პოლიტიკა და მიზნები

ჟურნალი გამოიცემა წელიწადში ერთხელ მაინც. მასში გამოქვეყნებული სტატიები წარმოადგენს რეცენზირებად სამეცნიერო ნაშრომებს და ექვემდებარება სავალდებულო ექსპერტულ შეფასებას სარედაქციო კოლეგიის მიერ.

ჟურნალის მიზანია მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა, ახალი სამეცნიერო შედეგების გავრცელება და აკადემიური კომუნიკაციის გაძლიერება.

ჟურნალი ფუნქციონირებს ღია წვდომის (Open Access) პრინციპით და უზრუნველყოფს გამოქვეყნებული სტატიების გრძელვადიან ხელმისაწვდომობას, მათ შორის DOI (Digital Object Identifier)-ის მინიჭებასა და საერთაშორისო ინდექსაციის სისტემებთან თავსებადობას, მათ შორის Google Scholar-ში ინტეგრაციას.