XVI საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს ისტორიის ამსახველი დოკუმენტები ესპანეთის ქალაქ სიმანკას არქივიდან

ავტორები

  • ოთარ ნიკოლეიშვილი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი https://orcid.org/0009-0009-1720-2040

DOI:

https://doi.org/10.52340/PUTK.2025.29.14

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ისტორია, უცხოური წყაროები, პოლიტიკური ურთიერთობები

ანოტაცია

საქართველოს ისტორიის შესასწავლად ქართულ წერილობით დოკუმენტებთან ერთად უაღრესად მნიშვნელოვანია უცხოურ არქივებში დაცული წერილობითი მასალებიც. ამ თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა ის დოკუმენტები, რომელთაც ესპანეთის ქალაქ სიმანკას არქივში მიაკვლია ცნობილმა ესპანელმა მეცნიერმა ლუის ხილ ფერნანდესმა. მის მიერ აღმოჩენილი ეს მასალები, რომელთა დიდი ნაწილი ესპანურ ენაზეა დაწერილი, მცირე ნაწილი კი – ქართულ, ბერძნულ, ლათინურ, კასტილიურ და სომხურ ენებზე, მნიშვნელოვანი შენაძენია არა მარტო ქართული ისტორიოგრაფიისათვის, არამედ თურქეთის, სპარსეთისა და დასავლეთ ევროპის  ქვეყნების ისტორიის შესასწავლადაც. აღნიშნული დოკუმენტები ნათელ წარმოდგენას გვიქმნის ზემოხსენებულ ქვეყნებს შორის XV-XVII საუკუნეებში არსებულ დიპლომატიურ ურთიერთობებზე. საარქივო მასალების ორიგინალები და ქართულ ენაზე თარგმნილი ტექსტები ლუის ხილ ფერნანდესმა და ილია ტაბაღუამ 1993 წელს ცალკე წიგნად გამოსცეს მადრიდში. წინამდებარე ნაშრომში ხსენებულ პირველწყაროებზე დაყრდნობით გაანალიზებულია XVI საუკუნის II ნახევარში საქართველოში არსებული ვითარება იმ დროის საერთაშორისო ვითარებასთან მიმართებით.

სიმანკას არქივში აღმოჩენილი დოკუმენტები ახალი მასალებით ამდიდრებს და კიდევ უფრო მასშტაბურად წარმოაჩენს იმ ურთიერთობათა პერიპეტიებს, რითაც თურქეთის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის პროცესში იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებული ქართლის მეფე სიმონ I (მეფობდა 1556-1569 და 1578-1600 წლებში) და სპარსეთის იმჟამინდელი ხელისუფალნი; აგრეთვე, წარმოდგენა გვექმნებს იმ დიდ მხარდაჭერაზე, რომელსაც თურქული აგრესიის წინააღმდეგ აქტიურად მებრძოლი სპარსულ-ქართული კოალიციის მიმართ იჩენდნენ იმხანად რომის პაპი და დასავლეთ ევროპის კათოლიკური ქვეყნები. ყოველივე ზემოთქმულის დასტურად სტატიაში დამოწმებულია სათანადო ადგილები მადრიდულ გამოცემაში დაბეჭდილი დოკუმეტებიდან.

წყაროები

Essays 1973: Essays of the History of Georgia,Vol. IV. Tbilisi, 1973.

Fernandez... 1993: Fernandez L.G., Tabagua I. M., Sources for the History of Georgia in Spanish Libraries and Archives (XV-XVII Centuries). Madrid, 1993,

Svanidze 1999: Svanidze M., Ottoman History (14th-16th cc.), Tbilisi, 1999,

Svanidze... 1966: Svanidze M., Jikia S. From the history of Georgian-Turkish relations in 1588-1590, Journal “Matsne”, №6,1966.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-11-01

როგორ უნდა ციტირება

XVI საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს ისტორიის ამსახველი დოკუმენტები ესპანეთის ქალაქ სიმანკას არქივიდან. (2025). ქართველური მემკვიდრეობა, XXIX, 156-168. https://doi.org/10.52340/PUTK.2025.29.14

მსგავსი სტატიები

1-10 — 61

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.