გულთან დაკავშირებული გამოთქმები არაბულსა და ქართულში

ავტორები

  • ლელა ავალიანი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

DOI:

https://doi.org/10.52340/PUTK.2022.26.01

საკვანძო სიტყვები:

ქართული ლექსიკა, არაბული ლექსიკა, ფრაზეოლოგიური გამოთქმები

ანოტაცია

ზოგადად, უხილავი სამყაროს შემეცნება აგებულია მეტაფორებზე. მეტაფორულობა კი, თავის მხრივ, თვალნათლივ ჩანს სომატურ ფრაზეოლოგიზმებში. მათში ძირითადად მონაწილეობს სხეულის ნაწილები, ორგანოები, როგორებიცაა: გული, თვალი, ხელი, ნაღველი და ა.შ. ფრაზეოლოგიურ გამოთქმებსაც უმთავრესად ამ კონცეპტების მიხედვით შეისწავლიან, რადგან ისინია მაფრაზეოლოგიზებელი სიტყვები, სემანტიკური დომინანტები. ჩვენ საკვლევად ავიღეთ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიტყვა-კონცეპტი გული არაბულში და შევუდარეთ ქართული ენის მონაცემებს. დადებით ემოციათაგან გულს უკავშირდება: სიყვარული, სიხარული, კმაყოფილება, მოწონება, სიკეთე, შებრალება, ნუგეში... უარყოფით ემოციათაგან – მწუხარება, შიში, დარდი, ძლიერი განცდა, იმედგაცრუება, გაბრაზება, ჯავრის ამოყრა, სიძულვილი... მასვე უკავშირდება ინტელექტუალური პროცესები: ფიქრი, ინტუიცია, მრწამსი, შთაგონება, დამახსოვრება, მონდომება; ფიზიოლოგიური მოვლენებიც (შიმშილი, ზრდა) და მორალური საკითხებიც.     სომატურ იდიომთა შინაარსობლივი პლანი ბევრ ენაში ერთმანეთის მსგავსია. ქართულსა და არაბულში დაფიქსირებული მოცემული იდიომები ერთგვარად  ჩამოყალიბებული შაბლონური ფორმებია, თუმცა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ  არსებობს  უნივერსალური  ადამიანური  შეგრძნებები, რომლებსაც ყველა კერძო კულტურა თავისი  პრიზმიდან აღწერს და ხშირად თანხვდება სრულიად დაშორებულ და განსხვავებულ  კულტურებში არსებულს. იდიომების ანალიზი აჩვენებს, რომ მწუხარებისა თუ სიხარულის გამოსახატავად ხშირად გამოიყენება უნივერსალური ფრაზეოლოგიზმები. მათი არსებობა შეიძლება აიხსნას აზროვნების მიზეზ-შედეგობრივი კანონებით; სხვადასხვა ენაში ისინი შესაძლებელია დამოუკიდებლად იყოს გაჩენილი, ანდა კალკირების შედეგი იყოს. შეიძლება ითქვას, რომ ორივე ენაში ადამიანის ღრმა გრძნობები და განცდები ძირითადად გულს უკავშირდება. 

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-11-25

როგორ უნდა ციტირება

გულთან დაკავშირებული გამოთქმები არაბულსა და ქართულში. (2025). ქართველური მემკვიდრეობა, XXVI, 7-12. https://doi.org/10.52340/PUTK.2022.26.01

მსგავსი სტატიები

1-10 — 54

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.