დუზჯე-საქარიის რეგიონში (თურქეთი) მცხოვრებ ქართველურენოვან მუჰაჯირთა ფოლკლორის ენობრივი თავისებურებანი
DOI:
https://doi.org/10.52340/PUTK.2022.26.16საკვანძო სიტყვები:
მუჰაჯირები, ქართველები, ქართული ენა, ქართული დიალექტები, ფოლკლორიანოტაცია
თურქეთის დუზჯესა და საქარიის ილებში მცხოვრები ქართველები ისტორიული სამხრეთ-დასავლეთი საქართველოდან რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომის შედეგად ოსმალეთში გადასახლებული მუჰაჯირების შთამომავლები არიან. მათ დიდ ნაწილს დღემდე ქართული თვითშეგნება აქვს, თუმცა ქართულად საუბარი უჭირს. მშობლიურ – ქართულ ენას ინარჩუნებს მხოლოდ საშუალო და უფროსი თაობა. ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლები გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან ფართოდ ინტეგრირდებიან თურქეთის რესპუბლიკის საზოგადოებრიობაში, რის შედეგადაც ყოველი მომდევნო თაობა წინაზე უფრო უკეთ ფლობს სახელმწიფო – თურქულ ენას და თანდათან ივიწყებს ქართულს (დიალექტურ მეტყველებას), რომელიც, მართალია, მათთვის წინაპრების მემკვიდრეობაა, მაგრამ ნაკლებად პრესტიჟულია. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, როცა თურქეთსაქართველოს საზღვარი გაიხსნა, თურქეთის ქართველები დიდად დაინტერესდნენ ქართული ენითა და კულტურით. ქართველებით დასახლებულ ადგილებში ჩამოყალიბდა ენის შემსწავლელი წრეები, კულტურის ცენტრები და ა.შ. ენასთან ერთად თურქეთის ქართველებმა დაიწყეს ქართული ფოლკლორის შესწავლა, დაინტერესდნენ ქართული ცეკვებითაც. ეს, რასაკვირველია, მისასალმებელ მოვლენას წარმოადგენდა, თუმცაღა საქმე ის იყო, რომ ისინი, ძირითადად, ინტერესდებოდნენ სამწიგნობრო ქართული ენით და ზოგადქართული კულტურით, ხოლო უშუალო წინაპრების მემკვიდრეობა – ქართული დიალექტური მეტყველება და ფოლკლორი – თითქმის შეუსწავლელი რჩებოდა. 1992 წელს საქართველოში გამოიცა პროფ. შუშანა ფუტკარაძის ფუნდამენტური ნაშრომი „ჩვენებურების ქართული“ (წიგნი პირველი), რომელიც შეიცავდა როგორც ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლების, ისე – თურქეთის ავტოქთონ ქართველთა მეტყველების ნიმუშებს. ამ ნიმუშთა მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ ფოლკლორული ტექსტები შეადგენდა. თურქეთის ქართველობის ფოლკლორის ნიმუშები შემდგომში ზოგმა სხვა მკვლევარმაც გამოაქვეყნა, თუმცაღა თითქმის არავის უკვლევია მათი ენობრივი თავისებურებანი. არადა, რამდენადაც თურქეთში დღემდე შემორჩენილი ქართველური მემკვიდრეობა ნელ-ნელა გაქრობის გზას ადგას, საშურია ამგვარი კვლევის ჩატარება. აქვე დავძენთ იმასაც, რომ სახელდობრ ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლების ფოლკლორი საინტერესოა ქართველურ-თურქულ სამეტყველო კოდთა შერევის თვალსაზრისითაც. სტატია დამუშავებულია 2021 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში უშუალოდ დუზჯესა და საქარიის ილებში ჩვენ მიერ ჩაწერილი მასალების საფუძველზე.
წყაროები
Bredemoen 1996: Bredemoen Berndt, Case Merge in the Black Sea Dialects. A Kartvelian Substrate Feature? Árpád Berta, Bernt Brendemoen & Claus Schönig, eds. Symbolae Turcologicae. Studies in Honour of Lars Johanson on his Sixtieth Birthday 8 March 1996.
Stockholm: Almqvist &Wiksell; Dadiani... 2001: Dadiani Eka, Nakani Nino, Khachapuridze Ramaz. The Language of Incantations According to the Data of Dialects of the Kartvelians, Kartvelian Heritage, V, 2001, pg. 125-130. http://ejournals.atsu.ge/Kartvelology/issues/V/DadianiEka.pdf Makharadze 2008: Makharadze Irakli, The Gurian Outlaws, Tbilisi, 2008;
Vekilov 1973: Vekilov Afrasiab, The Turkish Dialectology, Part I, Leningrad, 1973;
Putkaradze 1992: Putkaradze Shushana, “The Georgian of Chveneburis,” Book I, Batumi, 1992.