ჟურნალები
-
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე არის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო რეცენზირებადი/რეფერირებადი მულტიდისციპლინური ჟურნალი. ჟურნალში სტატიების გამოქვეყნება შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე უცხოურ (ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ) ენებზე ვრცელი ინგლისურენოვანი რეფერატის დართვით. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1993 წლიდან დაიწყო ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) ჟურნალის უნივერსიტეტის მოამბის გამოცემა, რომელიც 2013 წლიდან აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბის სახელწოდებით იბეჭდება. გამოდის წელიწადში ორჯერ.
ჟურნალის DOI: https://doi.org/10.52340/atsu
ISSN: 2233-3711
-
ქართველური მემკვიდრეობა
„ქართველური მემკვიდრეობა" ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებული ტარიელ ფუტკარაძის სახელობის ქართველოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ყოველწლიური რეფერირებადი (რეცენზირებული) სამეცნიერო ჟურნალია (გამოიცემა ბეჭდური და ელექტრონული ფორმით).
ჟურნალში ქვეყნდება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ ორგანიზებულ სიმპოზიუმებზე („ქუთაისური საუბრები") წაკითხული მოხსენებები და ქართველოლოგიური (ენათმეცნიერული, ლიტერატურათმცოდნეობითი, ფოლკლორული, ისტორიოგრაფიული, კულტუროლოგიური, ეთნოლოგიური...) გამოკვლევები, აგრეთვე ქართველოლოგიის ცენტრის თანამშრომელთა მიერ მოპოვებული დიალექტური ტექსტები.
ჟურნალის DOI: https://doi.org/10.52340/PUTK
ISSN: 1512-0953

