გენერალ ილია მაქარაშვილის ჩანაწერები რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომის შესახებ

ავტორები

  • გიორგი სოსიაშვილი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ავტორი https://orcid.org/0000-0002-2406-8662
  • ალექსანდრე მღებრიშვილი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი https://orcid.org/0000-0002-4275-2417

DOI:

https://doi.org/10.52340/PUTK.2025.29.15

საკვანძო სიტყვები:

გენერალი ილია მაქარაშვილი, რუსეთ-ოსმალეთის ომი (1877-1878), შიდა ქართლი

ანოტაცია

არტილერიის ბრიგადის ჩამოყალიბების ისტორია დოკუმენტურად არის დაფიქსირებული ჩანაწერებში. მისი ქრონოლოგია მოიცავს 1864-1878 წლებს. ხელნაწერი დღიურები, რომლის ავტორიც არის ილია მაქარაშვილი, დათარიღებულია 1885 წლის 23 ნოემბრით და მოიცავს 243 გვერდს. მისი შინაარსი აღნიშნულია დღიურის შესავალ ნაწილში: „მასალები 39-ე არტილერიის ბრიგადის ისტორიის შედგენისთვის“, თუმცა იგი სცდება აღნიშნულ ფარგლებს, რადგან ვრცელი ჩანაწერები არა მხოლოდ ბრიგადის ისტორიას, არამედ სხვა საკითხებსაც შეეხება. დღიურებში აღწერილია სამხედრო ოპერაციები, მათი წარმოშობის სამხედრო-პოლიტიკური ანალიზი. განსაკუთრებულად საინტერესოა ავტორის შეფასება რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიას შორის კონფლიქტზე სერბეთის ტერიტორიაზე.

დღიურებში მოცემულია ომის მინისტრის წერილი რუსეთის იმპერატორისადმი, როგორც მოქმედების ზოგადი პროგრამა; ასევე, არტილერიის მთავარი დივიზიონის ხელმძღვანელის ბრძანება, როგორც კონკრეტული მოქმედების გეგმა და სხვა; აღწერილია არტილერიის ქვედანაყოფების განლაგების პერიოდი საქართველოს ტერიტორიაზე (სვანეთი, ქუთაისი, ახალციხე და სხვ.); განხილულია ერზრუმის მიმართულებით სამხედრო ოპერაციისთვის მზადებაში მონაწილეობა. დღიურებში წარმოდგენილია ილია მაქარაშვილის მოსაზრებები არტილერიის ტექნიკის განახლებისა და შეკეთების საკითხებზე; მოცემულია იმპერატორის ბრძანების განმარტება; საომარი მოქმედებების წინასა და მიმდინარეობის პერიოდში განხილულია ბრიგადის ბატარეების გადაადგილება, განლაგება, სამხედრო ნაწილების დაკომპლექტების საკითხები; წარმოდგენილია ოფიცერთა სია, რომლებიც ილია მაყარაშვილთან ერთად მსახურობდნენ 1892-1902 წლებში; განხილულია ბრიგადის შიდა წესდება და დივიზიონის მართვის საკითხები; წარმოდგენილია არტილერიის შეიარაღების ანალიზი, სამხედრო-ეკონომიკური ანგარიშები, ცხრილები, ხარჯთაღრიცხვები, ბარაკების ნახაზები, რაც მოწმობს ილია მაქარაშვილის მაღალ სამხედრო-ინჟინერულ კვალიფიკაციას.

ილია მაქარაშვილის ერთ-ერთ დღიურში აღწერილია მისი მეუღლის – ნინოს (დურმიშხანის ასული ჟურულის) ბაღი არბოს სოფელში (1911 წლის მარტის მდგომარეობით). გენერალ-ლეიტენანტ ილია მაქარაშვილის ჩანაწერები (ტყავის ყდით შეკრული დღიურის სახით) დაცულია საქართველოს ხელოვნების სასახლის – კულტურის ისტორიის მუზეუმში. ჩანაწერები, სხვა დოკუმენტურ და ფოტომასალასთან ერთად, რომელიც ჟურულებისა და მაყარაშვილების გვარების შესახებ არსებობს და ფართოდ არის ცნობილი საზოგადოებისთვის, მუზეუმს გადასცა ილია მაყარაშვილის ძმის შვილიშვილმა, უკვე გარდაცვლილმა მერაბ მაყარაშვილმა, რომელსაც ილიას ქალიშვილმა, ირინა მაქარაშვილმა უანდერძა წინაპართა სასახლე (სოფელი არბო) და ქონება. ვფიქრობთ, რომ ცნობილი სამხედრო მოღვაწის ჩანაწერები, რომელიც რუსეთის იმპერიის სამსახურში იყო, შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას და სამხედრო ისტორიკოსებისთვის საინტერესო წყაროს წარმოადგენს.

