ქართველი ტყვეები სტამბოლის ბაზარზე – ისტორიული მსოფლმხედველობის მორალიზატორული ასპექტები ქართულ ლიტერატურაში

ავტორები

  • ნინო მამარდაშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავტორი https://orcid.org/0009-0002-1693-4396

DOI:

https://doi.org/10.52340/PUTK.2025.29.09

საკვანძო სიტყვები:

ქართული ლიტერატურა, ტყვეთა ყიდვა-გაყიდვა, სტამბოლის ბაზარი

ანოტაცია

ფეოდალური საქართველოს ერთი თვალსაჩინო და მძიმე მოვლენაა ქართველ ტყვეთა ყიდვა-გაყიდვა. ეს მოუშუშებელი ტკივილი, სამარცხვინო სენი, აფიქრებდა ქართველ მწერლებს. ქართულ კლასიკურ მწერლობაში პირველმა იოანე ბატონიშვილმა „კალმასობაში“ (1813-1828) ხმა აიმაღლა ამ მახინჯი მოვლენის წინააღმდეგ. ალ. ორბელიანის ისტორიული პოემა „კეთილი ბერიკაცი“ (1852) ამ თემას ეხმაურება. ილია ჭავჭავაძის „იანიჩარი“ (1860), აკაკი წერეთლის „ბაში-აჩუკი“ (1896), უიარაღოს „მამელუკი“ (1912) უსამშობლოდ დარჩენილი ადამმიანების ტრაგედიის მხატვრულ ხორცშესხმას წარმოადგენენ.

საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობა ხელს უწყობდა ადამიანთა ტაცებასა და ყიდვა-გაყიდვას. დასავლეთ საქართველო, რომელიც შავ ზღვას ესაზღვრებოდა, რამდენიმე საუკუნის განმავლობაში გარეშე მტერთა თარეშისა და შინაომების ასპარეზად იქცა. ტყვეებით ვაჭრობამ განსაკუთრებით მძიმე სახე მიიღო XVIII საუკუნიდან. საქართველოში ადამიანთა ვაჭრობის ფაქტის შესახებ მრავალი ისტორიული წყარო მიუთითებს. ცნობები მრავლად არის წარმოდგენილი კათოლიკე მისიონერთა და მოგზურთა თხზულებებში.

ანაკლიიდან სტამბოლამდე მიმავალი გზა უბედურების მომტანად იქცა ქართველებისთვის. ისტორიულმა რეალობამ დიდი დაღი დაასვა ქართულ მსოფლმხედველობას. ქართულმა ლიტერატურამ ისტორიული მოვლენების ამგვარ განვითარებას მორალიზატორული ასპექტით უპასუხა. მხატვრულ ტექსტებში ტყვეთა გამყიდველების დაცემული ზნეობაა მხილებული. გადმოცემულია გულისტკივილი და წუხილი სამშობლოსათვის დაკარგული, სხვისი ქვეყნის სამსახურში ჩამდგარი ქართველი ჭაბუკების გამო („იანიჩარი“, „მამელუკი“). მაგალითის მიმცემად და ზნეობრიობის გამომხატველ პერსონაჟებად არიან წარმოდგენილი სასულიერო პირები: მღვდელი მარკოზი („მამელუკი“), ბერი იოანე („კალმასობა“). ნათლად ჩანს, თუ რა ფუნქცია უნდა ჰქონოდა სარწმუნოებას ჯანსაღი ურთიერთობის აღდგენაში. ღიად ისმის მოწოდება სინანულისა და სიკეთისაკენ. მოქალაეობრივი შეგნებისა და დიდი სულიერების მატარებელ პიროვნებებად არიან წარმოჩენილი ქართველი ქალები, მიუხედავად მათი სოციალური სტატუსისა („ბაში-აჩუკი“, „მამელუკი“).

ფეოდალური არისტოკრატიის გაუტანლობასა და ვერაგობას უპირისპირდება მაღალი ზნეობა და თავდადება.

ისტორიულად უაღრესად მძიმე მოვლენის მორალიზატორულ ასპექტში წარმოჩენამ ხელი შეუწყო ქართულ საზოგადოებაში გაბატონებული ეროვნული ნიჰილიზმის შესუსტებას.

წყაროები

Bakradze 1999: Bakradze Ak., Cardu (Grigol Robakidze). Tbilisi, 1999.

Berdzenishvili 1973: Berdzenishvili N., Essays on the History of Georgia. Vol. VI. Tbilisi, 1973.

Gabashvili 1983: Gabashvili V., Buying Lead in Medieval Europe. "Matsne" of the Academy of Sciences of the Georgian SSR, №4, 1983.

Kankava 1964: Kankava G., Literary Etudes. Tbilisi, 1964.

Mamardashvili 2005: Mamardashvili N., Mameluki and its Author. Tbilisi, 2005.

Tabidze 1989: Tabidze T., Poems, Poems, Prose, Letters. Tbilisi, 1989.

Tenni 1989: Tenni YP., Philosophy of Art. Tbilisi, 1989

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-11-01

როგორ უნდა ციტირება

ქართველი ტყვეები სტამბოლის ბაზარზე – ისტორიული მსოფლმხედველობის მორალიზატორული ასპექტები ქართულ ლიტერატურაში. (2025). ქართველური მემკვიდრეობა, XXIX, 90-98. https://doi.org/10.52340/PUTK.2025.29.09

მსგავსი სტატიები

1-10 — 96

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.