აჭარა ივანე გომართელის პუბლიცისტურ წერილებში(სტამბოლის სავანის მასალების მიხედვით)

ავტორები

  • ნაილე მიქელაძე შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი https://orcid.org/0009-0009-5458-5191
  • თამილა ჩურკვეიძე საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი ავტორი https://orcid.org/0009-0004-8658-9457
  • ინგა ხერგიანი ამირან მამალაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარათაულის საჯარო სკოლა ავტორი https://orcid.org/0009-0008-3925-2965

DOI:

https://doi.org/10.52340/PUTK.2025.29.011

საკვანძო სიტყვები:

ზემო აჭარის ყოფა, ივანე გომართელი, წერილები აჭარაზე, მუჰაჯირობა

ანოტაცია

წარმოდგენილი ნაშრომი ეხება ივანე გომართელის მოგზაურობას აჭარაში. ის ამ კუთხეში მოგზაურობდა მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში. მან მოინახულა როგორც ზემო აჭარის სოფლები, ასევე, ქვემო აჭარა. თავისი შთაბეჭდილებები, მოსაზრებები წერილების სახით გამოაქვეყნა გაზეთ „ალიონში“ სათაურით „აჭარა და აჭარლები“ (წერილი I – 1917, №64; წერილი II – 1917, №65; წერილი III – 1917, №67; წერილი IV – 1917, №68); განხილული მასალები დღემდეა დაცული სტამბოლის ქართულ კათოლიკურ სავანეში,
თურქეთის რესპუბლიკაში. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის სამეცნიერო გუნდის –
როინ მალაყმაძის, შუშანა ფუტკარაძისა და ელზა ფუტკარაძის ძალისხმევით
ზემოთ აღნიშნული წერილები შეტანილია წიგნში „წერილები სტამბოლის
ქართული სავანიდან“, ტომი III, 2024.
სტატია ეხება იმ ეპოქის ისტორიულ გამოძახილს, როცა აჭარა
უკვე დედასაქართველოს შემადგენლობაშია. შემოერთებულ კუთხეს
სტუმრობდნენ ქართველი მწერლები, საზოგადო მოღვაწეები, რომელთაც
განსაკუთრებული წვლილი შემოჰქონდათ ამ კუთხის აღორძინების
საქმეში. ამ მხრივ ყურადსაღებია ერთ-ერთი საზოგადო მოღვაწის – ივანე
გომართელის მოგზაურობა აჭარაში.
ივანე გომართელმა აჭარა მე-20 საუკუნის დასაწყისში მოინახულა.
დეტალურად იმსჯელა ადგილობრივთა პრობლემებსა და მათი გადაჭრის
გზებზე. ის წერილის დასაწყისში საუბრობს ამ კუთხის ისტორიულ
წარსულზე. აქცენტს აკეთებს აჭარის სტრატეგიულ მდებარეობაზე, მის
როლსა და მნიშვნელობაზე. ავტორი ყურადღებას ამახვილებს ყველაზე
მნიშვნელოვან საკითხზე, ,,აჭარლების ნამდვილი დედა-ენა, რომელიც
დაცულია როგორც ოჯახში, ისე ოჯახს გარეთ, არის ქართული“. ასევე,
პუბლიცისტი ხაზგასმით აღნიშნავს და სვამს საკითხს: „სამაჰმადიანო
საქართველოს აღდგენას და ეროვნულად გათვიცნობიერებასთან მჭიდროდ
არის შეკავშირებული ქართველი ერის მთელი მომავალი. ივანე გომართელი
აღნიშნულ წერილებში ეხება ამ კუთხის სოციალურ-ეკონომიკურ
მდგომარეობასაც; მსჯელობს კუთხის საჭირბოროტო საკითხებზე, თუ
როგორ და რითი შეიძლება ამ კუთხის, სამხრეთ-დასავლეთი საქართველოს,
გაძლიერება; ხაზს უსვამს მის სტრატეგიულ დანიშნულებას; საუბრობს
აჭარის მერმისზე.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, აჭარა ივანე გომართელის
პუბლიცისტურ წერილებში „სამოთხედაა“ წარმოდგენილი. ის პირველად
სტუმრობდა ხავერდოვან აჭარას და მისი ემოციებიც შესაბამისია. ავტორი
გულუხვად იყენებს ტროპის სახეებს: მეტაფორას, შედარებას ეპითეტებს
და ა.შ. ამდენად, წარმოდგენილი მასალა ღირებულია შინაარსითა და
წერილებში წარმოდგენილი დეტალებით.

წყაროები

Akhvlediani 1956: Akhvlediani Kh., From the History of the Popular Liberation

Struggle in Southwestern Georgia. Batumi, 1956.

Akhvlediani 1978. Akhvlediani Kh.,Essays from the History of Georgia. Batumi,

1978.

Berdzenishvili 1941. Berdzenishvili N., The Struggle of the Georgian People against

Foreign Invaders (The Era of Tatar Domination). Tbilisi, 1941.

Chichinadze 1911: Chichinadze Z., History of the Former Muslim Georgians of the

Ottoman Empire. Batumi, 1911.

Diasamidze 2016: Diasamidze B., Historical Etudes, Vol. II. Batumi, 2016.

Droeba 1875: Droeba [newspaper], 1875, №120.

Droeba 1878: Droeba [newspaper], 187, №41.

Droeba 1880: Droeba [newspaper], 1880, №4, №196.

Essays 1970; Essays on the History of Georgia, Vol. 5. Edited by Irakli Antelava.

Tbilisi, 1970.

Gomarteli 1917: Gomarteli I., Adjara and the Adjarans. Letter I – newspaper Alioni,

1917, №64; Letter II – №65; Letter III – №67; Letter IV – №68. In: Letters from the

Georgian Monastery of Istanbul, Vol. III. Compiled by Roin Malaqmadze, Shushana

Futkaradze, and Elza Futkaradze. Batumi, 2024.

Mgeladze 2014: Mgeladze Vl., Petre Umikashvili and Southwestern Georgia under

Ottoman Rule. Batumi, 2014.

Megrelidze 1956: Megrelidze Sh., The Liberation of Adjara from Ottoman Rule.

Batumi, 1956.

Meskhi 1950: Meskhi S., Letters. Sukhumi, 1950.

Report… 1882: Consul Palgrave’s report for the summer of 1872. Izvestia Kavkaz.

OTD. Fig. Geor. Obsh. Vol. VII, 1882.

Skandeli 1873: Skandeli, N. [N. Nikoladze], Among Other Things, Noted and Heard.

Tbilisi, 1873.

Vakhushti 1941: Vakhushti Batonishvili, Description of the Kingdom of Georgia

(Geography of Georgia). Edited by T. Lomouri and N. Berdzenishvili. Tbilisi, 1941.

Online Source

Chronicles of Old Batumi, 2009; Nana Kvachadze, Dream of Batumi – The 1878

Berlin Congress and Its Consequences (“The Berlin Congress – The Return of

Batumi”). Published: November 21, 2009. Accessed: April 7, 2025. Available at:

https://oldbatumi.wordpress.com/2009/11/21/

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-11-01

როგორ უნდა ციტირება

აჭარა ივანე გომართელის პუბლიცისტურ წერილებში(სტამბოლის სავანის მასალების მიხედვით). (2025). ქართველური მემკვიდრეობა, XXIX, 117-131. https://doi.org/10.52340/PUTK.2025.29.011

მსგავსი სტატიები

1-10 — 45

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.