ზმნური მართვის უნარის მქონე მიმღეობიანი შესიტყვება გელათური ხელნაწერის (K14) მიხედვით
საკვანძო სიტყვები:
ქართული ხელნაწერები, გელათური ხელნაწერი, ქართული სინტაქსი, ქართული ენის მორფოლოგია, მიმღეობიანი შესიტყვებაანოტაცია
ძველი ქართული ენის ძეგლების მიხედვით, ინფინიტიურ და მიმღეობურ ფორმებს აქვს ზმნური შესიტყვების შექმნის უნარი. ასეთი კონსტრუქციები მიუთითებს ენის განვითარების ადრეულ ეტაპზე, კერძოდ, როდესაც სახელზმნური ერთეულები აქტანტებს იკავშირებდნენ სათანადო ზმნური ფორმების მსგავსად. ისტორიული გრამატიკის თვალსაზრისით, საინტერესოა მიმღეობური ფორმების მიერ შექმნილი შესიტყვების ანალიზი. ძველი ქართული ენის ნიმუშები ცხადყოფს, რომ მიმღეობა ქმნის სპეციფიკურ სინტაგმას, კერძოდ, როგორიც მოსალოდნელია ზმნური შესიტყვების შემთხვევაში. XII საუკუნის გელათური ხელნაწერის (K14) მასალის საფუძველზე სტატიაში განხილულია ისეთი ენობრვი ფაქტები, რომლებშიც მიმღეობური ფორმები ქმნიან ზმნური შესიტყვების კონსტრუქციას და სახელს იმავე ბრუნვაში შეიწყობენ, როგორიც მოსალოდნელია სათანადო ზმნის შემთხვევაში. ასეთ შესიტყვებებში მიმღეობური ფორმები ნათესაობითბრუნვიანი უბრალო დამატების ნაცვლად, შეიწყობენ მიცემითბრუნვიან აქტანტს და ქმნიან სახელთან ზმნური შეხამების მოდელს.