ეშრეფ ილმაზის პოეზიის ქართული თარგმანის შესახებ
DOI:
https://doi.org/10.52340/PUTK.2025.29.27საკვანძო სიტყვები:
თურქეთელი ქართველები, ეშრეფ ილმაზი, ქართული თარგმანებიანოტაცია
ეშრეფ ილმაზი, იგივე გოდერძი მახარაძე – სტამბოლში ქართული კულტურის ცენტრის ასოციაციის პრეზიდენტი – არაერთი წიგნის ავტორია. მას გამოქვეყნებული აქვს პოეტური კრებულები: „გულის ფერი“, „ლექსიანი თვალების ტკივილი“, ასევე, თურქულად თარგმნილი ქართული პოეზიის საუკეთესო ნიმუშები.
წარმოდგენილ წერილში განხილულია ეშრეფ ილმაზის ქართულად თარგმნილი ლექსების წიგნი „თვალცრემლიანი პოეზია“. ეს ლექსები თარგმნა ცნობილმა პოეტმა და ლიტერატურათმცოდნემ ომარ გვეტაძემ.
ეს კრებული დაიბეჭდა აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მხარდაჭერითა და ფინანსური უზრუნველყოფით.
ცხადია, დიდი ინტერესით გავეცანით ჩვენი თანამემამულის პოეტურ შემოქმედებას, მთარგმნელსაც თავი რომ გამოუდვია და დიდებულად აუმეტყველებია ჩვენს ენაზე ეშრეფ ილმაზის მართლაც საყურადღებო მხატვრული სამყარო.
ლექსების ამ კრებულს „თვალცრემლიანი პოეზია“ ეწოდება და მართლაც არაერთ ტკივილსა და საწუხარზეა გამახვილებული ყურადღება ამ ლექსებში, რომელთა მხატვრული სივრცე, მუსიკალური დიაპაზონი და პრობლემატურობა შესანიშნავადაა შენარჩუნებული თარგმანშიც და ამდენად მკითხველს ეძლევა საშუალება, დაინახოს, წარმოიდგინოს და შეაფასოს პოეტის შესაძლებლობანი.
ეშრეფ ილმაზის პოეტური ნიმუშები წარმოსახვისა და აზროვნების შესანიშნავ სინთეზს იძლევა. პოეტის მსოფლმხედველობა, მისი მიზანსწრაფულობა თანდათან მოიცავს ხოლმე ჩვენს გონებას განათებული მეტაფორებითა და მელოდიურობით. მისი სათქმელი, მისი თემატიკა არაა მშრალი წინადადებების გროვა. პოეტის არა მხოლოდ თვალთახედვა, არამედ ამ თვალთახედვის მხატვრულად გარდაქმნის პროცესი ბევრად თავისებური და განსხვავებულია ქართული პოეტური ტრადიციებისათვის, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მთარგმნელმა შეძლო არ დაეკარგა პოეტის ორიგინალური შეხედულებები, თანაც სათანადოდ წარმოედგინა თურქულენოვანი პოეზიის ორიგინალური სახე და ხელოვანება.
მოცემულ წერილში ვეცადეთ, რაც შეიძლება ახლოს მივსულიყავით ეშრეფ ილმაზის პოეტურ სამყაროსთან და სათანადო მხატვრული მონაკვეთების წარმოდგენით გვეჩვენებინა ამ ლექსების წიგნის აქტუალობა და, ბუნებრივია, მთარგმნელის ოსტატობაც.
წყაროები
Ilmaz 2024: Ilmaz E., Tearful Poetry. Kutaisi, 2024.
Nadirashvili 2022: Nadirashvili E. (Eka Surameli), Here the Georgian Spirit Resounds. Newspaper “Adjara”, №135, 2022.
Nikoleishvili 2010: Nikoleishvili A., Turkish Diaries. Kutaisi, 2010