ლაზური აივანი დადიანების სასახლეში
DOI:
https://doi.org/10.52340/PUTK.2026.30.26საკვანძო სიტყვები:
დადიანების სასახლეები, ზუგდიდის სასახლე, ლაზური აივანიანოტაცია
ზუგდიდში დადიანების სასახლეებს დიდი ხნის ისტორია აქვს. საფიქრებელია, რომ პირველ სასახლეს აქ ლევან II დადიანის (1611-1657) დროს ჩაეყარა საფუძველი. დიდი მთავრის სიკვდილის შემდეგ აქ ბინა მისმა მემკვიდრეებმა დაიდეს და ზუგდიდის სასახლე მთავარ რეზიდენციად აქციეს.
„სამეგრელოს მთავარს ორმოცდაათზე მეტი სასახლე აქვს, რომელთა შორის უმშვენიერესია ზუგდიდის სასახლე, იგი აგებულია საუცხოო ქვისაგან და შესანიშნავია როგორც სივრცე-სიდიდით, ისე ფანჯრების, აივნებისა და მხატვრობის სიმშვენიერით“ – ასე აღწერს იტალიელი მისიონერი არქანჯელო ლამბერტი იმ პერიოდისთვის უძლიერესი ფეოდალების ულამაზეს სასახლეს. დიდ ველზე, რომელზედაც ამჟამად არსებული არქიტექტურული ანსამბლია გაშენებული, ისტორიული წყაროების ცნობით, მანამდე რამდენიმე სასახლე მდგარა. როგორც ჩანს, ყველა ძლიერი მთავარი აქ უყრიდა საფუძველს საკუთარ რეზიდენციას.
არც სამეგრელოს უკანასკნელი დედოფალი – ეკატერინე ჭავჭავაძე დადიანისა აღმოჩნდა გამონაკლისი, რომელმაც თავისი მეუღლის – დავით დადიანის სასახლეს ახალი ამჯობინა და რეზიდენციის ტერიტორიაზე ფართო სამშენებლო სამუშაოები წამოაწყებინა. მან განაახლებინა და არ აღაშენა ზუგდიდის ახლანდელი მთავარი სასახლე თავისი ფლიგელებით, ფრონტონით და ლამაზის ჩუქურთმებით შემკობილი მოაჯირ-აივნებით ჩრდილოეთის მხარეს.
ყველაზე მეტი ისტორიული წყარო მთავარი ანუ დედოფლისეული სასახლის მშენებლობის შესახებაა დაცული. როგორც აღმოჩნდა, დედოფლის მიზანი გრანდიოზული და ევროპული ტიპის რეზიდენციის აგება იყო, პროექტი, სავარაუდოდ, ევროპაში ან რუსეთში უნდა მომზადებულიყო, რადგან იგი პარიზში უნახავს ეკატერინე დადიანის მეგობარს ბერტა ფონ ზუტნერს.
სამეგრელოს მთავრები და მათი სასახლეები მთელს კავკასიაში განთქმული იყვნენ სიმდიდრითა და ძლიერებით.
წყაროები
Adamia 1956: Adamia I.,Georgian Folk Architecture. Tbilisi, 1956.
Adamia 2023: Bertha fon Suttner, Our Friend and Ally. Compiled and edited by S. Adamia. Tbilisi, 2023, Publishing House. „Artanuj“.
Guide 2002: Guide, Dadiani Palaces Historical and Architectural Museum, Tbilisi 2002.
Guide 2024: Guide, Dadiani Palaces of Zugdidi, Zugdidi, 2024.
Kalandia 2006: Kalandia G., The Looted Treasure, Tbilisi, 2006, Artanuj Publishing House.
Kalandia 2012: Kalandia G., Dadiani Palace. Journal. Palace Memoirs. Tbilisi 2012.
Lambert 1938: Lambert A., Description of Samegrelo. Tbilisi, 1938.
Varshalomidze 2005: Varshalomidze J. Georgian Academy of Sciences, Proceedings of the Batumi Niko Berdzenishvili Scientific and Research Institute IV, Batumi University Press, Batumi, 2005
Zhem / Ch.A: Collection of the Chancellery Archive of the Manuscript Fund of the Dadiani Palaces Historical and Architectural Museum.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
Attribution 4.0 International CC BY 4.0 Deed ლიცენზიის ფაგლებში ყველა უფლება ეკუთვნით ავტორებს. ჟურნალი სარგებლობს პირველი, ექსკლუზიური გამოქვეყნების უფლებით, საავტორო უფლებების მიღების გარეშე.
