ჟურნალის მისია
ჟურნალის მისიაა, გააშუქოს ქართველოლოგიის აქტუალური საკითხები, წარმოაჩინოს და ფართო საზოგადოებას გააცნოს სამეცნიერო მიღწევები, ითანამშრომლოს მაღალი დონის ადგილობრივ და უცხოელ სპეციალისტებთან, ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მკვლევართა / მეცნიერთა ჩართულობას სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში, უზრუნველყოს კვლევის შედეგების საუნივერსიტეტო სასწავლო პროცესში მაქსიმალური ინტეგრაცია და ინტერნაციონალიზაცია, რაც ღირსეულად წარმოაჩენს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით პოტენციალს.