კირნათ-მარადიდული ლექსიკა თურქეთის კლარჯულ ლექსიკასთან მიმართებით

ავტორები

  • მაია ბარამიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი
  • მამია ფაღავა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

საკვანძო სიტყვები:

ქართული დიალექტური ლექსიკა, კლარჯული დიალექტი, კირნათ-მარადიდული ლექსიკა

ანოტაცია

კირნათი და მარადიდი (ქვემო მარადიდი) ჭოროხის ხეობის საზღვრისპირა სოფლებია, რომლებიც საქართველოს შემადგენლობაში, კერძოდ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში შედის. ისტორიულად დასახელებული სოფლები მირვეთთან ერთად კლარჯეთის ნაწილი იყო. მიუხედავად ამისა, ქართული დიალექტოლოგიის ტრადიციით კირნათ-მარადიდის მეტყველება აჭარული კილოს ქვემოაჭარული კილოკავის ნაწილად განიხილება, თუმცა დასახელებულ სოფლებში ჩაწერილი მასალები გვიჩვენებს, რომ საქმე გვაქვს სტრუქტურულად აჭარულისაგან განსხვავებულ მეტყველებასთან.

უკანასკნელ ხანებში მოპოვებული მასალის მიხედვით ცხადი ხდება, რომ მირვეთის, კირნათისა და მარადიდის მეტყველება კლარჯულ კილოს უნდა მიეკუთვნოს.

წინამდებარე სტატიაში გაანალიზებულია კირნათ-მარადიდის მეტყველებისა (პირობითად – საქართველოს / აჭარის კლარჯეთი) და კლარჯული კილოს (რამდენიმე სოფლის – ჯივანის, დევსქელის, ბუჯურის, გურბინის, ბაშქოჲს, ქართლას, ისკების, ავანას, ადაგულის... პირობითად – თურქეთის კლარჯეთი) ლექსიკის ურთიერთმიმართება. აღნიშნული სოფლების ლექსიკაში გამოყოფილია სიტყვათა შემდეგი ჯგუფები:

  1. სიტყვები, რომელთაც ორივე რეგიონში ერთი და იგივე მნიშვნელობა აქვთ (აღება, ახალი, გაგნება, დაყრა...);
  2. სიტყვები, რომელთა მნიშვნელობები თურქეთის კლარჯეთის მეტყველებაში გაფართოებულია (კითხვა, ერცხვა, დრამი, საქმე/საქმობა, გაქცევა, ცარიელი...);
  3. სიტყვები, რომელთაც დასახელებული სოფლების მეტყველებაში განსხვავებული მნიშვნელობები აქვთ (ჩაყუდება, მოშლა, პირდაპირ, უწინ...);
  4. სიტყვები, რომლებიც დასტურდება მხოლოდ თურქეთის ან საქართველოს კლარჯეთის სოფლების მეტყველებაში (არიგავს, ღარჭი, შეშა, ლაში, ჩინი, კალო, მასკან...).

საქართველოს კლარჯეთისა და თურქეთის კლარჯეთის მეტყველებაში არსებული განსხვავება უნდა აიხსნას იმით, რომ ისინი საუკუნის განმავლობაში მოწყვეტილი იყვნენ ერთმანეთს. კირნათლებსა და მარადიდლებს ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდათ აჭარლებთან,   მათ მეტყველებაში ლექსიკური თანხვედრა სწორედ ამ ურთიერთობის შედეგია.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-11-01

როგორ უნდა ციტირება

კირნათ-მარადიდული ლექსიკა თურქეთის კლარჯულ ლექსიკასთან მიმართებით. (2023). ქართველური მემკვიდრეობა, XXVII, 45-54. https://journals.atsu.edu.ge/index.php/Kartvelology/article/view/194

მსგავსი სტატიები

1-10 — 53

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.