საქართველოს ძნელბედობა, ტოპონიმებთან შეზავებული
DOI:
https://doi.org/10.52340/PUTK.2026.30.08საკვანძო სიტყვები:
სამცხე-ჯავახეთი, ქართული ტოპონიმები, თურქეთი, გიორგი ზედგინიძეანოტაცია
ჩვენი ნაშრომი გახლავთ გიორგი ზედგინიძის მნიშვნელოვანი ისტორიული თხზულების – „დედის ტაძრის“ – განხილვა ისტორიულ-ონომასტიკური მეთოდით. გიორგი ზედგინიძე წარმომავლობით სამცხე-ჯავახეთიდან იყო ეს მოთხრობა სწორედ სამცხე-ჯავახეთის ავბედით ისტორიულ პერიოდს აღწერს. მეტიც, არა მხოლოდ სამცხე-ჯავახეთში, მოქმედება ვითარდება ისტორიული სამხრეთ საქართველოს, კონკრეტულად დღევანდელი თურქეთის, ტერიტორიაზე. ამ ისტორიულ თხზულებაში აღწერილია ოსმალების მიერ ქართული მიწის ანექსია XVII საუკუნეში. ხაზგასმით იკვეთება შავშეთის დაპყრობა-განადგურების პროცესი. აქ ის პერიოდია ასახული, როცა სამხრეთ-დასავლეთი საქართველო მეტად მწარედ განიცდიდა თურქთა ბატონობის უღელს, რაც XVI საუკუნიდან დაიწყო ქართული მიწის მიმართ. მეტიც, ამ მზაკვრულმა გეგმამ მთელი დასავლეთი საქართველოც მოიცვა. შედეგსაც მიაღწიეს ‒ საქართველოს ჩამოეჭრა ის ტერიტორია, რომელიც ერთ დროს, IX-X საუკუნეებში, იქცა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ-კულტურულ-საეკლესიო ცენტრად. როგორც პროფ. რევაზ სირაძე წერს, „მეორე ქართლად“, XVII საუკუნეში ისტორიული სამხრეთ-დასავლეთი საქართველო ჯერ კიდევ ინარჩუნებდა ქართული მიწის ქართულ სახელებს, ქართულ ტოპონიმებს, რომელთაც მე ერთგვარი „პირადობის მოწმობა“ ვუწოდე.
გამოვიყენებ შედარებას: როგორც 90-იან წლებში გაუჩინარდა პირადობის მოწმობიდან ეროვნების დამადასტურებელი სიტყვა, ჩვენ ჩვენთვის უნდა გვცოდნოდა, რომ მასში ჩაწერილი გვარი იყო ქართული, ისე გაილია, გაქრა ქართული წარმომავლობის აღნიშვნის საჭიროება ისეთ „დაპყრობილ ტოპონიმებშიც“, რომელთა ნაწილში, მიუხედავად ფორმაცვლილებისა, ჯერ კიდევ თვალხილულად იკითხებოდა, რომ იყო ქართული სიტყვა. მაგრამ მეცნიერება არც ერთს დატოვებს უყურადღებოდ და არც მეორეს.
XVII საუკუნეში ჯერ კიდევ ფიქსირდება, რომ ქართული ტოპონიმები მყარად ინარჩუნებენ ქართული მიწის ეროვნულ მეობას, ისინი თითქოს უტყვად დგანან ქართული მიწის სადარაჯოზე. თხზულებაში დაფიქსირებული ამ ტოპონიმებით სახელდებული ქართული სოფლების მცირე ნაწილი კარგა ხანია ნასოფლარებადაა ქცეული, მაგრამ ტოპონიმები თავად ღაღადებენ მათს არსებობას.
ჯერ წარმოვადგენთ თხზულებაში დადასტურებულ სამცხე-ჯავახეთის, შემდეგ ისტორიული სამხრეთ-დასავლეთი საქართველოს მე-17 საუკუნისდროინდელ ტოპონიმებს, ანუ სამი საუკუნის წინანდელ ტოპოვითარებას, უხვად ვიმოწმებთ ტოპონიმებით გაჯერებულ ტკივილიან ფრაზებს.
მიუხედავად უსასტიკესი დაპყრობითი ბრძოლებისა, ერთი ფაქტის აღნიშვნაც გვმართებს: მართალია, ასეთი დაუნდობელია დამპყრობელი, მაგრამ არ შეიძლება ყურად არ ვიღოთ გ. ზედგინიძის თხზულებაში ის ადგილი, სადაც ვკითხულობთ ერთი დაჭრილი თურქისა და ქართველი კაცის ჰუმანურ ურთიერთობაზე. აი, ასეთმა ფაქტებმა დროთა განმავლობაში თანდათანობით შეცვალეს ქართველთა და თურქთა ურთიერთობა კეთილგანწყობისკენ, მეგობრობისკენ.
წყაროები
Bagrationi 1973: Bagrationi Vakhushti,. Description of the Kingdom of Georgia. In The Georgian Chronicles (Kartlis Tskhovreba), Vol. IV. Tbilisi 1973. Publishing House „Soviet Georgia“.
Jikia 1941: Jikia S., The Great Register of the Vilayet of Gurjistan. Turkish text published with translation, study, and commentary. Tbilisi, 1941. Publishing House „Academy of Sciences of the Georgian SSR“.
Kakabadze 1966: Kakabadze S., Shota Rustaveli and His “The Knight in the Panther’s Skin“. Tbilisi, 1966.
Lomsadze 2011: Lomsadze Sh., Samtskhe–Javakheti (From the Mid-18th to the Mid-19th Century). Akhaltsikhe 2011.
Melikidze 2021: Melikidze N., Anthroponyms of Aspindza Municipality. Akhaltsikhe 2011. Publishing House „Samtskhe–Javakheti University Press“.
Orbeliani 1991,1993: Orbeliani S.-S., Georgian Dictionary. Vol. I – 1991, Vol. II – 1993. Tbilisi, Publishing House „Merani“.
Putkaradze 2007: Putkaradze T., Imerkhevi Speaking Land. Kutaisi, 2007. Publishing House “Kutaisi State University”.
Putkaradze 1993: Putkaradze Sh., The Georgian Language of Our People. Book One. Batumi 1993. Adjara Journal and Newspaper Publishing House.
Putkaradze 2016: Putkaradze Sh., The Georgian Language of Our People. Book Two. Batumi, 2016. Publishing house “ajara“.
Shioshvili 2022: Shioshvili T., Historial South Georgian Folklore. III, Taoian Folklore. Batumi, 2022. Publishing house “ajara“.
Taqaishvili 1960: Taqaishvili E., The 1917 Archaeological Expedition in Southern Georgia. Tbilisi, 1960. Publishing House „Metsniereba“.
Taqaishvili 1968: Taqaishvili E., Selected Works. Vol. II. Tbilisi, 1968. Publishing House „Metsniereba“. Topchishvili… 2019: Topchishvili R., Ghutidze I., Toponyms of Shavsheti and Klarjeti in the Russian Documents of XIX Century and of the beginning of XX Century. Tbilisi, 2019. Publishing House ”Mtsignobari”.
Zedginidze 1981: Zedginidze G.,The Temple of the Mother. Tbilisi: Publishing house, „Nakaduli“ 1981.
