პირებზე. სტატია  მკითხველს  ამცნობს,  რომ თბილისისა  და  ქუთაისის საადგილმამულო ბანკმა  თავისი მისია  ღირსეულად  შეასრულა და მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართველი ერის მატერიალური  კეთილდღეობის  საქმეში.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-11-01

როგორ უნდა ციტირება

საბანკო საქმეXIX საუკუნის საქართველოში(საბანკო დაწესებულებები ქუთაისის გუბერნიაში). (2022). ქართველური მემკვიდრეობა, XXVI, 13-21. https://doi.org/10.52340/PUTK.2022.26.02

მსგავსი სტატიები

1-10 — 39

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.