ლევან გელაძის პოემა „გუნეშ“

ავტორები

  • სოსლან სურმანიძე საქართველოს საპატრიარქოს წმ. ტბელ აბუსერიძის სასწავლო უნივერსიტეტი ავტორი https://orcid.org/0009-0000-4220-6291

DOI:

https://doi.org/10.52340/PUTK.2026.30.20

საკვანძო სიტყვები:

ქართული პოეზია, ლევან გელაძე, თაობათა შორის ურთიერთობა, ტრადიციები

ანოტაცია

ლევან გელაძე მე-20 საუკუნის თვალსაჩინო პოეტი და საზოგადო მოღვაწეა. მის კალამს არაერთი ლექსი და სტატია ეკუთვნის. პროფესიით ექიმი არანაკლებ ზრუნავდა ხალხის სულიერი განვითარებისთვის. მისი შემოქმედება ერთობ სასიამოვნო და შინაარსობრივად დატვირთულია.
გარდა ლექსებისა და საგაზეთო სტატიებისა, ლევან გელაძის კალამს ეკუთვნის პოემა „გუნეშ“, რომელიც გამორჩეულია როგორც სალექსო ფორმით, ასევე შინაარსით.
პოემის შესავალშივე ჩანს ორი პერსონაჟი: ნური ბეგი და ჰარუნი, რომლებიც ძველი, მრავალჭირგამოვლილი მეგობრები არიან. ჰარუნი ნური ბეგს სარძლოდ თხოვს გუნეშს, – ერთადერთ ქალიშვილს.
პირობა კი მეგობრებმა დიდი ხნის წინ დადეს; როდესაც მემედ-ბეგის წინააღმდეგ ისინი ერთად იბრძოდნენ, ნური დაიჭრა, ის ჰარუნმა გადაარჩინა სიცოცხლეს. მაშინ მეგობრები შეთანხმდნენ, რომ შვილების შეუღლებით დამოყვრდებოდნენ და მათი მეგობრობაც გაგრძელდებოდა.
ლევან გელაძეს ერთი კონკრეტული შემთხვევით სურს დაგვანახოს ზოგადი პრობლემა: მოძველებული ადათ-წესები არ აძლევს ახალ თაობას განვითარების, თავისუფლების, აზროვნების საშუალებას. უაზრო სიამაყე დამღუპველია, როცა ოჯახს, შვილის მომავალს სჭირდება, უკანდახევა უფრო აღგამაღლებს, ვიდრე დაგამცირებს. ახალი თაობის წარმომადგენლის – ასლანის გონს მოგება იყო ავტორის ერთ-ერთი მთავარი მიზანი. ამით მან გვიჩვენა, რომ ახალმა სძლია ძველს. მართალია, დიდი მსხვერპლის საფასურად, მაგრამ დიდი საქმე ხომ დიდ მსხვერპლს მოითხოვს!
ლევან გელაძის პოემა „გუნეში“ ძველისა და ახალის ჭიდილს გადმოგვცემს, სტერეოტიპების მსხვრევას ემსახურება. კარგი პარალელი გაივლება ლევან გელაძის გუნეშს, ვაჟა ფშაველას ალუდა ქეთელაურსა და ჯემალ ქარჩხაძის იგის შორის. „გუნეშ“ შესანიშნავი პოემაა და მომავალ ფართომასშტაბიან კვლევას მოითხოვს

წყაროები

Geladze 2003: Levan Geladze, "One-volume" published by "Adjara" Publishing House, 2003.

Levan Geladze's poetry: https://poetry.ge/pages/levan-geladze/poems 20. 06.2025.

Levan Geladze - Biographical Dictionary http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00017066 20.06.2025.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-11-01

როგორ უნდა ციტირება

სურმანიძე ს. (2026). ლევან გელაძის პოემა „გუნეშ“. ქართველური მემკვიდრეობა, XXX, 223-233. https://doi.org/10.52340/PUTK.2026.30.20

მსგავსი სტატიები

1-10 — 130

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.