XIX საუკუნის 80-იანი წლების სალიტერატურო კრიტიკა და გიორგი წერეთელ
DOI:
https://doi.org/10.52340/PUTK.2023.27.30საკვანძო სიტყვები:
ქართული მწერლობა, გიორგი წერეთლის შემოქმედება, XIX საუკუნის ქართული სალიტერატურო კრიტიკაანოტაცია
გიორგი წერეთელი XIX საუკუნის ქართული მწერლობის ერთ-ერთი დიდი წარმომადგენელია. იგი ქართველ მამულიშვილთა იმ ჯგუფს ეკუთვნის, რომლებიც გასული საუკუნის 60-იან წლებში გამოვიდნენ სამოღვაწეო ასპარეზზე და ქართული საზოგადოებრივი და ლიტერატურული ცხოვრება ძირეულად შეცვალეს.
გ. წერეთელი ენერგიულად იღვწოდა საზოგადოებრივ-ლიტერატურულ სარბიელზე და უშუალო მონაწილეობას იღებდა იმდროინდელი ყველა მნიშვნელოვანი, საჭირბოროტო პრობლემის დასმასა და გადაწყვეტაში. მწერლის მოქალაქეობრივი მრწამსის შინაარსს განსაზღვრავს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის იდეები. მისმა პიესებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული თეატრის გამდიდრებაში.
წარმოდგენილ სტატიაში განხილულია 1880-იან წლებში ქართველი კრიტიკოსების მიერ გამოთქმული მოსაზრებები დიდი ქართველი მწერლის – გიორგი წერეთლის სხვადასხვა ასპექტთან დაკავშირებით, მათ შორის მისი პირადი ცხოვრებისა და შემოქმედებითი სტილის შესახებ.
გიორგი წერეთლის შემოქმედების კრიტიკული მიმოხილვის გზაზე გამოირჩევა ექ. თაყაიშვილის, მ. ნასიძის, სტ. ჭრელაშვილის, რ. ერისთავის, ი. გოგებაშვილის, ა. ლაისტის, ალ. თოიძის, რ. ერისთავის წერილები, ასევე, უცნობი ავტორის სტატიები, რომლებიც სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებში გამოქვეყნდა.
კრიტიკოსთა დამოკიდებულება გიორგი წერეთლის შემოქმედებისადმი XIX საუკუნის70-80-იან წლებში თანდათან გამოკვეთილ სახეს იღებს. ეს განპირობებულია, ერთი მხრივ, ლიტერატურული კრიტიკის განვითარებითა და ქართველ კრიტიკოსთა ჯგუფის გაძლიერებით, მეორე მხრივ, თვით კრიტიკული ანალიზის მეთოდებისა და ხერხების მრავალფეროვნებით.