თურქული რეალიები იონა გედევანიშვილის სამოგზაურო ჟანრის წიგნში „მიმოსულა“
DOI:
https://doi.org/10.52340/PUTK.2026.30.10საკვანძო სიტყვები:
სამოგზაურო ჟანრი, მოგზაურობა თურქეთში, იონა გედევანიშვილიანოტაცია
იონა გედევანიშვილმა აღმოსავლეთის ქვეყნებში მოგზაურობა თბილისიდან დაიწყო. მოგზაურმა თავისი შთაბეჭდილებანი აღწერა და ერთად თავი მოუყარა თავის წიგნში, რომელსაც „მიმოსულა“ ჰქვია. როგორც კი საქართველოს საზღვრებს გასცდა, მოგზაური უმალვე თურქეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდა, რადგან კარგა ხანია ახალციხის საფაშო ჩვენი ქვეყნის უშუალო მეზობელი გახლდათ. იონა გედევანიშვილის მოგზაურობამდე, ნებსით თუ უნებლიეთ, ქართველთა არაერთი წარმომადგენელი ყოფილა თურქეთში, მაგრამ სპეციალური აღწერილობა და თურქული რეალიების წარმოსახვა, რომლებიც იონა გედევანიშვილის „მიმოსულაში“ გვხვდება, მაინც სხვა დანიშნულებისა და ღირებულებისაა; იგი განსაკუთრებულ წარმოდგენას გვიქმნის საქართველოს მეზობლის მიმართ, რომელმაც ძველი საბერძნეთის მიწაზე ფეხი მყარად მოიკიდა.
თბილისიდან წამოსული მოგზაური სურამში ჩასულა. იქიდან კი მოქარავნეებს გაჰყოლია და ჩასულა ათაბაგის ქვეყანაში ქალაქ ახალციხეს.
საინტერესოა, რომ ქართველ მოგზაურს ყველგან კეთილად ხვდებოდნენ. იგი დააბინავეს წმინდა მარინის ეკლესიის კელიაში, სადაც მასპინძლობენ ბერძენ მღვდელმთავრებს. ამის შემდეგ, ათაბაგის ბრძანებით, იონა დიდი პატივით გააყოლეს ვაჭართა ქარავანს კონსტანტინეპოლისაკენ. იონა დაწვრილებით აღწერს ამ მოგზაურობის თითოეულ დეტალს. იგი ჩადის კონსტანტინეპოლს და ასევე დეტალურად გადმოგვცემს იქაურ ყოფა-ცხოვრებას.
კონსტანტინეპოლის გზაზე საინტერესოა იონას გეოგრაფიული მიმოხილვები. მას უხილავს ჭოროხის სათავე, ამ მდინარეს იგი თავისი სიდიდით ადარებს მტკვარს. ასევე, უნახავს მრავალი ტყე და მდინარე, რომელთაც ადარებს ქართლის მდინარეებს. ჭოროხზე ამბობს მტკვრის ოდენააო, ხოლო გოლის ხეობაში ნახულ მდინარეზე – ქსნის ოდენააო. აღწერს იქაურ სოფლებსა და ტყეებს. შემდეგ ახასიათებსს ბოსფორს და განსაკუთრებულად ქალაქ კონსტანტინეპოლს, სადაც იგი სულთანსაც კი შეხვედრია.
კრიტიკოსთა მიერ გამოთქმული მოსაზრების შესაბამისად, სულთნის საბრძანებელში იონას ასეთი ტრიუმფით მიღება იყო შედეგი იმისა, რომ მას იცავდა და გააჩნდა რუსეთის იმპერატორის მიერ მის სახელზე გაცემული რწმუნება.
წყაროები
Gedevanishvilii 1852: GedevaniSvili I., The Journey of Jonah Metropolitan of Ruiz. Published by Platon Ioseliani. Tbilisi, 1852. Printing House of the Chancellery of the Viceroy of the Caucasus.
Kharadze 1987: Kharadze K., Artelian Travelers of the XVIII-XIX Centuries. Tbilisi, 1987. Publishing House "Education".
Nikoleishvili 2019: Nikoleishvili A., Kartveliological Etudes. Kutaisi, 2019. Publishing Center "Kutaisi”.
