ქართულ-თურქული ურთიერთობების საკითხები კიტა აბაშიძის პუბლიცისტურ ნააზრევში

ავტორები

  • კახაბერ ქებულაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი https://orcid.org/0009-0004-1498-698X

DOI:

https://doi.org/10.52340/PUTK.2026.30.24

საკვანძო სიტყვები:

კიტა აბაშიძე, ქართული პრესა, სოციალისტ-ფედერალისტური პარტია

ანოტაცია

თვალსაჩინო ქართველმა საზოგადო მოღვაწემ და კრიტიკოსმა კიტა (ივანე) გიორგის ძე აბაშიძემ (1870-1917) საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის გაზეთში „მეგობარი“ (შემდეგში „ჩვენი მეგობარი“) 1915-1916 წლებში გამოაქვეყნა მეზობელი ხალხებისადმი მიძღვნილი წერილების სერია. თავდაპირველად მან ათი წერილი დაბეჭდა სათაურით „ჩვენ და სომხები“, ხოლო ორი – „ჩვენ და თათრები“. წერილების გამოქვეყნება, ჩვენი აზრით, ორმა მიზეზმა განაპირობა: პირველი – 1914 წელს თბილისში გამოიცა სომეხი ავტორის ბ. იშხანიანის წიგნი, რომლიც სათაურია „ქართველ-სომეხთა შორის არსებული შუღლის ეკონომიური და საზოგადოებრივი საფუძველი“, სადაც უაღრესად ტენდენციურად და ცალმხრივად არის გაშუქებული ქართველთა და სომეხთა ურთიერთობა; მეორე – კავკასიის მეფისნაცვალი ვორონცოვ-დაშკოვი (1905-1915), რომელიც პროსომხური ორიენტაციის იყო, კავკასიიდან გაიწვიეს.
თავის პუბლიკაციებში ავტორს გაშუქებული აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ქართველთა და სომეხთა დამოკიდებულებას შეეხება. ერთ-ერთი მათგანია სომხების მისწრაფება ამიერკავკასიაში ჰეგემონობისაკენ, რასაც ხელს უწყობდა სომხური ბურჟუაზიის მიერ მოსყიდულ-მოქრთამული კავკასიის რუსული ადმინისტრაცია თვით მეფისნაცვალ ვორონცოვ-დაშკოვის მეთაურობით. კ. აბაშიძე თავის წერილებში მკაცრად ილაშქრებდა სომეხთა ამ მისწაფებების წინააღმდეგ.
სომხეთის შოვინისტურ წრეებთან კამათმა კიტა აბაშიძე ბუნებრივად მიიყვანა იმის აუცილებლობამდე, რომ გამოეხატა ქართველი საზოგადოების დამოკიდებულება ჩვენი მეზობელი სხვა ხალხებისადმი, გაერკვია, თუ რა პოზიცია ეჭირათ მათ იმ საკითხებში, რაც უთანხმოებისა და დავის საგნად ქცეულიყო. მაგალითად, როგორც ზემოთ აღინიშნა, თათრებთან ურთიერთობას მიეძღვნა კ. აბაშიძის ორი წერილი – „ჩვენ და თათრები“, რომლებიც გაზეთ „ჩვენს მეგობარში“ დაიბეჭდა.

წყაროები

Gabashvili 1992: Gabashvili R., In Memories. Tbilisi, 1992.

Megobari 1915: Newspaper “Megobari", 1915, №20.

Chveni Megobari 1916: Newspaper “Chveni Megobari". 1916, №8, №11, №21.

Sakhallho Furceli 1916: Newspape "Sakhallho Furceli". 1916, №503.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-11-01

როგორ უნდა ციტირება

ქებულაძე კ. (2026). ქართულ-თურქული ურთიერთობების საკითხები კიტა აბაშიძის პუბლიცისტურ ნააზრევში. ქართველური მემკვიდრეობა, XXX, 257-263. https://doi.org/10.52340/PUTK.2026.30.24

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.