ნიაზი (აჰმედ) ბანოღლუს (ბანელიშვილის) „სიყვარულისთვის“ - გიორგი სააკაძისა და ქეთევან წამებულის ცხოვრებათა ამსახველი ისტორიული რომანი
DOI:
https://doi.org/10.52340/PUTK.2025.29.13საკვანძო სიტყვები:
ნიაზი (აჰმედ) ბანოღლუ, გიორგი სააკაძე, ქეთევან დედოფალი, საქართველო-თურქეთის კულტურული ურთიერთობებიანოტაცია
ეთნიკური წარმომავლობით ქართველი მწერლის – ნიაზი (აჰმედ) ბანოღლუს (ბანელიშვილის. 1913-1992 წწ.) ლიტერატურული მემკვიდრეობა დღესდღეობით თითქმის სრულიად უცნობია საქართველოში. მწერლის შემოქმედებით ჩემი დაინტერესების განმაპირობებელ უმთავრეს ფაქტორად არა მარტო მისი ქართული წარმომავლობა იქცა, არამედ ისიც, რომ მისი მხატვრული ნააზრევის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას ქართულ თემატიკასთან დაკავშირებული ისტორიული რეალიების წარმოსახვა წარმოადგენდა. კერძოდ, სტამბოლში 1940 წელს გამოცემულ თავის რომანში – „სიყვარულისთვის“ მან თურქულ არქივებში თავის მიერ მოძიებულ მასალებზე დაყრდნობით მოგვითხრო გიორგი სააკაძისა და ქეთევან წამებულის ტრაგიკული ცხოვრებისეული თავგადასავალი. ნიაზი ბანოღლუ მთელი სიცოცხლის განმავლობაში ეწეოდა აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას. კერძოდ, თავისი მწერლური შესაძლებლობები მან შთამბეჭდავი ფორმით გამოავლინა როგორც ორიგინალურ მხატვრულ და პუბლიცისტურ ქმნილებებში, ისე ქართველ მწერალთა შემოქმედებიდან თურქულ ენაზე თარგმნილი და გამოცემული მხატვრული ტექსტებით.
ნიაზი ბანოღლუ ქართული წარმომავლობის პირველი თურქი მწერალია, რომელმაც ხსენებული ეთნიკური წარმომავლობის ავტორთაგან თურქული ლიტერატურის ისტორიაში პირველმა დაუდო სათავე ქართულ თემატიკას. კერძოდ, გიორგი სააკაძისა და ქეთევან წამებულის ცხოვრებისეული ხვედრის ამსახველი თავისი რომანით მან ძირითადად ისტორიული სიმართლით მოგვითხრო ხსენებულ პიროვნებათა ტრაგიკული თავგადასავლების წარმომჩენი მოვლენები. ამ მიზნით მას საფუძვლიანად ჰქონდა შესწავლილი აღნიშნულ რეალობასთან დაკავშირებით თურქულ არქივებში დაცული დოკუმენტებიცა და თურქ, ქართველ და სპარს მემატიანეთა მემუარული ჟანრის ტექსტებიც. ნიაზი ბანოღლუს რომანის განსაკუთრებით მნიშვნელოვან ღირსებად უნდა მივიჩნიოთ ის გარემოებაც, რომ გიორგი სააკაძეს იგი, პირველ ყოვლისა, საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების ერთგულ იმ პიროვნებად წარმოაჩენს, რომლის იდეალსაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვა წარმოადგენდა.
წყაროები
Banoghlu 1941: Niazi (Ahmed) Banoghlu (Banelishvili), For Love, Istanbul, 1941.
Chilaşvili 2018: Parna-beka Chilashvili, Giorgi Saakadze ve Aşk Uğrunda (For the Sake of Love), published by Parna-beka on the website Tetri Piala on September 23, 2018.
Chkhaidze 1991: Chkhaidze A,. Our People: A Documentary Story about Compatriots Living in Turkey and Other Stories. Batumi, 1991.
Karbelashvili 1987: Karbelashvili G., The Essence of the Soul. Tbilisi, 1987.
Nikoleishvili 2022: Nikoleishvili A., Georgia in the Lives and Works of Foreign Writers. Tbilisi, 2022. Publishing House “Georgia’s Messenger”.
Tamarashvili 1902: Tamarashvili M., The History of Catholicism among Georgians. Tbilisi, 1902.