სამკურნალო შელოცვები ტაო-კლარჯეთის ფოლკლორში

ავტორები

  • ფატი აბაშიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი ავტორი https://orcid.org/0009-0005-9995-5716

DOI:

https://doi.org/10.52340/PUTK.2026.30.01

საკვანძო სიტყვები:

ქართული ფოლკლორი, ტაო-კლარჯეთი, შელოცვა

ანოტაცია

ქართული ხალხური სიტყვიერების ერთ-ერთი არქაული ჟანრი – შელოცვა ბოლო დრომდე ცოცხალ ფოლკლორულ ბრუნვაშია ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველების მეხსიერებაში. მათ ცნობიერებაში კარგად არის შემონახული ქართული მაგიური პოეზიის ეს საინტერესო უბანი. ისტორიულ ტაო-კლარჯეთში გავრცელებული შელოცვები საქართველოს სხვა კუთხეებში ცნობილ შელოცვათა ღირებული ვარიანტებია და განსაკუთრებულ სიახლოვეს ავლენს აჭარულ ნიმუშებთან. სიტყვის მაგიური ძალის რწმენაზე დაფუძნებულ ამ პოპულარულ ჟანრს ადგილობრივები ხშირად დუა’ს უწოდებენ, რაც თურქულად „ლოცვას“ ნიშნავს. ქართულ ფოლკლორულ სინამდვილეშიც ტერმინი „შელოცვა“ ხშირად ენაცვლება სიტყვას „ლოცვა“. ჩვენი წინაპრები მიიჩნევდნენ, რომ საგნებსა და მოვლენებს შორის არსებობდა ზებუნებრივი კავშირი. მათი რწმენით, ნებისმიერი საგანი ან მოვლენა შეიძლებოდა როგორც სიკეთის, ისე ბოროტების წყაროდ ქცეულიყო; ამიტომ აუცი ლებელი იყო მათზე გარკვეული ზემოქმედება. ბუნების უხილავი ძალების დასამორჩილებლად სიტყვიერ ფორმულებს თან ერთოდა სხვადასხვა საწესო მოქმედებაც და თანდათან ჩამოყალიბდა შელოცვა, რომელიც ადასტურებს კაცობრიობის უძველეს სურვილს – დაეძლია ყველა დაბრკოლება და მიეღწია დასახული მიზნისთვის.
ჩვენს წინაპრებს ყოველი დაავადებისთვის საკუთარი შელოცვა შეუქმნიათ, რადგან სჯეროდათ, რომ მაგიურ სიტყვებს სამკურნალო ძალა ჰქონდათ. ტაო-კლარჯეთის მოსახლეობაში ფართოდ იყო გავრცელებული თვალისცემის (გათვალვის), შეშინებულის, მუცლის ტკივილის, თიის ანუ თიაქრის, ჭიის, თავის ტკივილის, სირსვილის, მეჭეჭის, ნაღრძობის, თვალის ტკივილის, „ავი ქარებისა“ და სხვა სახის სამკურნალო შელოცვები, რომლებიც განკუთვნილი იყო როგორც ადამიანებისთვის, ისე შინაური ცხოველებისა და ფრინველებისთვისაც.
ისტორიული ტაო-კლარჯეთის სოფლებში მცხოვრებ ქართველთა შთამომავლების ზეპირსიტყვიერებაში შემონახული შელოცვების შესწავლა ცხადყოფს, რომ ეს ფოლკლორული ფენომენი ორგანულად უკავშირდება ზოგადქართველურ ზეპირსიტყვიერებას

წყაროები

Adjarian Treasure 2024: Adjarian Treasure, vol. VI. Batumi, 2024.

FA of NBI, BSU: Folklore Archive of the Niko Berdzenishvili Institute of Batumi Shota Rustaveli State University, №235.

Georgian Folk Spells 1994: Georgian Folk Spells. The collection was compiled and annotated by Tina Shioshvili, Batumi, 1994.

Okroshidze 1963: Okroshidze T., Spell. Collection - "Georgian Folk Poetic Creation", vol. I. Tbilisi, 1963.

Pagava 2015: Pagava M., Expedition Diaries. Collection - "Adjara, Past and Present", Batumi, 2015. Shioshvili 2014: Shioshvili T., Klargian Children's Folklore. "Collection" of the Center for Kartvelology, Faculty of Humanities, BSU, vol. X, Batumi., 2014. Shioshvili... 2014: Shioshvili T., Makharashvili G., Klargian Folklore (Materials). "Collection" of the Center for Kartvelology, Faculty of Humanities, BSU, vol. VIII. Batumi, 2014. Shioshvili 2017: Shioshvili T., Historial South Georgian Folklore, II. Klargian Folklore, Tbilisi, 2017.

Shioshvili 2018: Shioshvili T., Taoian Folk Poetry (Texts with notes and options). "Collection" of the Center for Kartvelology, Faculty of Humanities, BSU, vol. XIII. Tbilisi, 2018.

Shioshvili 2020: Shioshvili T., Taoian Folklore (Texts). Collective monograph „Tao”. Batumi, 2020.

Shioshvili 2022: Shioshvili T., Historial South Georgian Folklore, III. Taoian Folklore. Batumi, 2022.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-11-01

როგორ უნდა ციტირება

სამკურნალო შელოცვები ტაო-კლარჯეთის ფოლკლორში. (2026). ქართველური მემკვიდრეობა, XXX, 11-19. https://doi.org/10.52340/PUTK.2026.30.01

მსგავსი სტატიები

1-10 — 106

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.