სპერული სააკვნო ლექს-სიმღერები

ავტორები

  • თინა შიოშვილი შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი https://orcid.org/0000-0002-4745-9260

DOI:

https://doi.org/10.52340/PUTK.2025.29.22

საკვანძო სიტყვები:

ქართული ფოლკლორი, სააკვნო ლექს-სიმღერები, სპერი

ანოტაცია

სააკვნო ლექს-სიმღერები და მათი შესრულების ტრადიცია ბოლო დრომდე შემოინახეს საქართველოს უძველეს რეგიონში – სპერში, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში მოწყვეტილია საქართველოს და, სამწუხაროდ, ასწლეულებია, რაც იქ ქართული მეტყველება აღარ ისმის.

მიუხედავად ისტორიული პერიპეტიებისა, სპერში – ბაგრატიონთა ისტორიულ სამემკვიდრეოში, დღემდე ისმის ქართული ხალხური სააკვნო ლექს-სიმღერის - „ნანა” / „ნანინა” – მათებური ლექსემა: „ნინი” / „ნინინი”, რაც ზოგადქართული და ზოგადკავკასიური ქალღმერთის – ნანას სახელწოდებიდან მომდინარეობს. სპერულ „ნინი” // „ნინინი” ქართული „ნანების”, განსაკუთრებით კი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში გავრცელებული სააკვნო ლექს-სიმღერათა ვარიანტების მსგავსია, რაც იმის დასტურია, რომ სპერელთა ისტორიულ მეხსიერებაში მყარად არის ჩაბუდებული ეროვნული ტრადიციების, იდენტობის გენეტიკური კოდი, რამაც, ფოლკლორის სხვა ჟანრებთან ერთად, სააკვნო ლექს-სიმღერებშიც იჩინა თავი.

სპერის სოფლებში მრავლად ჩავიწერეთ სააკვნო ლექს-სიმღერები, რომლებსაც ასრულებენ ქალები –დედები და ბებიები, პათოსი კი ისეთივეა, როგორიც – ქართულში:  სპერელებიც ბავშვს ეალერსებიან, უქმნიან სათანადო მყუდრო გარემოს დასაძინებლად.

სპერული სააკვნო ლექს-სიმღერები როგორც ლექსიკურად, ისე შინაარსობრივად და, აგრეთვე,   განწყობა-ხასიათის მხრივაც მსგავსია ზოგადქართული „ნანებისა“; ირივეგან შემორჩენილია როგორც უძველესი მსოფლმხედველობის ნიუანსები, ისე სამეურნეო-ყოფითი რეალიები. ამისი ნათელი დასტურია ლექს-სიმღერათა ტექსტებში ცხოველებისა თუ ფრინველების „გაძევების“ მაგალითები, როგორიცაა მეგრული „სისა ტურა“ და, აგრეთვე, საქართველოს სხვა რეგიონების ტრადიციული სააკვნო ლექს-სიმღერები.

სპერულ „ნინინებში“ ხშირია რიტმული განმეორებანი, რაც განსაკუთრებულად დამახასიათებელია ქართული სააკვნო ლექს-სიმღერებისათვის და რაც აშკარად მიუთითებს ლექსიკური პრინციპისაკენ – გარითმვისაკენ  ამ ტექსტთა მისწრაფებაზე,.

ასწლეულების ქართულენოვანი დუმილის მიუხედავად, საქართველოს ძირძველი კუთხის – სპერის მოსახლეობის ისტორიულმა მეხსიერებამ მაინც შემოინახა ზეპირსიტყვიერებისა და ეთნოგრაფიული ყოფის გენეტიკური მახსოვრობის ბევრი ნიუანსი და მათ შორის, ბუნებრივია, უნდა მოვიხსენიოთ სააკვნო ლექს-სიმღერებიც. 

წყაროები

BSUQCFA 2025: Archive of Batumi Shota Rustaveli State University of Humanities Centre for Kartvelian studies;

GFP 1979: The Georgian folk poetry. Tbilisi, 1979. Publishing house “Science”:

Shioshvili 2016: Shioshvili T., Shavshian folklore. Batumi, 2016. Publishing house “Ajara”:

Shioshvili 2017: Shioshvili T., Klarjian folklore. Batumi, 2017. Publishing house “Ajara”:

Shioshvili 2022: Shioshvili T., Taoian folklore. Batumi, 2022. Publishing house “Ajara”:

Shioshvili 2024: Shioshvili T., Folklore of the descendants of hte georgian muhajir’s. Batumi,2024. Publishing house “Saari”.

Zandukeli 1989: Zandukeli F., The letters about Georgian child’s folklore. Tbilisi, 1989. Publishing house “Nakaduli”;

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-11-01

როგორ უნდა ციტირება

სპერული სააკვნო ლექს-სიმღერები. (2025). ქართველური მემკვიდრეობა, XXIX, 261-268. https://doi.org/10.52340/PUTK.2025.29.22

მსგავსი სტატიები

1-10 — 95

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.