წყაროები

Antelava 1984: Antelava I., Georgians in the Patriotic War of 1812. Tbilisi, 1984.

Barsov 1878: Barsov A., Major General Barsov's order No. 1448 of May 8, 1878.

Description 1990: Description of Historical and Cultural Monuments of Georgia, Vol. 5. Tbilisi, 1990.

Encyclopedia 1980: Georgian Soviet Encyclopedia, Vol. 5. Tbilisi, 1980.

Ertoba 1918: Newspaper Ertoba, No.13, 1918.

Gaiparashvili… 2020: Gaiparashvili M., Gurgenidze S., Chanturia S., Simon Kldiashvili. Tbilisi, 2020.

Gori Regional Archive: National Archives of Georgia, Gori Regional Archive, Fund No.2, Inventory No. 1, Case No.495; Fund No.4, Inventory No. 1, Case No.135.

Janishia 2003: Janishia T., Forget Not Thy Neighbor, Burji Erovneobisa, Nos. 5–6, 2003.

Kutaisi Archive: Kutaisi Central State Archive, Fund No. 21, Case No. 24, Folio No. 39.

Makarashvili 1885: Handwritten diaries of Lieutenant General of the Russian Army Ilia Makarashvili (in Russian), 243 pages, 1885. Preserved in the Georgian Palace of Arts, specifically in the Museum of Cultural History.

Natsvlishvili 1992: Natsvlishvili I., The Makarashvilis: Arbo, Paris, Lima... Arbo!. Samshoblo, May, 1992.

Sosiashvili 2019: Sosiashvili G., From the History of the Zhurruli Family. in Eldar Mamistvalishvili – 80, 2019.

Sosiashvili 2020: Sosiashvili G., Who Was General Ilia Makarashvili. Historiani, No.1 (109), 2020.

Sosiashvili 2021a: Sosiashvili G., The Makarashvili Family and the Village of Arbo. Proceedings of Gori State University Faculty of Humanities, Center for History and Archaeology, Vol. 20. Gori State University Press, 2021.

Sosiashvili 2021b: Sosiashvili G., General Ilia Makarashvili and His Descendants in Peru and France, Proceedings of the Georgian National Academy of Sciences, History, Archaeology, Ethnology and Art History Series, 2021, No. 1.

Sosiashvili 2022a: Sosiashvili G., Arbo, Paris, Lima. Tbilisi, 2022.

Sosiashvili 2022b: Sosiashvili G., Letters and Memoirs of Mikheil Makarashvili. Kartuli Tskarotmtsodneoba, Vol. XXIV, Tbilisi, 2022.

Sosiashvili 2023: Sosiashvili G., Unknown Letters by Mariam Pritwitz to the Makarashvili Family. Kartuli Tskarotmtsodneoba, Vol. XXV, 2023.

Sosiashvili 2024: Sosiashvili G., The Zhurruli Family and the Bolshevik Regime, in In the Service of Historical Science: Otar Janelidze – 70. Tbilisi, 2024.

Tevdoradze 2010: Tevdoradze Z., Some Archival Materials on the Makarashvili–Zhurruli Family. Literature and Art, No.10, 2010.

Zhurruli 1935: Zhurruli V., Adjara and Batumi Regions (Pages from a Notebook). Independent Georgia, No. 144, Paris, 1935.

Online Resources

http://az-libr.ru/Persons/HEM/d0a58dcd/index.shtml

http://cadet.org.ua/uploads/Kj_4.pdf

http://ria1914.info/index.php?title=Makarashvili_Ilya_Sakvarelovich

http://www.nplg.gov.ge/ilia/ka/00004697/

https://books.google.ge/books?id=4kD5AgAAQBAJ&pg=PA213

https://books.google.ge/books?id=kcv_AgAAQBAJ&pg=PA667

https://cyberleninka.ru/article/n/d-a-milyutin-uchyonyy-voenachalnik-voennyy-ministr-rossii

https://nlr.ru/res/refer/romanov/article.php?num=263

https://old.bigenc.ru/domestic_history/text/3825815

https://ria1914.info/index.php/Kakhanov_Semen_Vasilyevich

https://ria1914.info/index.php/Mikhaylovskoye_Artillery_School

https://www.geni.com/people/Leonid-Petrovich-Sofiano/6000000022184844274

ru.m.ruwiki.ru

https://order.mediashm.ru/?p=84

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-11-01

როგორ უნდა ციტირება

გენერალ ილია მაქარაშვილის ჩანაწერები რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომის შესახებ. (2025). ქართველური მემკვიდრეობა, XXIX, 169-185. https://doi.org/10.52340/PUTK.2025.29.15

მსგავსი სტატიები

1-10 — 36

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.