ანაკლიელი ლაზები

ავტორები

  • ფერიდე აფაქიძე დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი ავტორი https://orcid.org/0009-0005-9995-5716

DOI:

https://doi.org/10.52340/PUTK.2026.30.02

საკვანძო სიტყვები:

ლაზები, ლაზური გვარები, ანაკლია

ანოტაცია

ანაკლიელი ლაზების ისტორიისათვის საინტერესო ცნობები მოიპოვება დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ხელნაწერთა ფონდში, ხელნაწერი დოკუმენტების სახით. ამ საბუთებზე დაყრდნობით შესაძლებელია ვისაუბროთ, როდის და როგორ ცხოვრობდენენ ლაზები ანაკლიაში.
ანაკლია ისტორიული ადგილია დასავლეთ საქართველოში, ზუგდიდის რაიონში. ანაკლიაში ნამოსახლარები ძვ. წ. II ათასწლეულიდან ჩანს, რასაც მოწმობს დადიანების სასახლეში დაცული, „დიხა გუძუბას“ სახელწოდებით ცნობილი არტეფაქტები. ანაკლია მთელს დასავლეთ საქართველოში, ბერძნების მიერ შავიზღვისპირეთის ათვისების შედეგად, VII-VIII სუკუნეებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ადგილი იყო; XVIII საუკუნიდან უცხოელი მოგზაურები და მკვლევრები ანაკლიას ასახელებენ როგორც ძლიერ საეპისკოპოსო ცენტრს და სავაჭრო პორტს. მას შემდეგ, რაც აქ ააგეს ამავე სახელწოდების დიდი ციხე, რომლის ნაშთებიც დღემდეა შემორჩენილი ზღვის სანაპირო ზოლთან, ანაკლია სავაჭრო ქალაქად არის მოხსენიებული.
ანაკლიაში, მას შემდეგ, რაც ვაჭრობა გაძლიერდა, განსაკუთრებით გაზაფხულსა და შემოდგომაზე, კონსტანტინოპოლიდან, ირანიდან, ტრაპეზუნიდან, გონიოდან შემოდიოდა
4
იალქნიანი გემები. სამეგრელოში შემოსული სავაჭრო ხომალდებისთვის ანაკლია გახდა ყველაზე ხელმისაწვდომი და მნიშვნელოვანი ნავსადგური მთელ სამეგრელოში. აქედან შავი ზღვით თურქეთში შემოდგომაზე გემებით გაჰქონდათ სელის ძაფი, ტილო, სელის თესლი, ხარის ტყავი, ლერწამი, ბზა, ძვირფასი ბეწვი, თაფლი, ცვილი; ხოლო გაზაფხულზე ვაჭრებს სამეგრელოში ჩამოჰქონდათ ძვირფასი ჭურჭელი, რკინეულობა, საბრძოლო იარაღები, მარილი. ანაკლიის სავაჭრო ნავსადგურს XX საუკუნის დასაწყისამდე არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა.
ანაკლიაში XX საუკუნის დასაწყისში ლაზების მთავარ საქმიანობად კვლავ ვაჭრობა და მეთევზეობა რჩებოდა. როცა ბოლშევიკებმა საზღვრები ჩაკეტეს თურქეთთან, ანაკლიელ ლაზებს შესთავაზეს დარჩენა ან თურქეთში გადასვლა; ვინც დარჩა, მათ აეკრძალათ გადასვლა, ნათესავებთან ურთიერთობა გაწყდა; ანაკლიაში დარჩა რამდენიმე ოჯახი, ისინი დღეს არ საუბრობენ ლაზურად. 1921 წლის შემდეგ ანაკლიაში ლაზების დაახლოებით თხუთმეტი გვარი დარჩა: აბდულ-ოღლი, ოდაბაშ-ოღლი, აი-ოღლი, რეიზ-ოღლი, სოქთ-ოღლი, ოქსუს-ოღლი, ქვაქულ-ოღლი, ქელექ-ოღლი, სუფალ-ორლი, ფატ-ოღლი, თიკან-ოღლი, აბდულ-ოღლი, მოლა-ოღლი, მაჭახელ-ოღლი, აღაზადე. არსებულმა რეჟიმმა ზოგი ლაზი აიძულა გვარი შეეცვალა. საქართველოში დარჩენილმა ლაზებმა ცხოვრება დანარჩენ ქართველებთან ერთად გააგრძელეს.

წყაროები

Chardin 1975; Chardin J., Travels to Persia and Other Countries of the East. Tbilisi, 1975.

Chitanava 2010: Chitanava D., Churches and defensive structures in Samegrelo. Tbilisi. 2010. Publ. "Mtsignobari".

Kraveishvili 2021: Kraveishvili G., Megrelian and Laz folk songs of the Anaklia people; https://heiamo.com/docs; 2021.

Tughushi 1991:. Tughushi A., History of Anaklia. Zugdidi 1991. Publ. Academy of Sciences of the Republic of Georgia Zugdidi Scientific Center-Historical Museum.

Zakaraia 1973: Zakaraia P., Ancient Cities and Fortresses of Georgia. Tbilisi, 1973. Publ. "Science"

Archival material

Zhem / mil. A. 1178: Military Archive of the Manuscript Fund of the Dadiani Palaces Historical and Architectural Museum.

Zhem / Ch. A. 435 Sh.17: Chancellery Archive of the Manuscript Fund of the Dadiani Palaces Historical and Architectural Museum.

Zhem / Ch. A. 435 Sh. 20: Chancellery Archive of the Manuscript Fund of the Dadiani Palaces Historical and Architectural Museum.

Zhem /DK.10109: Documentary Archive of the Manuscript Fund of the Dadiani Palaces Historical and Architectural Museum.

Zhem / DK.10111: Documentary Archive of the Manuscript Fund of the Dadiani Palaces Historical and Architectural Museum.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-11-01

როგორ უნდა ციტირება

ანაკლიელი ლაზები. (2026). ქართველური მემკვიდრეობა, XXX, 20-27. https://doi.org/10.52340/PUTK.2026.30.02

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.