რადიონუკლიდების კონცენტრაცია და მცენარეთა ბიოლოგიური თავისებურებების გავლენა ნიადაგიდან მცენარეებში
საკვანძო სიტყვები:
ეკოლოგია, სტრონციუმი, რადიონუკლეიდები, რადიოიზოტოპიანოტაცია
რადიოაქტიური სტრონციუმით დანაგვიანებული ფოთლებიდან სტრონციუმ-90 მცენარეთა ორგანოებში არ გადაადგილდება და ამიტომ იგი მოსავალში არ გროვდება. შესაძლებელია დანაგვიანებული ფოთლებიდან ატმოსფერული ნალექებით ჩამოირეცხოს რადიონუკლიდი და ნიადაგში მოხვედრისას მცენარის ფესვთა სისტემით შეიწოვის შემდეგ აღმოჩნდეს მოსავალში.
სტრონციუმ-90 ნიადაგში მოხვედრის შემდეგ მთელი ვეგენერაციის პერიოდის განმავლობაში აღწევს ფესვების გზით მცენარის ორგანიზმში და თანდათან გროვდება მოსავალში.
მცენარეთა მოსავალში რადიოსტრონციუმის დაგროვდება ნიადაგში მისი შემცველობის რაოდენობაზეა დამოკიდებული. ეს დამოკიდებულება პირდაპირპროპორციული ხასიათისაა. მაგალითისთვის დადგენილია ნიადაგში რადიოსტრონციუმის კონცენტრაციის 10-ჯერ მომატებისას ხორბლეულ კულტურების ნამჯასა და მარცვალში მისი დაგროვება დაახლოებით 10-ჯერ იზრდება, ანალოგიურ სურათს იძლევა ბარდა.
წყაროები
1. კ. გელაშვილი- „რადიაციული ჰიგიენა“ თბილისი 1976წ.
2. კ. გორდეზიანი, მ. გორდეზიანი, ი. გაფრინდაშვილი.“ ატომები და მათი გამოყენება სოფლის მეურნეობაში“. თბილისი 1975წ.
3. გ. პაპალაშვილი „ სხივადი ენერგიის ბიოლოგიური აქტივობა და სოფლის მეურნეობა.


