ავტორთათვის

ჟურნალის რედკოლეგია ავტორების მიერ წარმოდგენილ სტატიებს სარეცენზიოდ გადასაგზავნად მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ სტატია შეესაბამება ჟურნალის მოთხოვნებს.  ასევე,   რედკოლეგია უფლებას იტოვებს უარი თქვას სტატიის დაბეჭდვაზე და არ გაუგზავნოს რეცენზენტს.

რედაქციაში გამოსაქვეყნებლად მიღებული  სტატიები იგზავნება რეცენზენტთან.  რეცენზენტების ვინაობა  ანონიმურია როგორც სტატიის გამოქვეყნების, ისე  გამოუქვეყნებლობის შემთხვევაში.

სტატია მოწმდება ანტიპლაგიატის პროგრამით.

ჟურნალში დასაბეჭდად ავტორებმა უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ახალი და მანამდე სხვაგან გამოუქვეყნებელი სამეცნიერო ნაშრომები. ჟურნალის ერთ ნომერში ავტორს (ავტორებს) შესაძლებლობა ექნება გამოაქვეყნოს მხოლოდ ერთი სტატია. რედაქციაში წარმოდგენილი უნდა იყოს სტატიის როგორც ელექტრონული ვერსია (დისკით), ისე ამობეჭდილი ვარიანტი ტექსტის ბოლოს ავტორის (ავტორთა) ხელმოწერით.

სტატიას თან უნდა დაერთოს: ქართულ ენაზე - ანოტაცია, რომელშიც ხაზგასმით იქნება აღინიშნული ნაშრომის უმთავრესი მეცნიერული სიახლე  (არაუმეტეს 100 სიტყვისა), საკვანძო სიტყვები (3-5 სიტყვა); ინგლისურ ენაზე: ანოტაცია, საკვანძო სიტყვები და გაფართოებული რეფერატი, ძირითადი ტექსტის არანაკლებ 50%-ის მოცულობისა. 

შესაძლებელია ჟურნალში გამოქვეყნდეს უცხოენოვანი სტატიაც. ასეთ შემთხვევაში თან უნდა დაერთოს ანოტაცია (არაუმეტეს 100 სიტყვისა), საკვანძო სიტყვები (3-5 სიტყვა) და  გაფართოებული რეფერატი, ძირითადი ტექსტის არანაკლებ 50%-ის მოცულობისა ქართულ ენაზე. არაინგლისურენოვან სტატიას ასევე უნდა დაერთოს აბსტრაქტი ინგლისურ ენაზე (არანაკლებ 1000 სიტყვისა).

დასაბეჭდად წარმოდგენილი სტატიების ინგლისურენოვან რეფერატს გამოსაქვეყნებლად ვიზირებას აძლევს ჟურნალის ინგლისურენოვანი ტექსტის რედაქტორი.

თუ ნაშრომი დაფინანსებულია საგრანტო პროექტიდან, სტატიის ბოლოს უნდა მიეთითოს შესაბამისი გრანტის რეკვიზიტები.

ჟურნალის გამოსვლამდე ავტორი (ავტორები) ვალდებულია წაიკითხოს დასაბეჭდად საბოლოოდ გამზადებული მისი ნაშრომის ტექსტი და ხელმოწერით დაადასტუროს თანხმობა მის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. ტექსტში ნახაზების, ცხრილების, დიაგრამების, ფორმულებისა და სხვა სპეციფიკური ელემენტების არსებობის შემთხვევაში ავტორმა უნდა გადაამოწმოს მათი განთავსების სისწორე და სიზუსტე. ჟურნალის დაბეჭდვის შემდეგ ზემოთქმულთან დაკავშირებით ავტორთა პრეტენზიები არ განიხილება.

სტატიის მეცნიერულ, ენობრივ და სტილურ მხარეებზე პასუხისმგებლობა ეკისრება ავტორს (ავტორებს).

გამოსაქვეყნებელი მასალები წარმოდგენილ უნდა იქნას  ჟურნალის მთავარ რედაქტორთან ან პასუხისმგებელ მდივანთან.