მიხეილ ჯავახიშვილის ერთი მოთხრობის ისტორიისათვის

ავტორები

  • თამარ გოგოლაძე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

DOI:

https://doi.org/10.52340/PUTK.2022.26.03

ანოტაცია

შესანიშნავ ქართველ მწერალს, პროზის დიდოსტატს, მიხეილ ჯავახიშვილს (1880-1937) „ჯაყოს ხიზნების“ შემდეგ კიდევ ერთი, ლიტერატურათმცოდნეთა მიერ რამდენადმე მივიწყებული, მოთხრობა „ფინჯანი“ შეუქმნია, რომელიც პირველად 1928 წელს ჟურნალ „მნათობში“ (№2-3) დაიბეჭდა, მოგვიანებით კი მწერლის თხზულებათა კრებულში განთავსდა. მოთხრობის მთავარი გმირი ნოდარ შუბიძე მეცნიერ-ქიმიკოსი, გამომგონებელია, რომელმაც საქართველო დატოვა ბოლშევიკების შემოსვლისთანავე და სხვა ემიგრანტ ქართველებთან ერთად პარიზს მიაშურა. რვა წლის ფიქრისა და პოლიტიკურ მოვლენათა გააზრების, შეფასებისა და გაანალიზების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ახლადჩამოყალიბებულ საბჭოთა კავშირს ევროპა ომით ემუქრება, გადაუწყვეტია, კვლავ იქ, სამშობლოში დაბრუნდეს, მაგრამ სიახლით, საჩუქრით – სუფრის ფაბრიკაში გამოცდილების მიღების, თავდაუზოგავი შრომის, ექსპერიმენტების შედეგად შექმნილი ფაიფურის ფინჯანით, რაც ახალ შესაძლებლობებს შეუქმნის ახლადშექმნილი საბჭოთა საქართველოს ქიმიურ წარმოებას. „ფინჯანში“ კარგად წარმოჩინდა ის აზრთა ჭიდილი, რომელმაც მოიცვა ერი „სიახლის შენების“ პროცესში. მხატვრულობა აქ შესანიშნავად ერწყმის მწერლის მთავარ მიზანდასახულობას, – აჩვენოს ეს პროცესი, თუმცა მოთხრობის დასასრული კვლავ კითხვის ნიშანს ტოვებს მთავარი პერსონაჟისა და თვით მკითხველის წინაშე. სტატიის მიზანია აჩვენოს სწორედ მ. ჯავახიშვილის მოთხრობის ეს მხარეები და ის პოლიტიკური პროცესი, რომელიც  20-იანი წლების ქართულ სინამდვილეს ერთგვარი შეფარვით წარმოაჩენს.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-11-01

როგორ უნდა ციტირება

მიხეილ ჯავახიშვილის ერთი მოთხრობის ისტორიისათვის. (2022). ქართველური მემკვიდრეობა, XXVI, 22-26. https://doi.org/10.52340/PUTK.2022.26.03