ტაო-კლარჯეთი ზურაბ გორგილაძის შემოქმედებაში
DOI:
https://doi.org/10.52340/PUTK.2022.26.09საკვანძო სიტყვები:
ტაო-კლარჯეთი, ქართული პოეზია, ზურაბ გორგილაძეანოტაცია
ტაო-კლარჯეთი საქართველოს უდიდესი საფიქრალი და საზრუნავია. შემოქმედი, როგორც ეპოქის მხატვრული მემატიანე, ნათლად გადმოგვცემს ერის სულისკვეთებასა და მისწრაფებებს. ზურაბ გორგილაძემ, როგორც თავისი ქვეყნის მოჭირნახულე შვილმა, თავის პოეზიაში მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო ამ ტკივილს. პოეტის ლექსების კითხვისას ვრწმუნდებით, რომ თავისი ლირიკული გმირი ყოველთვის თან სდევს საქართველოს ისტორიას. ზურაბ გორგილაძის განცდის სიმძაფრე თავისი მშობლიური კუთხის ისტორიული წარსულითაა ნასაზრდოები. აჭარის შვილი უფრო მძაფრად შეიგრძნობს ამ ტკივილს, რადგან მისთვის ძალიან ახლობელია მშობლიური ფესვების მოწყვეტით გამოწვეული სევდა. ავტორი ითავისებს მამულის გასაჭირს, მაგრამ წუხს, რომ სიტყვის გარდა ვერაფრით შველის მას. ამიტომ ის, როგორც შუამავალი ღმერთსა და კაცს შორის, როგორც ერის წინამძღოლი, სიტყვას ერთადერთ იარაღად იყენებს და ხალხს სიფხიზლისაკენ, გონიერებისაკენ, ერთობისაკენ მოუწოდებს. მკითხველს აიმედებს, რომ მიუხედავად ბევრი ჭირ-ვარამისა, ტაო-კლარჯეთი - ,,ვაზივით ღმერთთან მოსაუბრე“ კუთხე - აუცილებლად აღდგება და აღორძინდება. ნაშრომში გაანალიზებულია პოეტის ლირიკული მემკვიდრეობა, რომელიც ტაო-კლარჯეთის თემას ეძღვნება.
წყაროები
გორგილაძე 1981: გორგილაძე ზ., ლექსები. ბათუმი, 1981.
გორგილაძე 2006: გორგილაძე ზ., რჩეული. ბათუმი, 2006.
მახაჭაძე 2006: მახაჭაძე შ., სულთა გადაძახილი. ბათუმი, 2006.
ჭავჭავაძე 1977: ჭავჭავაძე ი., ქართული პოეზია, ტ. VII. თბილისი, 1977.