მასალები წმინდა მაქსიმე აღმსარებლის “ Quaestiones ad Thalassioum შედგენილობი სათვის ”-ის და მისი გელათური თარგმანი (K-14)
DOI:
https://doi.org/10.52340/PUTK.2022.26.06საკვანძო სიტყვები:
მაქსიმე აღმსარებელი, ღირსი თალასე, წმინდა წერილი, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ხელნაწერი , გელათური თარგმანიანოტაცია
წმინდა მაქსიმე აღმსარებლის პატრისტიკული მემკვიდრეობიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაშრომია „Quaestiones ad Thalassioum“ („თალასესადმი კითხვა-მიგება“). თხზულება ეგზეგეტიკური ხასიათისაა. მასში ღირსი მამა განმარტავს წმინდა წერილის ზოგიერთ რთულად გასაგებ ადგილს. ნაშრომი კითხვა-მიგების ფორმითაა დაწერილი. განსამარტავი ტექსტების შერჩევის ინიციატორია ღირსი თალასე, რომელიც წმინდა მაქსიმეს უგზავნის შეკითხვებს. სულ 65 კითხვა-მიგებაა. „Quaestiones ad Thalassioum“ პირველად წმინდა ექვთიმე ათონელს უთარგმნია. ექვთიმესეული თარგმანი არ არის სრული. მასში 65-იდან მხოლოდ 26 კითხვა-მიგებაა ასახული. ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში დაცულია წმინდა მაქსიმე აღმსარებლის თხზულებების შემცველი XII საუკუნის ხელნაწერი კოდექსი. მასში განთავსებულია წმინდა მამის 24 თხზულება: ორი ეგზეგეტიკური ნაშრომი, ერთი − პიროსის „მიმართ სიტყვისგება“, 10 დოგმატურ-პოლემიკური ტრაქტატი და 11 ეპისტოლე. დასახელებული ორი ეგზეგეტიკური თხზულებიდან ერთი სწორედ „Quaestiones ad Thalassioum“ის ქართული თარგმანის ტექსტია. გელათური თარგმანი სრულია. მასში 65 კითხვა-მიგება ზედმიწევნით არის ასახული. ხელნაწერი ტექსტი დღემდე შეუსწავლელი და გამოუცემელია. ნაშრომში განხილულია „Quaestiones ad Thalassioum“-ის შედგენილობა როგორც ორიგინალი ტექსტის, ისე მისი გელათური თარგმანის გათვალისწინებით. დადგენილია კითხვა-მიგებათა შორის ურთიერთმიმართება, კერძოდ, სემატიკური ან ბიბლიოლოგიური თვალსაზრისით, მათი თანმიმდევრობა ემყარება თუ არა რაიმე კანონზომიერებას. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ პირველი 35 კითხვა-მიგება არ არის დალაგებული რაიმე კანონზომიერი პრინციპით, ხოლო 36-65 კითხვამიგებათა ფარგლებში გატარებულია ბიბლიოლოგიური თანმიმდევრობის პრინციპი, კერძოდ, ერთმანეთის მომიჯნავე კითხვა-მიგება ყოველთვის ბიბლიის ერთი და იმავე წიგნიდანაა.
წყაროები
ბარამიძე 1953: ბარამიძე ა., საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების ყოფილი მუზეუმის ხელნაწერები (H კოლექცია). ტ. VI, თბილისი, 1953. იობიძე 2017: იობიძე, დ., აღწერილობა – K-14. ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის შრომები. ტ. XXVII, ქუთაისი, 2017. კეკელიძე 1956: კეკელიძე კ., ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან. ტ. 1, თბილისი, 1956. კეკელიძე 1980: კეკელიძე კ., ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია. ტ. I, თბილისი, 1980. ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ფონდის №14 ხელნაწერი. შჩერბაკოვი 2017: შჩერბაკოვი კ., წმინდა მაქსიმე აღმსარებლის − “Quaestiones ad Thalassioum”-ის პირველი კითხვა-მიგების წმ. ევთიმე ათონელისეული და გელათური სკოლის უცნობი ავტორების თარმანები. საეკლესიოსამეცნიერო კრებული „გრაგნილი“, ტ. V, 2017. ხოფერია 2005: ხოფერია, ლ., ჩანტლაძე, ა., მაქსიმე აღმსარებლის გელათური კრებული და მისი ბერძნული წყარო. მრავალთავი, ტ. XXI, 2005. Laga... 1980: Laga C., Steel C.,Maximi Confessoris, Quaestiones ad Thalassium. Brepols: Leuven university press, 1980. Laga... 1990: Laga C., Steel C. Maximi Confessoris, Quaestiones ad Thalassium. Brepols: Leuven university press, 1990. Епифанович 2013а: Епифанович Л. Преподобный Максим исповедник, его жизнь и творения. Т. 1. Kиев: Mартис, 2013. Епифанович 2013б: Епифанович Л., Преподобный Максим исповедник, его жизнь и творения. Т. 2. Киев: Мартис, 2013. Епифанович... 1994: Епифанович С., Сидоров А. 1994: Творения преподобного Максима исповедника, Вопросоответы к Фалассию. Москва: Мартис, 1994. Сидоров 1993: Творения преподобного Максима исповедника, Богословские и аскетические трактаты. Москва: Мартис, 1993. Сидоров 2021: Сидоров, А., Преподобный Максим исповедник, Вопросоответы к Фалассию. Москва: Сибирская Благозвонница, 2021.