თურქეთელი ქართველები პროფ. ტარიელ ფუტკარაძის სტატიების, წერილებისა და ესეების წიგნში „ბევრი რამ ერთად“
DOI:
https://doi.org/10.52340/PUTK.2025.29.06საკვანძო სიტყვები:
თურქეთელი ქართველები, ტაო-კლარჯეთი, ტარიელ ფუტკარაძეანოტაცია
სტატიაში წარმოდგენილია პროფ. ტარიელ ფუტკარაძის პოზიცია ისტორიული ტაო-კლარჯეთის მკვიდრ მოსახლეობასა და მე-19 საუკუნის მე-2 ნახევარში რუსეთ-ოსმალეთის ომების შედეგად თურქეთში გადახვეწილ მუჰაჯირ ქართველთა შთამომავლებთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებზე მისი სტატიების, წერილებისა და ესეების წიგნში („ბევრი რამ ერთად“) თავმოყრილი მასალების მიხედვით. წერილების ავტორი:
- თურქულენოვანი გავლენის ველში მოქცეული ქართველობის „გარდაუვალი ასიმილაციისგან გადარჩენას“ შესაძლებლად მიიჩნევს დედაენის ცოდნის შემთხვევაში, რაც მოიაზრებს როგორც ქართული სამწიგნობრო ენის შესწავლას, ისე თურქეთელ ქართველთა „კუთხური მეტყველებების შენარჩუნებას“; სწორედ ამას ისახავდა მიზნად პროფ. ტარიელ ფუტკარაძის ხელმძღვანელობით ისტორიულ ტაო-კლარჯეთში განხორციელებული დიალექტოლოგიური ექსპედიციები.
- თურქეთის ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის იდენტობის შენარჩუნებაში თანაბარ პასუხისმგებლობას აკისრებს როგორც საქართველოს, ისე თურქეთის სახელმწიფოს; ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი იყო თურქეთის ხელისუფლების კანონი ქართული ენის შესწავლის ნებადართულობის შესახებ, ასევე, ზრუნვა ტაო-კლარჯეთის ქართული ძეგლების აღდგენისათვის, რაც განაპირობა როგორც „გააქტიურებულმა ტურისტულმა ინტერესებმა“, ასევე, თურქეთის ქართველებისა და სამეცნიერო წრეების დაინტერესებამ ამ ძეგლებით;
- სწორი განათლებისა და ობიექტური კვლევების შედეგების მისაწვდომობაში ხედავს ავტოქთონი უმცირესობების ენობრივ-ეთნიკური მეობის გადარჩენის საფუძველს, რომ თურქი და ქართველი კოლეგები, „ერთობლივად ზიარ ჭურჭელს უნდა ქმნიდნენ“ ქართული კულტურისა და იდენტობის გადარჩენისათვის;
- ყურადღებას ამახვილებას იმაზე, რაც საერთო გვაქვს ქრისტიან და მუსლიმან ქართველებს: სისხლი, ისტორიული მეხსიერება, მიწა-წყალი, ტრადიციები, დედაენა, სამწიგნობრო კულტურა.
- თურქეთელი ქართველების საკითხს განიხილავს პირდაპირ კავშირში საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობასთან, რომელიც უნდა დაეფუძნოს ორივე მხარის გეოპოლიტიკურ ინტერესს, კეთილმეზობლობასა და აკადემიური კვლევებით დადგენილ რეალობას.
პროფ. ტარიელ ფუტკარაძის სტატიების, წერილებისა და ესეების წიგნში „ბევრი რამ ერთად“ წარმოჩენილი თურქეთელი ქართველები არიან სწორი ორიენტირების მატარებელი მოქალაქეები; ისინი ქმნიან საიმედო ძალას, რომელმაც ბიძგი უნდა მისცეს საქართველოსა და თურქეთს შორის ჯანსაღი ურთიერთობის განვითარებას.
წყაროები
Altun 2022: S. Altun, Foreword, Kartvelological Research in Turkey, І. Kars, 2022. Kars university publishing.
Putkaradze 2025: Putkaradze T., Lots of Things Together - Articles, Letters, Essays… Tbilisi, 2025. Publishing House “Grifoni“.
Vashakidze 2023: Vashakidze I., Prof.Tariel Putkaradze about the Georgian-Turkish relations. Duzje (Turkey) University works: Turkish-Georgian relations-History, Culture, literature, language. Duzje, 2023. Duzje university publishing.
Vashakidze 2024: Vashakidze I., Prof.Tariel Putkaradze About Georgian Citizens of Turkey (by the Facebook Posts of 2009-2016). Kartvelological Research in Turkey, І. Kars, 2024. Kars university publishing.