გამოქვეყნების წესები

სტატიის  გაფორმების წესი:

 ავტორმა უნდა მიუთითოს სახელი (სრულად), გვარი, სამეცნიერო/აკადემიური ხარისხი, აკადემიური თანამდებობა, სამუშაო ადგილი, ტელეფონი, ელ-ფოსტა. იმ შემთხვევაში, თუ ნაშრომის თანაავტორი ჩვენი უნივერსიტეტის თანამშრომელი არაა, მაშინ უნდა აღინიშნოს იმ სამეცნიერო დაწესებულების ზუსტი დასახელება, რომელსაც თანაავტორი წარმოადგენს. ავტორს (ავტორებს. მათ შორის სხვა სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებებიდანაც) აუცილებლად უნდა მიეთითოს სამეცნიერო/აკადემიური ხარისხი, აკადემიური თანამდებობა და დეპარტამენტი, სადაც მუშაობს, ტელეფონი, ელ-ფოსტა).

ავტორმა დასაბეჭდად წარმოდგენილ ნაშრომს სტატიის თავში, ავტორისა და სათაურის ზემოთ, მარჯვენა ზედა კუთხეში, SCOPUS-ის სამეცნიერო ჟურნალების კლასიფიკატორის შესაბამისად  კონკრეტულად უნდა მიუთითოს  მეცნიერების ის მიმართულება და დარგი, რომელსაც წარმოდგენილი ნაშრომი მიეკუთვნება,   მაგალითად: მიმართულება: აგრარული და ბიოლოგიური მეცნიერებანი, დარგი: სურსათმცოდნეობა.

შრიფტი -  Sylfaen-ი, შრიფტის ზომა: ტექსტი - 11, სქოლიო -10, სათაური – 12; ინტერვალი 1,15; A4; დაშორება -ზევიდან  4სმ.;  ქვევიდან -3 სმ.;  მარცხენა და მარჯვენა არეები - 4-4  სმ.  Microsoft office – 2016-2019 -  rtf ფორმატით.

ავტორებს ევალებათ მკაცრად დაიცვან სამეცნიერო სტატიისათვის სავალდებულო სტრუქტურა (ანოტაცია, საკვანძო სიტყვები, შესავალი, საკითხის ისტორია ან სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა, ექსპერიმენტული ხასიათის სტატიებში აუცილებელია აღიწეროს ექსპერიმენტის ჩატარების მეთოდიკა, დასკვნები და რეკომენდაციები, გამოყენებული ლიტერატურა და წყაროები).

აბუნებისმეტყველო-საინჟინრო მიმართულების ტექსტებისათვის, ასევე, სავალდებულოა შემდეგი მოთხოვნების დაცვა:  მათემატიკური ფორმულები აკრებილი უნდა იყოს პროგრამა equation- ში;  დაშორება -ზევიდან  4 სმ.;  ქვევიდან -3 სმ.;  მარცხენა და მარჯვენა არეები - 4-4  სმ. PDF ფორმატით. საინჟინრო მიმართულებით წარმოდგენილ სტატიებზე დაცულ უნდა იქნას შემდეგი ტექნიკური მოთხოვნები:

  • ტექსტში თავიდან უნდა იქნას აცილებული იშვიათად გამოყენებადი რთული სიმბოლოები, გამეორებები, ზედმეტი წვრილმანები, ცნობილი დებულებები, დიდი მოცულობის ცხრილები და ფორმულები.
  • ფორმულები უნდა აიკრიბოს Microsoft Equation 3.0 რედაქტორში. გაითვალისწინეთ, თუ ფორმულის ზომა მეტია 100 მმ, იგი საჭიროა გამარტივდეს ან დაიყოს რამდენიმე სტრიქონად. სასურველია არ იქნეს გამოყენებული მრავალდონიანი ინდექსები.
  • ნახაზები უნდა განთავსდეს ტექსტში ერთ-ერთი სტანდარტული ფორმატით (tif, jpg). ასევე შესაძლებელია Microsoft word-ში შესრულებული ნახაზების გამოყენება. დაუშვებელია ნახაზის ნაწილის დაფარვა ნახაზის დამატებითი ელემენტებით და წარწერებით MS Word.
  • სტატიაში საჭიროა გამოყენებელ იქნას საყოველთაოდ ცნობილი შემოკლებები. სხვა შემოკლებული დასახელებები საჭიროა გაიშიფროს. გამოყენებული ფიზიკური სიდიდეების განზომილებები უნდა შეესაბამებოდეს ერთეულთა საერთაშორისო SI სისტემას.

