მეშველზმნიანი წარმოებისათვის ტაოელ ქართველთა მეტყველებაში

ავტორები

  • ეკა დადიანი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი
  • ფიქრია ჭანტურია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

DOI:

https://doi.org/10.52340/PUTK.2022.26.04

საკვანძო სიტყვები:

ქართული ენა, ტაოური დიალექტი, ზმნის ფორმაწარმოება

ანოტაცია

მეშველზმნიანი წარმოება არქაულ სამწიგნობრო ქართულს არ ახასიათებდა. შესაბამისი ნიმუშები ქართულ წერილობით ძეგლებში X-XI საუკუნეებიდან ჩნდება. აღწერითი ყალიბები სალიტერატურო ენასთან შედარებით ფართოდაა გავრცელებული დიალექტებში. წარმოდგენილ სტატიაში გაანალიზებულია ჩვენ მიერ 2011-2022 წლებში დიალექტოლოგიური ექსპედიციების ფარგლებში ტაოს სოფლებში (თურქეთი) ჩაწერილი მასალა. შედარებისთვის გამოვიყენეთ აგრეთვე გამოქვეყნებული ტაოური დიალექტური ტექსტები (შ. ფუტკარაძე, 1993; მ. ფაღავა... 2020). ტაოურ დიალექტში გვხვდება გარდამავალ ზმნათა აღწერითი წარმოების შემთხვევები აწმყოში (ვთხრი-ვართ „ვთხრით“, ვრწყი-ვართ „ვრწყავთ“,სვამ-ხარ „სვამ“), რაც უნიფორმაციის ტენდენციაზე მიანიშნებს;. ისინი გარდაუვალ ზმნათა ანალოგიით (ვტირი-ვარ, იცინი-ხარ...) გაჩენილი ჩანს. ტაოურში მეშველზმნიანი ყალიბები ორგანული წარმოების ფორმებთან შედარებით მცირეა. საფიქრებელია, აწმყოს მეშველზმნიანი ყალიბების გავრცელებას ტაოურში გარკვეულწილად თურქულ ენასთან კონტაქტმაც შეუწყო ხელი (თურქულში აწმყოში ყველა ტიპის ზმნა მეშველზმნიანია). თუმცა ქართულ სალიტერატურო ენასა და დიალექტებში მეშველზმნიან ფორმათა გაჩენა-განვითარების დინამიკის გათვალისწინებით, ტაოურში არსებული ვითარება დიალექტის შინაგანი განვითარების კანონების მოქმედების შედეგი ჩანს. ამას მოწმობს ქართველური დიალექტების - მეგრულისა და ქვემოსვანურის ვითარებაც. შეიძლება ითქვას: ტაოურში მეშველზმნიან ფორმათა წარმოების წესი ქართული სალიტერატურო ენისა და დიალექტების მსგავსია და ის ზმნური ფორმაწარმოების საერთოქართულ კანონზომიერებას წარმოაჩენს

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-11-01

როგორ უნდა ციტირება

მეშველზმნიანი წარმოებისათვის ტაოელ ქართველთა მეტყველებაში. (2022). ქართველური მემკვიდრეობა, XXVI, 27-35. https://doi.org/10.52340/PUTK.2022.26.04

მსგავსი სტატიები

1-10 — 59

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.