ბილალ დინდარი (მიქელაძე) – „ვეფხისტყაოსნის“ თურქულ ენაზე მთარგმნელი
DOI:
https://doi.org/10.52340/PUTK.2026.30.29საკვანძო სიტყვები:
ბილალ დინდარი, „ვეფხისტყაოსანი“, თარგმანიანოტაცია
წინამდებარე ნაშრომი ეძღვნება ბილალ დინდარს – თურქეთში მოღვაწე მეცნიერსა და მთარგმნელს, რომელმაც ქართული კულტურის საგანძური და მსოფლიო მნიშვნელობის ნაწარმოები „ვეფხისტყაოსანი“ თურქულ ენაზე თარგმნა. თარგმანი 1991 წელს გამოქვეყნდა.
ბილალ დინდარის ღვაწლი ქართული კულტურის წინაშე განსაკუთრებულია იმითაც, რომ ის ერთადერთი ავტორია, რომელმაც „ვეფხისტყაოსანი“ სრულად თარგმნა. ამ ფაქტით თურქულ საზოგადოებას საშუალება მიეცა, უფრო ღრმად გასცნობოდა ქართული კულტურის უმთავრეს ძეგლს, რომელიც საუკუნეების წინ დაიწერა და აქტუალურობას დღესაც არ კარგავს.
ბილალ დინდარს „ვეფხისტყაოსანი“ ორიგინალიდან არ უთარგმნია. თვითონვე აღნიშნავს, რომ მან იხელმძღვანელა სერგი წულაძის მიერ შექმნილი ფრანგული თარგმანით და აზერბაიჯანული ვერსიით, რომელიც 1930-იან წლებში შექმნა პოეტმა აჰმეთ ჯევათმა და პირველად გამოქვეყნდა 1978 წელს.
სწორედ ამ მიზეზით, თურქოლოგები და რუსთველოლოგები აღნიშნავენ, რომ ბილალ დინდარის თურქულენოვან თარგმანში ბევრი უზუსტობაა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ქრისტიანულ და მუსლიმანურ კულტურებს შორის განსხვავებაა. მიუხედავად არსებული კრიტიკული მოსაზრებებისა, უნდა აღინიშნოს, რომ ბილალ დინდარმა, აზებაიჯანელ მეგობართან – ასოცირებულ პროფესორ ზეინალაბიდინ მაქასთან ერთად თავი გაართვა იმ სირთულეებს, რაც პოემის რიტმულ სტრუქტურასთან, სემანტიკურ სიღრმესა და მასში წარმოდგენილ ისტორიულ და კულტურულ შინაარსთანაა დაკავშირებული.
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ დღემდე არ არსებობს „ვეფხისტყაოსნის“ უშუალოდ ქართული ენიდან შესრულებული თურქული თარგმანი, შესაბამისად, ბილალ დინდარის თურქულენოვანი თარგმანი დასაფასებელია, რადგან მან შეძლო ქართული კლასიკის გაცნობისთვის ახალი სივრცე შეექმნა.
შოთა რუსთაველის გენიალური პოემის – „ვეფხისტყაოსნის“ ბილალ დინდარისეული თარგმანი არა მხოლოდ ორი ქვეყნის ქართულ-თურქული კულტურული ურთიერთობის განვითარებას უწყობს ხელს, არამედ მსოფლიო ლიტერატურულ სივრცეში აძლიერებს ქართულ კლასიკასთან დაკავშირებულ ინტელექტუალურ ცნობადობას.
წყაროები
Ciladze 2018: Ciladze B., What Happened to Shota Rustaveli in Turkish? Retrieved from, 2018 https://tetripiala.wordpress.com/2018/07/19/1627/ (Verification: 08.12.2025).
Kekelidze... 1987: Kekelidze K., Baramidze A., History of Old Georgian Literature (V–XVIII centuries). Tbilisi: University Publishing House, 1987.
Nikabadze 2021: Nikabadze N., On Some Issues of the Turkish Translation of “The Knight in the Panther’s Skin”. Cultural Dialogues, Vol. VI, Telavi State University named after Ivane Javakhishvili, 2021.
Nikabadze 2021: Nikabadze N., Cultural Concepts in the Turkish Translation of “The Knight in the Panther’s Skin”. Bulletin of Oriental Studies, Batumi Shota Rustaveli State University, 2022
Nikabadze 2021: Nikabadze N., Corpus-Linguistic Analysis of the Turkish Translations of “The Knight in the Panther’s Skin”. Batumi, 2023.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
Attribution 4.0 International CC BY 4.0 Deed ლიცენზიის ფაგლებში ყველა უფლება ეკუთვნით ავტორებს. ჟურნალი სარგებლობს პირველი, ექსკლუზიური გამოქვეყნების უფლებით, საავტორო უფლებების მიღების გარეშე.