 ციტირებული ლიტერატურის დამოწმების წესი

ჟურნალში გამოყენებული ლიტერატურის ციტირება (დამოწმება) ხდება ავტორი-თარიღის ფორმატით და ეყრდნობა ჩიკაგოს აკადემიურ სტილსა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დადგენილ ციტირების წესს.  

წყაროს ციტირებისას  (დამოწმებისას) ტექსტში მიეთითება ავტორის გვარი, გამოცემის წელი და კონკრეტული გვერდი (ქართულისა ქართულ ენაზე, უცხოურისა უცხოურ ენაზე). მაგ. (ჯავახიშვილი 1965: 99).

ნაშრომში მითითებული ლიტერატურის დამოწმება ხდება სტატიის ბოლოს გამოყენების ინდექსის შესაბამისად და ლაგდება ანბანურ რიგზე (ჯერ ქართულ, შემდეგ ინგლისურ, შემდეგ კი სხვა უცხოურ ენებზე) ქვემოთ მითითებული ფორმით:

შენიშვნა:

წიგნის დამოწმებისას სათაური მიეთითება დახრილი შრიფტით, სტატიის შემთხვევაში სათაური ისმება ბრჭყალებში, ჟურნალის ან გაზეთის სახელწოდება კი მიეთითება დახრილი შრიფტით.

წიგნი ერთი ავტორით.  გვარი, სახელი, წელი,  სათაური,  გამოცემის ადგილი, გამომცემლობა. ჯავახიშვილი, ივანე. 1965. მასალები საქართველოს მატერიალური  კულტურის სტორიისათვის. თბილისი: მეცნიერება. 

წიგნი ორი ან სამი ავტორით. თითოეული ავტორის გვარი, სახელი, წელი,   სათაური,  გამოცემის ადგილი, გამომცემლობა. როდესაც პუბლიკაციას რამდენიმე ავტორი ჰყავს, ჩამონათვალში ავტორები მიეთითება   შემდეგნაირად: პირველი ავტორი -  გვარით და  სახელით; შემდეგი ავტორები კი - სახელითა და  გვარით.

ბერიაშვილი, მამუკა და იოჰანეს ვაისი. 2019. მარტინ ჰაიდეგერის  ფილოსოფია სოციალ-თეორიულ მიმართებებში. თბილისი:  მერიდიანი.

 წიგნი  რედაქტორით. ავტორის პოზიციაზე რედაქტორის გვარი, სახელი (გასწვრივ ყოველთვის მიუთითეთ სიტყვა - რედ.), წელი,  სათაური, გამოცემის ადგილი, გამომცემლობა.

გაფრინდაშვილი, ლელა. რედ. 2005. გენდერი, კულტურა, თანამედროვეობა. თბილისი: კავშირი "ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის".

წიგნი ავტორით და  რედაქტორით.  გვარი, სახელი, წელი,  სათაური, რედაქტორის სახელი, გვარი,  გამოცემის ადგილი, გამომცემლობა.

რუსთაველი, შოთა. 1953. ვეფხისტყაოსანი. პავლე ინგოროყვას რედაქციით და შენიშვნებით. თბილისი: საბჭოთა მწერალი. 

 წიგნი ორგანიზაციის ავტორობით. ორგანიზაცია (ავტორად მიუთითეთ იმ შემთხვევაშიც, თუ ის სახელდება, როგორც მხოლოდ გამომცემელი), წელი, სათაური, გამოცემის ადგილი, გამომცემლობა. 

ლიტერატურის მუზეუმი. 2018. ცისფერყანწელები. მიმოწერა, წიგნი I. თბილისი: ლიტერატურის მუზეუმი.

 წიგნი ავტორის გარეშე. სათაური, წელი, გამოცემის ადგილი, გამომცემლობა.

ქართული მწერლობა. 1984. ლექსიკონი-ცნობარი, წიგნი I. თბილისი: განათლება.

 ნათარგმნი წიგნი. გვარი, სახელი, წელი, სათაური, მთარგმნელის სახელი, გვარი, გამოცემის ადგილი, გამომცემლობა.

ბარტი, როლან. 2011. მითოლოგიები. მთარგ. ნატალია მთივლიშვილი.  თბილისი: აგორა.

თავი ან სხვა  ნაწილი წიგნიდან, რომელსაც რამდენიმე ავტორი ჰყავს. გვარი, სახელი (ტექსტში მხოლოდ გვარი), წელი,  თავის (ნაწილის) სათაური,  წიგნის სათაური, რედაქტორი, თავის (ნაწილის) გვერდების საერთო რაოდენობა,  გამოცემის ადგილი,  გამომცემლობა.

