დიდი ლიახვის ხეობის ანთროპონიმები მე-18 საუკუნის ქართული და თურქული აღწერების მიხედვით

ავტორები

  • ნიკოლოზ ოთინაშვილი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

DOI:

https://doi.org/10.52340/PUTK.2026.30.16

საკვანძო სიტყვები:

ლიახვის ხეობა, ანთროპონიმები, აღწერის დავთრები

ანოტაცია

ხეობის დემოგრაფიული ძეგლებიდან ძალიან საინტერესოა ქალაქ ცხინვალისა და მისი მიმდებარე სოფლების აღწერის დავთრები (მე-18 საუკუნის მეორე ნახევარი), რომლებიც გამომცემლობა „მერიდიანმა“ 2013 წელს გამოსცა. ასევე, პირველხარისხოვანი ძეგლია 1728 წლის თბილისის ვილაიეთის დიდი დავთარი, რომელიც გამოსაცემად მოამზადეს აკად. სერგი ჯიქიამ და პროფესორმა ნოდარ შენგელიამ (დაიბეჭდა 2009 წელს). ორივე „აღწერაში“ აღრიცხულია როგორც სხვა ხეობების დასახლებები, ასევე დიდი ლიახვის ხეობა იქ მცხოვრები მოსახლეობის გვარებითა და სახელებით.
მე-18 საუკუნის პირველ ნახევარში ქართლის სამეფოში პოლიტიკური ვითარება გაუარესდა ირანისა და თურქეთის აგრესიის შედეგად, რაც ქართლის დაპყრობით დასრულდა. ქართლში შესულმა ოსმალებმა ოსმალური გადასახადები დააწესეს, აწარმოეს რეესტრები, სადაც ყველაფერი იყო აღწერილი. სწორედ ეს ძეგლია ზემოხსენებული თბილისის ვილაიეთის დიდი დავთარი, რომელიც შეიცავს იმ დროის მონაცემებს, რაც დღემდე დიდი მნიშვნელობისაა არა მხოლოდ პოლიტიკური თვალსაზრისით. ამჯერად წარმოვადგენთ თურქული აღწერის მასალებს, იმდროინდელი სოფლების - ცხინვალისა და თამარაშენის ანთროპონიმებს, ასევე, ქართული აღწერის მასალებში დაფიქსირებულ გვარ-სახელებს, რომლებიც თურქული აღწერის დავთრებს დაახლოებით 50 წლით უსწრებს.
ქართულ აღწერებში გვარების სტრუქტურა მოცემულია სახელითა და გვარით, ხოლო თურქულ აღწერაში – სახელითა და მამის სახელით. ვახუშტი ბაგრატიონი თავის „საქართველოს აღწერაში“ (XVIII ს.) აღნიშნავს, რომ ცხინვალის მკვიდრნი არიან ქართველები, სომხები და ურიელები. ორივე აღწერაში ზემოხსენებული ეროვნებები ანთროპონიმებით არის ნაჩვენები. ქართული აღწერა, ასევე, მიუთითებს ებრაელებისთვის განმასხვავებელ ტერმინ „ურიას“. ქართული აღწერის მიხედვით, ცხინვალის მკვიდრი მოქალაქეები სხვადასხვა კატეგორიად იყვნენ დაყოფილი.

წყაროები

Chumburidze 2003: Champuridze Z., What is your name? Tbilisi, 2003.

Dzidziguri 1973: Dzidziguri Sh., Common basis of phonetic processes of vowel complexes in Dialects and Zanuri. Ike, I, Tbilisi, 1973.

Lomsadze 2011: Lomsadze Sh., Samtskhe-Javakheti. Tbilisi, 2011.

Orbeliani 1991-1993: Orbeliani Sulkhan-Saba, Dictionary of Georgian Tbilisi, vol. I – 1991, vol. II – 1993.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-11-01

როგორ უნდა ციტირება

ოთინაშვილი ნ. (2026). დიდი ლიახვის ხეობის ანთროპონიმები მე-18 საუკუნის ქართული და თურქული აღწერების მიხედვით. ქართველური მემკვიდრეობა, XXX, 183-190. https://doi.org/10.52340/PUTK.2026.30.16

მსგავსი სტატიები

1-10 — 13

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.