იდენტობის საკითხი ქართულ და თურქულ პოსტმოდერნისტულ რომანებში (აკა მორჩილაძის „შენი თავგადასავალი“ და ელიფ შაფაქის „სტამბოლელი ნაბიჭვარი“)
DOI:
https://doi.org/10.52340/PUTK.2026.30.09საკვანძო სიტყვები:
პოსტმოდერნიზმი, ლიტერატურული პარალელები, აკა მორჩილაძე, ელიფ შაფაქიანოტაცია
პოსტმოდერნისტულ რომანებში იდენტობის ძიება ერთ-ერთ პრიორიტეტულ თემად ითვლება. იდენტურობა ყალიბდება მოცემულ საზოგადოებაში შეგნების, გემოვნების, ჩვევების, ნორმების, ღირებულებების და ა. შ. გათავისებისა და მიღების გზით. ამა თუ იმ კულტურულ სამყაროსთან თავის გაიგივება ქმნის ადამიანის ცხოვრებას მოწესრიგებულსა და გასაგებს. გლობალიზაცია, რომელიც მოიცავს სხვადასხვა კულტურული წყობის მქონე და განვითარების განსხვავებულ საფეხურზე მყოფ მრავალ ქვეყანას, ხელს უწყობს ურთიერთგავლენებსა და წარმოშობს იდენტობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. გლობალიზაციას კულტურის სფეროში ახასიათებს მკვეთრად გამოხატული ტენდენცია ლოკალური გაერთიანებების უნიფიკაციისა, რაც ვლინდება საერთო ღირებულებების, ნორმების, იდეალების გავრცელებაში; შესაძლოა ჩამოყალიბდეს პლურალური იდენტურობა, რომლის დროსაც ადგილობრივი კულტურული ფორმები ნაწილობრივ თავსდება გლობალურ სივრცეში. პოსტმოდერნისტულ მხატვრულ ტექსტებში, განსხვავებით მოდერნისტულისაგან (სადაც გმირები ეძებენ და პოულობენ თვიანთ ფესვებს, აგნებენ და ითავისებენ თავიანთ იდენტობას, რითაც სრულდება მათი ძიება და „მოგზაურობა“) იდენტობა არ არის ბოლომდე
განსაზღვრული, ცალსახა, ერთგვაროვანი, რადგან სივრცე და გარემო ცვლის და თავიდან აყალიბებს მას; ანუ ძიება დაუსრულებელი პროცესია და თუ ვინ ვართ სინამდვილეში, ამას განსაზღვრავს სამზერი კუთხე, საიდანაც ვუცქერით სამყაროს, მიმდინარე მოვლენებს.
მიზნად დავისახეთ, ვაჩვენოთ ქართულ და თურქულ პოსტმოდერნისტულ რომანებში როგორ დგას იდენტების საკითხი, რა პრობლემებს წამოსწევენ წინ და მათი გადაჭრის რომელ გზას ირჩევენ სხვადასხვა კულტურული სივრცის წარმომადგენლები. საანალიზოდ ავიღეთ რომანები აკა მორჩილაძის „შენი თავგადასავალი“ და ელიფ შაფაქის „სტამბოლელი ნაბიჭვარი“, მივიჩნიეთ რა რომ აღნიშნული პოსტმოდერნისტი მწერლების დასახელებული მხატვრული ტექსტები იდენტობის საკითხთან არსებული პრობლემების მძაფრი გამოძახილია და გადაჭრის სხვადასხვა გზას გვთავაზობს.
წყაროები
Chikhradze... 2019: Chikhradze M., Shavgulidze K., Shergelashvili M., Sakhltkhutsishvili M., Karaia L., Integration and Identity. Tbilisi, Ivane Javakhishvili State University Publishing House, 2019. Furlanetto 2012: Furlanetto E., The Search for a Hybrid Post-Ottoman Identity in Elif Shafak’s The Bastard of Istanbul”, „commonvealth essays end studies“, 36.2, 19-31. https://journals.openedition.org/ces/5172. Kharbedia 2022: Kharbedia M., 20-Year History of the Modern Georgian Novel – In Search of Identity. Journal "Aril", 05/06/2022. http://arilimag.ge/%e1%83%97%e1%83%90%e1%83%9c%9b-3/ Verification: 14.10.2025. Morchiladze 2010: Morchiladze A., Your Adventure. Tbilisi. Publishing House “Palitra L”, 2010. Paichadze 2009: Paichadze D., The Tired Stream of Consciousness. Aka Morchiladze, Your Adventure. Journal “Aril”, 14/06/2009. http://arilimag.ge/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%91%E1 Verification: 17.10.2025. Smith 2008: Smith E., National Identity. Tbilisi, Publishing House: “Logos Press”, 2008. Shapak 2016: Shapak E., The Bastard of Istanbul. Tbilisi, Publishing House "Palitra L", 2016. Tsipuria 2016: Tsipuria B., Georgian Text in the Soviet /Post-Soviet/ Postmodern Context. Tbilisi, Ilia State University Publishing House, 2016.
