ფრაზეოლოგიური ერთეულები ემოციური კომპონენტებით ინგლისურ, თურქულ და ქართულ ენებში (შედარებითი ანალიზი)

ავტორები

  • ირმა რუსაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი https://orcid.org/0009-0003-8391-0623

DOI:

https://doi.org/10.52340/PUTK.2026.30.18

საკვანძო სიტყვები:

სომატიზმები, ქართული ფრაზეოლოგიზმები, ინგლისური ფრაზეოლოგიზმები, თურქული ფრაზეოლოგიზმები

ანოტაცია

ფრაზეოლოგიური ერთეულების არსებობა ზოგადად ენებში უნიკალური ფენომენია. ემოციური ფრაზეოლოგიური ერთეულები გამოხატავენ დადებით, ნეიტრალურ, უარყოფით, განსაზღვრულ თუ განუსაზღვრელ ემოციებს. ნაშრომში განხილულია ფრაზეოლოგიური ერთეულები ემოციური კომპონენტებით ინგლისურ, თურქულ და ქართულ ენებში სტრუქტურული, სემანტიკური და კულტურული თავისებურებების გათვალისწინებით. არამონათესავე ენების ფრაზეოლოგიის შედარებით შესწავლა საშუალებას იძლევა გამოვავლინოთ კონკრეტული ენის დამახასიათებელი თავისებურებები, მათი ტიპოლოგიური მსგავსებები და განსხვავებები შინაარსისა და გამოხატვის თვალსაზრისით.
ინგლისური, ქართული და თურქული ენების ფრაზეოლოგიური ერთეულების შედარებითი ანალიზის საფუძველზე შეიძლება გამოიყოს მსგავსი ნიშნები:

სომატური ერთეული – გული გამოიყენება სიყვარულისა თუ ემოციური მდგომარეობის გამოსახატავად;

თვალები გამოირჩევა ემოციური მიმზიდველობით (ცრემლები, მიზიდულობა, რისხვა);

სისხლი წარმოადგენს ინტენსიურ ემოციებს (რისხვა – „სისხლის ადუღება" (ეს ფრაზეოლოგიზმი სამივე ენაში გვხვდება);

სახე / პირი გამოიყენება ბედნიერებისა თუ სევდის ემოციის გადმოსაცემად.
საანალიზო ენებში გვხვდება აბსოლუტურად მსგავსი სომატიზმებით გამოხატული ფრაზეოლოგიზმები, რომლებიც ერთნაირი ფორმითა და შინაარსით გამოხატავენ ადამიანის ემოციებს (მაგ,. სიბრაზე, რისხვა).
რაც შეეხება განსხვავებებს, შეიძლება ითქვას: ინგლისურ ენაში ემოციური ფრაზეოლოგია მეტწილად ეფუძნება მეტაფორულ და იდიომატურ კონსტრუქციებს, ქართულში – ხატოვან, სომატიზმებზე დამყარებულ და მკვეთრი ემოციების გამომხატველ ერთეულებს, ხოლო თურქულში – სოციალურ ღირებულებებისა და ზომიერი ემოციური ტონის შემცველ ფორმებს.
განხილული მაგალითები ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ინგლისური, ქართული და თურქული ენების ფრაზეოლოგიზმებში ემოციური კომპონენტებით, რომლებიც ძირითადად სომატიზმებით ხასიათდება, ვლინდება ენობრივ უნივერსალიათა, ანუ ისეთ ენობრივ მოვლენათა არსებობა, რომლებიც მსოფლიოს ყველა ან უმეტესი ენისთვის არის დამახასიათებელი.

წყაროები

Hjelmslev 1960: Hjelmslev L., Prolegomena to a Theory of Language // New in Linguistics, Issue 1, Moscow, 1960.

Imedadze 2007: Imedadze I., Fundamentals of Psychology. Tbilisi, 2007.

Lakoff... 1980: Lakoff G., Johnson M.,Metaphors We Live by. Chicago, 1980.

Mamulia 2006: Mamulia E., Turkish-Georgian Phraseological Dictionary. Tbilisi, 2006.

Sakhokia 1953–1955: Sakhokia T., Georgian Figurative Expressions, Vols. I, II, III. Tbilisi, 1953–1955.

Seidl... 1998: Seidl J., McMordie W., English Idioms and How to use them. Oxford University Press, 1998.

Shcheka 1989: Shcheka Yu. V., Turkish Colloquial Speech. 1989

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-11-01

როგორ უნდა ციტირება

რუსაძე ი. (2026). ფრაზეოლოგიური ერთეულები ემოციური კომპონენტებით ინგლისურ, თურქულ და ქართულ ენებში (შედარებითი ანალიზი). ქართველური მემკვიდრეობა, XXX, 204-212. https://doi.org/10.52340/PUTK.2026.30.18

მსგავსი სტატიები

1-10 — 125

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.