ჰომეროსის ეპოსი და სიყვარული ტროას ომში

ავტორები

  • ნინო გვენეტაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი https://orcid.org/0009-0000-9032-9798

DOI:

https://doi.org/10.52340/PUTK.2025.29.03

საკვანძო სიტყვები:

ჰომეროსი, ილიადა და ოდისეა, ტროას ომი, ოჯახური წყვილები

ანოტაცია

ჰომეროსი თავის პოემებში „ილიადა“ და „ოდისეა“ გვაძლევს საშუალებას, განვსაზღვროთ, როგორი იყო მისი და, საერთოდ, იმ ეპოქის ქალისადმი დამოკიდებულება, რომელსაც თავად ეპიკოსი ეკუთვნოდა (ძვ. წ. VIII ს.), ან კიდევ, დიდი ომებისა და დიდი სამეფოების იმ გმირული ხანის, რომლის აღდგენასაც ჰომეროსი ცდილობს და რომელიც კლასიკურ ფილოლოგიაში მიკენურ ხანად და ტროას ომის ეპოქად სახელდება (ძვ. წ. XVI-XIII სს.).         
           ქალის სტატუსისადმი ძველი და ახალი დამოკიდებულების შეპირისპირებამ და გვერდიგვერდ წარმოჩენამ მისცა პოეტს საშუალება, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომპლექსური და ფართო განცხადებები გაეკეთებინა. წარმოდგენილ ნაშრომში კვლევას წარვმართავთ კონკრეტული დეტალების თუ განშტოებების ჩვენებით, რათა დავაფიქსიროთ „ილიადასა“ და „ოდისეაში“ ტროას ომში ქალისადმი დამოკიდებულების, ემოციების, სიყვარულის მოტივის დამუშავების ხარისხი. ამის ნათელყოფას მოვახდენთ იმ წყვილების საფუძველზე, რომლებიც ამოსავალი იქნება ტროას ომის დროს ქალისა და მამაკაცის ურთიერთმიმართების გასარკვევად. ეს წყვილებია: ჰექტორი – ანდრომაქე, ოდისევსი – პენელოპე, ალკინოე – არეთე, ალექსანდროსი – ელენე, მენელაოსი – ელენე, აგამემნონი – კლიტემნესტრა. წარმოდგენილი წყვილები ერთმანეთთან ცოლქმრული ურთიერთობით არიან დაკავშირებულნი. ეს არ არის გასაკვირი, რადგან პოემებში ასახული საზოგადოების, როგორც აქაველების, ისე ტროელების, ძირითადი ბირთვი არის ოჯახი, რომლის მთავარი და სრულფასოვანი წევრები არიან ქმარი, ცოლი და  შვილები.    
ჰომეროსი ცოლქმრული ურთიერთობის იდეალიზაციას ახდენს. მასთან ქალები ინარჩუნებენ თავიანთ ტრადიციულ სახეს – უყვართ თავიანთი მეუღლეები, ასრულებენ ჩვეულ ვალდებულებებსა და მოვალეობებს, ზრუნავენ შვილებსა და ქმრებზე. მიუხედავად ამისა, ჰომეროსის დამოკიდებულება ქალისადმი არის სრულიად ახლებური – მან ცოლისა და ქმრის დამოკიდებულება ისეთი რომანტიკული ურთიერთობის დონეზე აიყვანა, როგორიც ლიტერატურაში კარგა ხანს აღარ განმეორებულა (საზოგადოებაში ისედაც არ იყო, სულ ცოტა, კლასიკურ ეპოქამდე – ძვ.წ.V-IV სს).          

ჰომეროსს აინტერესებს არა ცალკეული მამაკაცი, თუნდაც, გამორჩეული გმირი იყოს იგი, ან ქალი, არამედ – მათი ურთიერთობა, თანაბარუფლებიანი პარტნიორობა, რომლებსაც აქვთ საერთო ტკივილი და ფიქრი მტრების მიმართ და საერთო სიკეთე მეგობრებისადმი. ჰომეროსის აშკარად დადებითი დამოკიდებულება არის იმ საზოგადოების მიმართ, რომელშიც გათანაბრებულია ქალისა და მამაკაცის უფლებები ოჯახშიც და საზოგადოებაშიც. ყურადღებას გავამახვილებთ იმ ფაქტზე, როგორი სიყვარულით საუბრობს ტროას მეფე, დიადი პრიამოსი, კოლხ ასულ ამაძონებზე, რომლებთან ერთადაც მან ბევრი ომი მოიგო და რომელთა დედოფლებიც, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების წესი მამაკაცური ჰქონდათ, ხშირად იყვნენ სიყვარულის ობიექტები. 

წყაროები

Fiction

Homer 1919: Homer, Odyssey. Translated by A. T. Murray. Cambridge, 1919. Published by “Harvard University Press”.

Homer 1924: Homer, Iliad. Translated by A. T. Murray. Cambridge, 1924. Published by “Harvard University Press”.

Translations

Homer 2013a: Homer, Iliad. Translated By Roman Miminoshvili. Tbilisi, 2013. published by “Bakur Sulakauri Publishing House”.

Homer 2013b: Homer, Odyssey. Translated By: Tamaz Chkhenkeli and Zurab Kiknadze. Tbilisi, 2013, published by “Bakur Sulakauri Publishing House”.

Scientific literature

Felson 1994: Felson R., Regarding Penelope: From Character to Poetics. Princeton, 1994. Publisher “Princeton University Press”.

Mayor 2014: Mayor A., The Amazons: Lives and Legends of Warrior Women across the Ancient World. Princeton, 2014. Publisher “Princeton University Press”.

Michalopoulos 2022: Michalopoulos A., On Greek and Roman Love Poetry. UK, 2022. Publisher “Cambridge University Press”.

Pache 2020: Pache C., Family and Marriage in Homer. UK, 2020. Publisher “Cambridge University Press”.

Rhoda 2016: Rhoda A., Compassionate Love in Homer’s Iliad. Ghana, 2016. Publisher “University of Ghana”.

Rozier 2017: Rozier C., Tradition and Character: Helen’s Divine Epithets in the Iliad. Syllecta Classica, t. 28. USA, 2017, pg. 1-23.

Strechie 2022: Strechie M., Elite Female Fighters: The Amazons. Journal of Romanian Literary Studies, t. 29. Germany, 2022, pg. 299-306.

Walcot 1987: Walcot P., Romantic Love and True Love: Greek Attitudes to Marriage. Ancient Society, t.18. Belgium, 1987, pg. 5-33.

Whalley 2010: Whalley J., On the Bravery of Women: The Ancient Amazon and Her Modern Counterparts. Kelburn 2010. Publisher “Victoria University of Wellington”.

Winkler 1990: Winkler J., The Constraints of Desire: The Anthropology of Sex and Gender in Ancient Greece. New York, 1990. Publisher “Routledge”.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-11-01

როგორ უნდა ციტირება

ჰომეროსის ეპოსი და სიყვარული ტროას ომში. (2025). ქართველური მემკვიდრეობა, XXIX, 27-35. https://doi.org/10.52340/PUTK.2025.29.03

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.