საყოფაცხოვრებო-ნოველისტური ზღაპრების შესახებ ლაზურში
DOI:
https://doi.org/10.52340/PUTK.2025.29.12საკვანძო სიტყვები:
საერთო¬ქართველური ფოლკლორი, ლაზური ზღაპრები, საყოფაცხოვრებო- ნოველისტური ზღაპრებიანოტაცია
ლაზური ხალხური საზღაპრო ეპოსი ძალზე მდიდარი და მრავალფეროვანია. ამ უძველესმა ქართველურმა ტომმა შექმნა და შემოგვინახა ზღაპრის ყველა სახეობა. სტატია ეხება საყოფაცხოვრებო-ნოველისტური ზღაპრების განხილვას. ნაშრომი ყურადსაღებია იმდენად, რამდენადაც საკვლევ მასალად გამოყენებულია გაღმა ანუ თურქეთის რესპუბლიკაში შემავალ სოფელ სარფში მცხოვრები ლაზებისაგან ჩაწერილი ზღაპრები, რაც საშუალებას გვაძლევს სრულყოფილად გავაანალიზოთ საუკუნეთა სიღრმიდან მომდინარე ლაზური საზღაპრო ეპოსი. კერძოდ, საყოფაცხოვრებო-ნოველისტური ზღაპრები, სადაც საუბარია საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა მხარეზე და გამოვიტანოთ სათანადო დასკვნები.
საყოფაცხოვრებო-ნოველისტური ზღაპრის პერსონაჟები რეალური ადამიანები არიან და საზოგადოების თითქმის ყველა ფენას წარმოადგენენ. ზღაპრებში საუბარია იმ ზნეობრივ თუ მანკიერ თვისებებზე, რაც იმთავითვე თან სდევს ყოველ საზოგადოებას.
ლაზური ხალხური საყოფაცხოვრებო-ნოველისტური ზღაპრების თემატიკა მრავალფეროვანია და მოიცავს საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა მხარეს, როგორიცაა: ცოლ-ქმრული ერთგულება და სიყვარული, რძალ-დედამთილის ურთიერთობა, ძმობა-მეგობრობა, კეთილ-გონივრული რჩევები, მანკიერ მხარეთა წარმოჩენა და სხვ.
უმნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ თურქეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში მყოფი სარფელების (გაღმა სარფი) ისტორიულ მეხსიერებაში დღემდე ცოცხალია საყოველთაო-ნოველისტური ზღაპრები, რომლებშიც წარმოჩენილი სენტენციები ხალხური დიდაქტიკის ერთ-ერთი საუკეთესო გამოხატულებაა.
ლაზურ ხალხურ საყოფაცხოვრებო-ნოველისტურ ზღაპრებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ ხალხური ეპოქის ეს უბანიც, ზეპირსიტყვიერ სხვა ჟანრებთან ერთად, საერთოქართველურია.
წყაროები
BSKIPA: Folklore Archive of Batumi Scientific Research Institute.
Encyclopedia of Symbols 2006: Illustrated Encyclopedia of Symbols. Z. Abzianidze, K. Elashvili, Vol. 1, Tbilisi, 2006.
Georgian Tales 1975: Georgian Tales. Compiled and with an introduction by Al. Glonti. Tbilisi, 1975. Publishing House “nakaduli“.
Narakidze… 2015: Narakidze Ts., Shioshvili T., Sarpi, Batumi, 2015.
Noghaideli 1972: Noghaideli J., Essays and Notes, Book II. Batumi, 1972.
Sikharulidze 1966: Sikharulidze Ks., Folk Sources of Sulkhan-Saba Orbeliani's „The Wisdom of Lies“ in the monograph „Georgian Writers and Folk Art“, Book II. Tbilisi, 1966.
Tandilava 1970: Tandilava Z., Lazian Tales. Tbilisi, 1970.