ყიასაშვილი, ნიკო. 1988.  „თანამედროვეობა“ და „მოდერნიზმი“,    წიგნში დასაველთ ევროპის ლიტერაურა (XX საუკუნე), რედ-ები: ნატალია ორლოვსკაია და ნოდარ კაკაბაძე,  7-42. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.

სტატია  სამეცნიერო ჟურნალიდან. გვარი, სახელი, წელი,  სათაური, ჟურნალის სახელწოდება, ტომის (სერიის) ნომერი, წელი, გვერდების საერთო მოცულობა.   

სილაგაძე, აპოლონ. 2016. „ქართული მყარი სალექსო ფორმების აღმოსავლური წყაროები“.   სჯანი 17, 2016: 123-140.  

 სტატია პოპულარული/პერიოდული  ჟურნალიდან. გვარი, სახელი, წელი,  სტატიის სათაური. ჟურნალის სახელწოდება, ტომის (სერიის) ნომერი, თარიღი,  გვერდების საერთო რაოდენობა.

                    კიკნაძე, ზურაბ. 2019. „ვახტანგ კოტეტიშვილი-რეტროსპექტული  ფიქრები ქართულ კულტურაზე“. არილი, #1(279), 2019: 27-32.

მასალა გაზეთიდან. გვარი, სახელი, წელი,  სათაური, გაზეთის სახელწოდება, ნომერი, თარიღი.

ჯავახაძე, ვახტანგ. 2020.  „ისევ გალაკტიონი“, ლიტერატურული გაზეთი,  #5(261), 13-26 მარტი, 2020.

 მასალა ინტერნეტიდან

ელექტრონული წიგნი. გვარი, სახელი, წელი,  სათაური,  წიგნი, გამოცემის ადგილი, გამომცემლობა, URL მისამართი (არსებობის შემთხვევაში, DOI-ს შემცველი URL მისამართი) ან ბაზის სახელი, საიდანაც  მოძიებულია წიგნი (იმ შემთხვევაში, თუ ასეთ ელექტრონულ რესურს არ აქვს URL მისამართი).

Arthur,  Symons. 2020. Dramatis Personæ. Indianapolis:  The Boobs-Merrill Company.   http://www.gutenberg.org/files/62270/62270-h/62270-h.htm

სამეცნიერო ჟურნალის სტატია. გვარი, სახელი, წელი,  სტატიის სათაური. ჟურნალის სახელწოდება, ტომის (სერიის) ნომერი, გვერდები საერთო მოცულობა, DOI ან  DOI–ს შემცველი URL  მისამართი, არარსებობის შემთხვევაში  მხოლოდ URL   მისამართი ან  მონაცემთა ბაზის სახელი.

  • Magnifico Cedric and Bart Defrancq. „Norms and gender in  simultaneous  interpreting: a study of connective markers“. The International Journal  for Translation & Interpreting Research.  Vol. 12, No.1, 2020: 1-17.  DOI:10.12807/ti.112201.2020.a01
  • Smith, Pamela H. 2019. ”Experimenting in the Material World and on Paper in sixteenth-century France”. 47/ 1 june,  2019: 18-29.  https://journals.openedition.org/techne/1424

პოპულარული/პერიოდული  ჟურნალების  სტატიები. გვარი, სახელი, წელი,  სტატიის სათაური. ჟურნალის სახელწოდება, ტომის (სერიის) ნომერი, თარიღი, გვერდების საერთო რაოდენობა.  ამ ტიპის ჟურნალის სტატიას, თუ ის ინტერნეტით არის მოძიებული, უნდა მიეთითოს  URL მისამართი. ასეთი მისამართის არარსებობის შემთხვევაში -  მონაცემთა ბაზის სახელი. 

Carpenter, Zoe. 2020. Health Care: ‘A Amoment of Ethical Reckoning’. The  Nation.   Vol. 310,  Issue 16, 6/15/2020: 12-19.

http://web.a.ebscohost.com/ehost/detail/detail?vid=5&sid=e09e1ade-6550-4550-98b2-4176cb369906%40sessionmgr4008&bdata=JnNpdGU9ZWhvc3QtbGl2ZQ%3d%3d#db=afh&AN=143470006

ვებგვერდი (ვებგვერდის შინაარის შემთხევავში). ვებგვერდის სახელწოდება, წელი,  მასალის სათაური,  ატვირთვის ან მოძიების თარიღი, URL მისამართი.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2020. უნივერსიტეტის ისტორია. მოძიებულია 16.06.2020.  https://atsu.edu.ge/index.php/university-history-geo

 ვებსაიტი (ავტორის შემთხევვაში). გვარი, სახელი, წელი,  სათაური, ატვირთვის ან მოძიების თარიღი,  სახელწოდება, მასალის სათაური, ატვირთვის თარიღი. ასეთის არარსებობის შემთხვევაში, მოძიების თარიღი, ვებგვერდის URL მისამართი.

