საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობის რეფლექსია ნოდარ დუმბაძის მოთხრობაში ,,ოდისევსის დაბრუნება“

ავტორები

DOI:

https://doi.org/10.52340/PUTK.2025.29.26

საკვანძო სიტყვები:

ქართული მწერლობა, ნოდარ დუმბაძე, „ოდისევსის დაბრუნება“, საქართველოს გეოპოლიტიკა

ანოტაცია

ნოდარ დუმბაძის შემოქმედებაში სრულიად განსხვავებული ტიპის ნაშრომს წარმოადგენს მოთხრობა „ოდისევსის დაბრუნება“, რომელიც ფაქტობრივად არასოდეს გამხდარა ლიტერატურულ კრიტიკაში კვლევის საგანი. იმის მიუხედავად, რომ მოთხრობა უაღრესად საინტერესო და მდიდარ მასალას იძლევა როგორც ლიტერატურის, ისე ლიტერატურის ისტორიისა და საქართველოს უახლესი ისტორიის საკითხებთან დაკავშირებით. მოთხრობა მხატვრულ-დოკუმენტური კოლაბორაციის ნიმუშია და მისი თანამედროვე ეპოქის გათვალისწინებით მწერალი იძულებულია ორაზროვანი ბუნების წინადადებებითა და პასაჟებით თან ასახოს რეალობა და თან დაიტოვოს „უკანდასახევი გზა“; ამგვარი მიდგომის გამო, ბუნებრივია, რჩება საკმაო სივრცე ტექსტის არასწორი და საპირისპირო ინტერპრეტაციებისათვისაც კი, რისი გამოსწორებაც ნაწარმოების ერთიანი კონტექსტის გააზრებითა და დეტალური ანალიზითაა შესაძლებელი. ჩვენ ეს მოთხრობა ადრეც განვიხილეთ სხვა სტატიაში, სადაც ყურადრება გავამახვილეთ სწორედ იმის თაობაზე, რომ ზედაპირული ინტერპრეტაციების შედეგად არსებობდა მოსაზრებანი, თითქოს მწერალი ამერიკის განვითარებას აკნინებს და ამ ფონზე განადიდებს საბჭოთა კავშირს. მაგრამ საკმარისია ჩავუღრმავდეთ ტექსტს და გავითვალისწინოთ მასში არცთუ იშვიათად არსებული დაშიფრული მონაკვეთების ბუნება, რომ სურათი სრულიად საპირისპირო სახეს იღებს. 

„ოდისევსის დაბრუნება“, ჩვენი შეფასებით, დიდი გულისტკივილით დაწერილი ტექსტია, რომლის კითხვისას მკითხველს ხშირად აღეძვრება სინანულის, მოწყენილობისა თუ გულისტკივილის ამოუცნობი განცდა, განსაკუთრებით კი – ქართველ მკითხველს.Конец формы ზოგან ეს გახლავთ გულისტკივილი ეროვნული თვითმყოფადობის საკითხთან მიმართებით, სხვაგან – ქართული ენისა და ლიტერატურის მნიშვნელობის შევიწროვების გამო, სხვაგან - სინანულის განცდა დემოკრატიზმის შეზღუდვას ეხმაურება, ან გაფლანგულ შესაძლებლობებსა და დროში ჩამორჩენილობას.

წინამდებარე ნაშრომი ერთგვარი გაგრძელებაა ჩვენი ზემოთ ნახსენები სტატიისა, რადგან ის, რასაც ამჯერად ვიკვლევთ, ასევე დამოკიდებულია ორაზროვანი ბუნების მონაკვეთებისა და წინადადების სწორად წაკითხვაზე, რის შედეგადაც ნათლად იკვეთება საბჭოთა პირობებში და საბჭოთა მარწუხებში მოქცეული საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობის მწერლისეული აღქმა.  

წყაროები

Bakradze 1990: Bakradze A., The Taming of Literature. Tbilisi, 1990.

Dumbadze 1992: Dumbadze N., Collected Works in Four Volumes, Vol. 4. Tbilisi, 1992.

Khorbaladze 2022: Khorbaladze G., Exposing Systemic Flaws of the Soviet Regime in Nodar Dumbadze’s Novel “The White Banners”, Journal of Philological Studies, V. Gori, 2022

Khorbaladze 2024: Khorbaladze G., Sarcasm Masked by Humor as a Tool for Criticizing Totalitarian Regimes in Fiction, Journal of Philological Studies, VIII. Gori, 2024.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-11-01

როგორ უნდა ციტირება

საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობის რეფლექსია ნოდარ დუმბაძის მოთხრობაში , ოდისევსის დაბრუნება“. (2025). ქართველური მემკვიდრეობა, XXIX, 314-324. https://doi.org/10.52340/PUTK.2025.29.26

მსგავსი სტატიები

1-10 — 103

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.