ქართულ-თურქული კულტურული ურთიერთობების ფილოსოფიური ასპექტები

ავტორები

  • ბადრი ფორჩხიძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი https://orcid.org/0009-0008-8493-5183

DOI:

https://doi.org/10.52340/PUTK.2025.29.17

საკვანძო სიტყვები:

ქართული ფილოსოფია, თურქული ფილოსოფია, რენესანსი, სქოლასტიკა, სუფიზმი, ანარქიზმი

ანოტაცია

ქართულ-თურქული კულტურული ურთიერთობების ფილოსოფიური ასპექტები მრავალმხრივ და ღრმა თემატიკას უკავშირდება, რომელიც აერთიანებს არა მხოლოდ ისტორიულ და პოლიტიკურ კონტექსტს, არამედ კულტურებს შორის ჩამოყალიბებულ მრავალმხრივ კავშირებსაც, რამაც თავისი ასახვა ჰპოვა სხვადასხვაგვარ სააზროვნო ფორმებსა და  სულიერ მემკვიდრეობაზე. ორივე კულტურა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ზნეობრივი ქცევისა და სულიერი ღირებულებების ზოგად-მსოფლმხედველობრივ ორიენტირებს, რომლებიც განისაზღვრებოდა როგორც სოციალურ-პოლიტიკური, ასევე მორალურ-ეთიკური და რელიგიური ცნობიერების უმნიშვნელოვანი მახასიათებლებით. კულტუროლოგიურ ფორმატში ეს ურთიერთობები შეიძლება განხილულ იქნეს როგორც სოციალურ-კულტურული და რელიგიურ-ფილოსოფიური დიალოგი, რომელიც ადამიანთა შორის ურთიერთგაგების, თანხმობის, ერთობის, კეთილგანწყობილებისა და შემოქმედებითი თანამშრომლობის სინერგიას წარმოქმნის.

მიუხედავად იმისა, რომ ქართული და თურქული ზოგადმსოფლმხედველობრივი მიდგომები, დროის ფენომენთან მიმართებით, ძირეულად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მათ შორის მაინც მოიძებნება ურთიერთთანაზიარი შეხების წერტილები. მაგალითად, ქართულ ფილოსოფიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებას და წარსული ცხოვრების გამოცდილების წარმმართველ როლსა და ფუნქციას, ხოლო თურქული ფილოსოფიის მიხედვით, დროის აღქმა უმეტესად ეფუძნებოდა როგორც პიროვნულ, ისე კოლექტიური აქტივობის მიზანდასახულობას, რაც ძირითადად დღევანდელი აწმყოდან ხვალინდელი მომავლისკენაა მიმართული; ამიტომაც ამ განსხვავებებმა გარკვეულწილად ხელი შეუწყო მათ კულტურულ ურთიერთობებს, რომელთა საფუძველზეც ორივე მხარე ახერხებდა თითოეულის კულტურული გონის სიღრმისეულ გაგებას.

თურქული და ქართული აზროვნების კულტურის წიაღში შეგვიძლია წარმოვაჩინოთ, აგრეთვე, არაერთი მდიდარი და ნაყოფიერი ეპოქა, ლიტერატურულ-ფილოსოფიური მემკვიდრეობის გაცნობის კუთხით, სადაც, ასევე, შეგვიძლია გამოვყოთ საკმაოდ მნიშვნელოვანი და ძალზე პოპულარული წარმომადგენელი, ჯერ კიდევ შუა საუკუნეების ეპოქაში – ჯალალ ედ-დინ რუმის, იუნუს ემრესა და ჰაჯი ბექტაში ველის, ქართველთაგან – იოანე პეტრიწის, ეფრემ მცირის, შოთა რუსთაველის სახით, რომლებმაც  ფართოდ გაითქვეს სახელი როგორც მახლობელ, ასევე შორეულ რეგიონებშიც, იმდენად, რამდენადაც თვითონ იყვნენ აღმოსავლური რენესანსის მესიტყვეები, რომელთა წვლილიც მსოფლიო კულტურაში მეტად ფასდაუდებელია. მომდევნო პერიოდებიდან, საერთო იდეებისა და სოციალურ-პოლიტიკური იდეების მსგავსების კუთხით, ასევე, არანაკლებ ანგარიშგასაწევია მე-19 ს. დასასრულისა და მე-20 ს. პირველი პერიოდის თურქი და ქართველი მოღვაწეების შემოქმედებითი საქმიანობაც, როდესაც თავ-თავიანთი ქვეყნების საზოგადოებრივ-კულტურული საქმიანობის სარბიელზე მოგვევლინენ ისეთი გრანდიოზული წარმომადგენლები, როგორებიც იყვნენ: თურქთაგან – ზია-გიოქალპი, აჰმედ-აღაოღლუ, ბაჰა ტევფიკი, ხოლო ქართველთაგან – ილია ჭავჭავაძე, არჩილ ჯორჯაძე, ვარლამ ჩერქეზიშვილი, მიხაკო წერეთელი და სხვა მრავალი.

წყაროები

Bakradze 1984: Bakradze Akaki. Rinds or Hesychasts. “Literary Georgia”. April 17, 1984.

Çorlu 2016: Çorlu B A.. Anarchists and Anarchism in the Ottoman Empire, 1850-1917. Bilgi University Press.Istanbul, 2016.

Erickson 2001: Erickson E. J., Ordered to Die: A History of the Ottoman Army in the First World War. Greenwood Press, Westport, Conn, 2001.

Idris 1994: Idris Sh. Sufism. Mосква, 1994.

Koprulu 2012: Early Mystics in Turkish Literature, By Mehmed Fuad Koprulu. Routledge, 2012.

Lewis 2000: Lewis D. F., Rumi: past and present, East and West: the life, teaching and poetry of Jalâl al-din Rumi. 3 maps, 1 fig, Oxford: Oneworld, 2000.

Moaddel 2005: Moaddel M., Islamic Modernism, Nationalism, and Fundamentalism. P. 157. The University of Chicago Press, 2005.

Parla 1985: Parla T., The social and political thought of Ziya Gökalp: 1876-1924. Leiden, 1985.

https://dspace.nplg.gov.ge › bitstream › IliaDaSaer... PDF დამოწმება 25. 08. 2025.

Robakidze 2013: Robakidze Gr. On Georgian Anarchism. Journal “Historian”, Tbilisi, December 2013 issue #12/36.

Zhamtaagmchreli 1959: Zhamtaagmchreli, “The Life of Kartli”. All the main manuscripts were compiled by Simon Kaukhchishvili. Vol. II, 1959.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-11-01

როგორ უნდა ციტირება

ქართულ-თურქული კულტურული ურთიერთობების ფილოსოფიური ასპექტები. (2025). ქართველური მემკვიდრეობა, XXIX, 199-216. https://doi.org/10.52340/PUTK.2025.29.17

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.