წერედიანი, დავით. 2019. „განშორების მეცნიერება“. ატვირთულია 15.04.2019.   https://textualscholarship.blogspot.com

 შენიშვნა:   

ერთი ავტორის ერთსა და იმავე წელს გამოცემული რამდენიმე წიგნის მითითებისას გამოიყენება ანბანური რიგი, მაგალითად: წერეთელი 2014ა: 167; წერეთელი 2014ბ: 300. 

თუ პუბლიკაციას არ აქვს გამოცემის თარიღი, მაშინ გვარის შემდეგ მიუთითეთ შემდეგნაირად: გვარი, სახელი. თ.გ. (თარიღის გარეშე).

სხვა წყაროები

საარქივი მასალა. დოკუმენტის სახელწოდება, თარიღი, დოკუმენტის ნომერი, ადგილი, სადაც ინახება ფონდი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა სხვადასხვა ორგანიზაციებთან ილია ჭავჭავაძის ძეგლის დადგმის შესახებ 1908-1913 წწ. საქართველოს ეროვნული არქივი.  ქშწკგ საზოგადოების საარქივო ფონდი. 1125(№1077) ფურც./დოკ. 101.

 კონფერენციის/ სიმპოზიუმის გამოქვეყნებული  მასალები. გვარი, სახელი, წელი,  სათაური, კონფერენციის/სიმპოზიუმის სახელწოდება, გვერდების საერთო მოცულობა. გამოცემის ადგილი, გამომცემლობა,   URL მისამართი (თუ მასალა მოძიებულია ელექტრონული რესურებიდან).

ჭილაია, რამაზ. 2020.  „ცვლილებათა ეპოქის ტექსტები“.  ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები:  XX საუკუნის 80-90-იანი წლების პოლიტიკური მოვლენები და ლიტერატურული დისკურსი. XIII საერთაშორისო სიმპოზიუმის მასალები, ნაწილი I: 315-328.  თბილისი: უნივერსიტეტის გამომცემლობა.

დისერტაცია. ავტორი (გვარი, სახელი),  სათაური, დისერტაციის ტიპი,  დაცვის ადგილი, წელი. URL მისამართი (თუ მასალა მოძიებულია ელექტრონული რესურებიდან).

ჩუბინიძე, კახა. საკოორდინატო ღერძების მობრუნება და ინტეგრალთა დიფერენცირება ძვრის მიმართ ინვარიანტული ბაზისების მიხედვით.  დისერტაცია მათემატიკის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2016.

მუსიკალური ნოტები. გვარი, სახელი (ტექსტში მხოლოდ გვარი), წელი,  სათაური, გამოცემის ადგილი, გამომცემლობა,  URL მისამართი (თუ მასალა მოძიებულია ელექტრონული რესურებიდან).

ყანჩელი, გია. 2009. კინოს და თეატრის მუსიკა ფორტეპიანოსათვის. რევაზ გაბრიაძის ჩანახატებით. თბილისი: საუნდ ორბიტი, 2009.

ნახატი, ფოტოსურათი, სკულპტურა. ავტორი, სახელწოდება, თარიღი,  აღწერილობა (მასალა, ზომა და ა. შ.),  ადგილმდებარეობა, ალბომიდან დამოწმების შემთხვევაში - ალბომის (წიგნის) სახელწოდება, გამოცემის ადგილი, გამომცემლობა, წელი, გვერდი ან  სურათის ნომერი.  URL მისამართი (თუ მასალა მოძიებულია ელექტრონული რესურებიდან).

ახვლედიანი, ელენე.  „პარიზი“.  1925.  ფერწერა, ზეთი, ტილო, ორიგინალის ზომა: 38,5x45,5 სმ. Iverieli. ფიროსმანი: ხელოვნების ციფრული მუზეუმი/ ფერწერა გრაფიკა, http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/89584  

დეტალურად იხ.: 

დადგენილება #73(19/20) აწსუ ციტირების წესისა და ინსტრუქციის შესახებ.

https://atsu.edu.ge/index.php/acad-council-separator/akad-sabcho-dadgenilebebi?task=document.viewdoc&id=1019

Chicago Citation Style Examples. 2017. 17th Edition.  https://www.wsc.edu/download/downloads/id/1843/chicago_citation_style_examples_-_17th_edition.pdf

Chicago Style Citationhttps://www.scribbr.com/category/chicago-style/