ჯადოსნური საგნები, ფრინველები და ცხოველები ქართულ-თურქული ზღაპრების მაგალითზე

ავტორები

DOI:

https://doi.org/10.52340/PUTK.2026.30.07

საკვანძო სიტყვები:

ქართული ფოლკლორი, ქართული ზღაპრები, თურქული ზღაპრები, ჯადოსნური საგნები

ანოტაცია

სხვადასხვა ქვეყნების ზეპირ შემოქმედებაში ზღაპარს, უფრო მეტად ჯადოსნურ ზღაპარს, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, რამდენადაც იგი არის ერთგვარი „ფსიქოლოგიური დაცლა“ ამა თუ იმ ერის შემოქმედებითი ენერგიისა და ჭეშმარიტად გამოხატავს მის ძირითად შეხედულებებს. ჯადოსნურ ზღაპარს თავისი სტრუქტურული ელემენტები გააჩნია. ზღაპრებში, როგორც წესი, გამოიყენება სხვადასხვა ჯადოსნური საშუალებები (საგნები, ფრინველები, ცხოველები).
საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდა ქართულ-თურქული ურთიერთობანი, განპირობებული დაპყრობითი ომებითა თუ კულტურული თანაცხოვრებით, რამაც განსაზღვრა კიდეც მსგავსი სიუჟეტები ხალხის ფოლკლორშიც. თურქული ფოლკლორისათვის წყარო, ისევე როგორც საერთო აღმოსავლური კულტურისათვის, იყო არაბული ზეპირსიტყვიერება. ის განსხვავებულად ჩამოყალიბდა ე.წ. „დედაბრის ზღაპრების“ და მოხეტიალე ბარდის – მედაჰის ზღაპრების სახით. „დედაბრის ზღაპრები“ ძირითადად ვრცელდებოდა საზოგადოების დაბალ ფენებში, თუმცა მედაჰიც ხშირაც სარგებლობდა „დედაბრის ზღაპრებიდან“ სიუჟეტებით.
სიუჟეტის გავლენა-გავრცელებამ, ასევე, მოაღწია საქართველოშიც, რომლის საზღაპრო ეპოსი ძირითადად XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან გვხვდება შემკრებთა პუბლიკაციებში.
წინამდებარე სტატიის მიზანია ქართულ და თურქულ ზღაპრებში დასახელებული ჯადოსნური საგნების, ფრინველთა და ცხოველთა მსგავსება-განსხვავებებისა და ფუნქციების მიმოხილვა, რაც ემსახურება ზღაპართმცოდნეობის ერთი მნიშვნელოვანი საკითხის ზოგად კვლევას.

წყაროები

Georgian fairy tales 1959: Georgian folk tales. Publishing House “Sablitgami“, Tbilisi, 1959.

Propp 1984: Propp V., Morphology of the Fairy Tale. Translation and foreword by Mariam Karbelashvili. Publishing House “Mecniereba”, Tbilisi, 1984.

Turkish Fairy Tales 1972: Fairy tales of the peoples of the world. Publishing House“Nakaduli”, Tbilisi, 1972.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-11-01

როგორ უნდა ციტირება

ჯადოსნური საგნები, ფრინველები და ცხოველები ქართულ-თურქული ზღაპრების მაგალითზე . (2026). ქართველური მემკვიდრეობა, XXX, 83-88. https://doi.org/10.52340/PUTK.2026.30.07

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.