ათონის როლი შუა საუკუნეების ქრისტიანულ სამყაროში
DOI:
https://doi.org/10.52340/PUTK.2022.26.08საკვანძო სიტყვები:
სამონასტრო ცენტრები შუა საუკუნეებში, ათონის ქრისტიანული კერები, ქართველები ათონშიანოტაცია
შუასაუკუნეებში მონასტერი წარმოადგენდა პოლიტიკურ, რელიგიურ და კულტურულ ცენტრს ბევრი ქრისტიანული სახელმწიფოსათვის არა მარტო უშუალოდ ამ სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. ეს სულიერი სავანეები ეროვნულ–კულტურული მიმართულების მედროშეებად გვევლინებიან, ისინი ემსახურებოდნენ ერის პოლიტიკურ-კულტურული ცხოვრების მიმდინარეობას. ყოველი თავმომწონე სახელმწიფო პრეტენზიას აცხადებდა ჰქონოდა სამონასტრო კერები მათ საზღვრებს გარეთ. ისინი ერთგვარ სავიზიტო ბარათს, წარმომადგენლობით ორგანოს, ქვეყნის სახელს წარმოადგენდა საერთაშორისო საეკლესიო პოლიტიკურ სარბიელზე, ამიტომ ხელისუფალნი ცდილობდნენ თავიანთი პოზიციების განმტკიცებას ასეთ ცენტრებზე. მას შემდეგ, რაც ეგვიპტე და სირია აღარ წარმოადგენდნენ მონაზვნური ცხოვრების ცენტრებს აღმოსავლეთში, ასეთ ცენტრად იქცა კონსტანტინეპოლი, ოდნავ მოგვიანებით კი –ათონი. VI მსოფლიო საეკლესიო კრებამ 680 წელს მე-18 და 42-ე მუხლების ძალით დაადგინა, საბერძნეთის არქიპელაგზე სხვადასხვა ადგილას გაფანტული ბერებისათვის საცხოვრებლად მიეცათ ათონის ნახევარკუნძული. იმპერატორმა კონსტანტინე IV პოგონატმა (668–680) დაამტკიცა მსოფლიო კრების დადგენილება. ამასთან, გაათავისუფლა ბერები პატრიარქის ყოველგვარი მოვალეობიდან და სამეფო ხელისუფლებას დაუქვემდებარა. ამის შემდეგ ათონს ბერების რესპუბლიკას უწოდებენ.
წყაროები
აფციაური 1983: აფციაური ჯ., ათონელ ქართველთა მოღვაწეობის ზოგიერთი საკითხისათვის. „ივირონი“ – 1000. თბილისი, 1983. კანდელაკი 1980: კანდელაკი გ., ათონი, ჯვარი, პეტრიწონი. თბილისი, 1980. კეკელიძე 1983: კეკელიძე კ., ათონის ლიტერატურული სკოლის ისტორიიდან. „ივირონი“ –1000. თბილისი, 1983. მენაბდე 1982: მენაბდე ლ., ქართული მწერლობის ათასწლოვანი კერა. თბილისი, 1982. მღვდელმონაზონი ბასილი http://martlmadidebloba.ge/ დამოწმება: 14.07.2022. პავლიაშვილი 2010: პავლიაშვილი ქ., ქრისტიანობის ისტორია. თბილისი, 2010. ათონის როლი შუა საუკუნეების ქრისტიანულ სამყაროში 69 Lemerle 1945: Lemerle P., Philippes et. ta Macedonie orientate a epogue chretienne et Bizantine. Paris, 1945. Богянский 1873: Богянский О.М., Акм. Зографского монастыря на Афоне 980981 года. Москва, 1873. Гарнак 1908: Гарнак А., Монашенство его идеали и его история, Санкт- Петербург, 1908. Документи... 1965: Документи от Амонсните монастыри-Гцки извори за лагарската история, Т.З. София, 1965. Каждан 1971: Каждан А.П., Бизантииксий монастырь XI-XIIвв. как социальная группа Бизантийский временник. Москва, 1971. Казанский 1854: Казанский П., История провословного моношеснтво на востока, I, Монашенство Египте, Москва, 1854. Марченко 1999: Марченко А.Н., становление и эволюция славянских монастырей на святой Горе Афон в X-XIIвв. Петербург, 1999.