მუჰაჯირი ქართველის – ნური ეფენდი თავდგირიძის პოეზია
DOI:
https://doi.org/10.52340/PUTK.2025.29.18საკვანძო სიტყვები:
ქართული ემიგრანტული პოეზია, მუჰაჯირი ქართველები , ნური ეფენდიანოტაცია
როგორც ცნობილია, ჩვენი ქვეყნის ისტორიული ბედუკუღმართობის გამო, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარების შედეგად, ქართველი ხალხის ერთმა ნაწილმა დატოვა სამშობლო და უცხოეთში გადაიხვეწა. მათ იქაც გაანედლეს ქართული მხატვრული სიტყვა, შექმნეს ქართული პროზისა და პოეზიის ნიმუშები. ნაშრომში სწორედ ერთი მუჰაჯირი ქართველის – ნური ეფენდი თავდგირიძის პოეზიის შესახებაა საუბარი. კვლევის მიზანია მისი ლექსების შესწავლა, შეფასება-ანალიზი და გაცნობა მკითხველისათვის. სამწუხაროდ, ჩვენამდე მისი ლექსების ნაწილია მოღწეული და მიკვლეული, ხოლო დღიურები, ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ჩანაწერები სოფელში გაჩენილ ცეცხლს გაუნადგურებია. მოძიებული მასალით გარკვეული წარმოდგენა გვექმნება მისი პოეზიის შესახებ და შესაძლებელია მისი შემოქმედების მთავარი თემისა თუ ქვეთემების გამოკვეთა. არის რამდენიმე ლექსი, რომელიც თქმის ფორმითა და შინაარსით სახასიათოა და ნური ეფენდი თავდგირიძეს ემოციური ხელწერის ავტორად წარმოგვიდგენს.
ნური ეფენდი თავდგირიძის ლექსები ტკივილიან-სევდიანი ამონაკვნესებია. მან არაერთი ლექსი მიუძღვნა ისტორიულ ადგილებსა და პიროვნებებს, ზოგჯერ სიყვარულსაც, მაგრამ ლექსების ძირითადი ნაწილი სამშობლოს მოშორებით გამოწვეული განცდებისა და მშობლიური სამოსახლოს ზღვარდაუდებელი მონატრების ტკივილიანი ეპოპეაა. ლექსები მისი სულიერი ბიოგრაფიის ეპიზოდებია და ღრმად გვახედებს მის შინაგან სამყაროში. გვაცნობს მუჰაჯირი კაცის სულის მოძრაობას. კერძოდ, სამშობლოს დატოვებით გამოწვეული განცდების წუთებიდან დაწყებული, უკვე გაჭაღარავებული, თმაგათეთრებული მუჰაჯირის სიცოცხლის ბოლო წუთებამდე. თუმცა ნაღველი, დარდი, ტკივილი მისი ყოველდღიურობის თანმდევია, რამეთუ „მშობელ მიწას სხვანაირი გემო აქვს“ და მონატრება გაუსაძლისად ქცეულა მისთვის. სათქმელი უდიდესი ემოციითაა მოტანილი მკითხველამდე ისე, რომ მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხებით არაა განებივრებული. მიგვაჩნია, რომ არც საჭიროებს სათქმელი სხვა ხერხს, რამეთუ მის მაგივრობას ტკივილი ასრულებს.
ნაშრომში ნური ეფენდი თავდგირიძის სევდითა და განცდებით დამძიმებულ სულიერ მდგომარეობაზეა საუბარი. მისი ლექსების გაცნობა კი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მისი პოეტური ნააზრევი ოდენ ემიგრანტული პოეზიის კუთვნილებად არ უნდა დარჩეს და მას უნდა იცნობდეს მისი ნატრული სამშობლო, მკითხველთა ფართო წრე. აქვე დავძენთ, შესაძლებელია, რომ რამდენიმე ლექსმა ქართული პოეზიის ისტორიაში მოკრძალებული ადგილიც დაიჭიროს.
წყაროები
Droeba 1878: Newspaper “Droeba”. Tbilisi, 1878, №40. p. 3.
Nikoleishvili 2014: Nikoleishvili A., Anthology of Georgian poetry greated abroad. Kutaisi, 2014. Akaki Tsereteli State University Publishing House.
Phutkaradze 2018: Phutkaradze Sh., Malakmadze R., Reature of Batumi in the Poetry of Nuri Efendi Tavdgiridze: Proceedings of the International Scientific Conference of the Niko Berdzenishvili Institute of Batumi Shota Rustaveli State University-Batumi Past and Present, IX. Batumi, 2018.