მეფე ერეკლეს სახე ხალხურ შემოქმედებასა და ვახტანგ ორბელიანის ლექსში „იმედი”

ავტორები

  • ფატი აბაშიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი ავტორი

საკვანძო სიტყვები:

ქართული რომანტიზმი, ერეკლე მეფე ქართულ ფოლკლორში, ვახტანგ ორბელიანის პოეზია

ანოტაცია

გარდასულ ეპოქათა გმირებს შორის ქართველი რომანტიკოსები უდიდესი მოწიწებითა და სიყვარულით, ეროვნულ-მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით აცოცხლებენ ქვეყნისთვის თავდადებულ ქართველ გვირგვინოსანთა უკვდავ სახეებს. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს ერთ-ერთ ბოლო მეფეს – ერეკლე მეორეს; მისი სახელი დიდი პატივით შემოინახა ისტორიამ, ზეპირსიტყვიერებამ, ლიტერატურამ.

ერეკლე მეორე ჭეშმარიტი სახალხო გმირი იყო, რომელმაც მშობელი ხალხის უსაზღვრო სიყვარული და პატივისცემა თავისივე სასიქადულო საქმეებით დაიმსახურა და არა მხოლოდ ბაგრატიონთა გვირგვინის ტარებით. სწორედ ამიტომ ხალხმა მოფერებით „პატარა კახი“ შეარქვა და ეს სახელი სიბერემდე შერჩა.

სწორედ ამიტომაც სახალხო მთქმელთაგან ქვეყნისათვის „რკინის კარად“ შერაცხული პატარა კახი რომანტიკოსი პოეტის – ვახტანგ ორბელიანის იდეალური გმირია. ნაშრომში განხილულია ვახტანგ ორბელიანი, როგორც ქართველი რომანტიკოსი, რომელიც მეტად დიდ ინტერსს გამოხატავს ხალხური სიტყვიერებისადმი, რომელშიც კარგად ჩანს ჩვენი ქვეყნის წარსული. ის აღფრთოვანებული არის მშობელი ქვეყნისათვის თავდადებული, გმირი მეფე ერეკლეს პიროვნებით. ამიტომაც შემთხვევითი არ არის, რომ ერეკლეს ეპოქა სისხლხორცეული და უდიდესი შემოქმედებითი შთაგონების წყაროა, რაც ნათლად არის გამოხატული პოეტის შემოქმედებასა და ლექსში „იმედი“

cover

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-08-06

როგორ უნდა ციტირება

მეფე ერეკლეს სახე ხალხურ შემოქმედებასა და ვახტანგ ორბელიანის ლექსში „იმედი”. (2025). ქართველური მემკვიდრეობა, XXVII, 27-32. https://journals.atsu.edu.ge/index.php/Kartvelology/article/view/191

მსგავსი სტატიები

1-10 — 20

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.